მარტივად მოსამზადებელი ნაყენი, რომელიც წმენდს ღვიძლს, წვავს ცხიმებს და ამაღლებს იმუნიტეტს

© photo: Pixabay / rawpixelწვენი
წვენი  - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2021
გამოწერა
ეს ნაყენი დაგეხმარებათ ღვიძლის გაცხიმოვნებასთან ბრძოლაში, ის ხელს უწყობს წონაში დაკლებას, ამცირებს მადას, ამაღლებს იმუნიტეტს, წმენდს თირკმელებს კენჭებისგან და ა.შ.

გთავაზობთ ნაყენის მომზადების წესს, რომელიც წვავს ცხიმებს, განსაკუთრებით ღვიძლის გარშემო, ამცირებს მადას, აქვს შარდმდენი, ვირუსის, სოკოს საწინააღმდეგი მოქმედება, ხელს უწყობს წონაში დაკლებას, აძლიერებს იმუნიტეტს, წმენდს და შლის კენჭებს თირკმელებსა და ნაღვლის ბუშტში, აახალგაზრდავებს კანს.

ნაყენის მომზადების რეცეპტი:

  • აიღეთ ახალი ოხრახუშის რამდენიმე ღერი, დააქუცმაცეთ ან გაატარეთ ბლენდერში;
  • აიღეთ ორი საშუალო ზომის ნიორი, ისიც ასევე დააქუცმაცეთ ან გაატარეთ ბლენდერში;
  • დაამატეთ 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და იმდენი წყალი, რომ 1 ჭიქა შეივსოს.

მიღებული ნაყენი მიიღეთ საუზმისა და ვახშმის წინ სამი დღის განმავლობაში.

Соль - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2021
სახსრების ტკივილის „სასწრაფო დახმარება" – იაფი და ეფექტური

შემდეგი სამი დღე ნაყენს ამზადებთ იმავე წესით, ოღონდ ნივრის გარეშე.

შემდეგი სამი დღე ისევ ნივრით. სულ გამოდის ცხრა დღე. შემდეგ დაისვენეთ ორი კვირა და კურსი კიდევ ერთხელ გაიმეორეთ.

ნაყენის მიღება არ შეიძლება მათთვის, ვისაც აწუხებს ქრონიკული გასტრიტი მაღალი მჟავიანობით, რეფლუქს-ეზოფაგიტი (საყლაპავის დაავადება), ასევე ორსულთათვის.

სცადეთ და შედეგში თავად დარწმუნდებით. ეს საშუალება ძალზე ეფექტურია და თან იაფიც დაგიჯდებათ.

ყველა ახალი ამბავი
0