19:11 11 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
სასარგებლო რჩევები (500)
10810

მშობლისა და აღმზრდელის ამოცანა, რაც უნდა ბანალურად ჟღერდეს, ბავშვებისთვის სწავლის სწავლებაა – საჭირო ინფორმაციის მოძიება და სიმართლის ტყუილისგან გარჩევა, დაბრკოლებების გადალახვა ნაკლები ფიზიკური თუ ემოციური დანაკარგებით.

ყველას სურს, რომ შვილი ბედნიერი ჰყავდეს, მხოლოდ საუკეთესოს უსურვებს, მაგრამ ხანდახან ისეც ხდება, რომ ცნებები ირევა და საკუთარი პრიორიტეტები სხვის ცხოვრებაში იჭრება.

როგორ დავეხმაროთ ბავშვს, რომ გახდეს დამოუკიდებელი

ვასწავლოთ და არა მათ მაგივრად გავაკეთოთ: არ მივაწოდოთ უკვე მზა გადაწყვეტილება, არ მოვიპოვოთ შესაძლებელი და შეუძლებელი, არ გავანებივროთ, არამედ გვიყვარდეს. ხანდახან ყველაზე იოლია, თვითონ გავაკეთოთ, მაგრამ რაც უფრო მეტს ვაძლევთ ბავშვებს, მით უფრო ნაკლები იციან, შეუძლიათ და სურთ მათ.

ბავშვი ჩვეულებრივი ადამიანია და ყველა ადამიანს ზედმეტი ჭამისგან ბოყინი ეწყება. არ არის საჭირო მათში იმის „ჩადება“, რაც ხელს შეუშლის გაზრდასა და განვითარებაში.

საჭიროა მხოლოდ იმის მიცემა, რაც ნამდვილად დაეხმარება, რომ ზრდასრული და დამოუკიდებელი გახდეს. ისინი ხომ ერთ დღესაც გაიზრდებიან და რაღაც უფრო მეტი მოუნდებათ.

მოუნდებათ საკუთარი ოჯახი, თავისი ფული, საკუთარი მოსაზრების დაცვა და თავისებურად მოქმედება. შეძლებენ კი ამის გაკეთებას და რით დასრულდება ეს ყველაფერი – ბევრად არის მშობელზე დამოკიდებული.

რა უნდა გაკეთდეს პირველ რიგში ბავშვის პიროვნების ჩამოსაყალიბებლად

ფიზიკური დამოუკიდებლობა

იქნება ეს პირველი ნაბიჯები, ჭამა, ტუალეტი, სათამაშოს არჩევა მაღაზიაში, შვედურ კედელზე სიარული, ხტუნვა აუზში... როგორც კი დაინახავთ, რომ ბავშვი მზადაა იმოქმედოს – გაუშვით, მიეცით ნება, რომ თავისი გზით იაროს. დაიცავით, რომ არ დაეცეს, გააფრთხილეთ შედეგების შესახებ, მაგრამ მის ნაცვლად ნუ გააკეთებთ.

საკმარისი მოძრაობა

გახსოვდეთ, რომ მხოლოდ ენერგია წარმოშობს ენერგიას, უმოქმედობა კი კლავს მას. არ მისცეთ ბავშვებს (და არც საკუთარ თავს) სიზარმაცის უფლება. იყავით მაგალითი. სეირნობა, ლაშქრობა, სპორტული სექციები – ეს ყველაფერი ბავშვს ჰაერივით სჭირდება. ამის გარეშე ის ბავშვობას კარგავს.

მშვიდი და სანდო საოჯახო ატმოსფერო

ძალზე მნიშვნელოვანი პუნქტია. თუ სახლში ნერვოზული გარემოა, მაშინ არანაირ თავდაჯერებულობასა და დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი არ ღირს. ნებისმიერი ბავშვისთვის სახლი ის ადგილია, სადაც ის ყოველთვის უყვართ და მას ელოდებიან.

გახსოვდეთ ეს და ეცადეთ სახლში არ შეიტანოთ ქუჩის ნეგატივი, არ იყვიროთ და ხმამაღლა არ იმსჯელოთ საკუთარ წყენასა და შეცდომებზე.

ოჯახური სადილები და საუბრები

ძალიან კარგია, როცა მთელი ოჯახი იკრიბება და ცოცხალი ურთიერთობები მიდის, როცა უმცროსები უფროსების მოგონებებს უსმენენ, სწავლობენ მათ გამოცდილებას, ხოლო უფროსები უმცროსებს ხელს არ უშლიათ თავიანთი თვალსაზრისის გამოთქმაში. სწორედ ასეთი ურთიერთობები ეხმარება ადამიანს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.

მკაფიო ზღვარი – რა არის ნებადართული და რა – არა

ეს ზღვარი ზრდასრულ ადამიანსაც უმარტივებს ცხოვრებას, არამცთუ ბავშვს. არ შეცვალოთ თქვენი გადაწყვეტილებები წარამარა, არ დაუშვათ ორაზროვანი ფრაზები და გადაწყვეტილებების გაორება ოჯახის შიგნით. წინასწარ მოელაპარაკეთ ოჯახის წევრებს და მისდიეთ არჩეულ ტაქტიკას.

არასდროს იჩხუბოთ და იკამათოთ ბავშვების თანდასწრებით – ეს მათ ფსიქიკას აზიანებს.

კიდევ რისი გაკეთება შეუძლია მშობელს შვილისთვის:

  • ყოველთვის იყავით ბავშვის მხარეს
  • მოუსმინეთ და არ შეაწყვეტინოთ
  • მინიმუმამდე დაიყვანეთ სტრესული სიტუაციები
  • გაუფრთხილდით ბავშვობას
  • იმოგზაურეთ
  • ასწავლეთ უცხო ენები
  • იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით
  • ეწვიეთ მუზეუმებს, შეიყვანეთ ბავშვები სპეციალურ წრეებში
  • ზეპირად ასწავლეთ ლექსები და ტექსტები
  • არ შეუმოწმოთ საშინაო დავალება
  • ყურადღება არ მიაქციოთ სკოლაში მიღებულ შეფასებებს (ნიშნებს)
  • შეიმუშავეთ საკუთარი, ბონუსების მეტად ოპტიმალური სისტემა
  • არ შეუშინდეთ დამსახურებულ დასჯას (რა თქმა უნდა, არა ფიზიკურს)
  • შეაქეთ ბავშვები წარმატებებისთვის
  • არ ეჩხუბოთ წარუმატებლობისთვის
  • აუხსენით მიზეზები და შედეგები
  • არ გამოიტანოთ ნაჩქარევი დასკვნები
  • არ დაამციროთ, არ შეარცხვინოთ
  • თქვით სიმართლე
  • განიხილეთ ბავშვებთან ნებისმიერი თემები
  • არასდროს შეადაროთ ბავშვი ან თქვენ თავს, ან სხვა ბავშვებს
  • მონაწილეობა მიიღეთ საბავშვო ღონისძიებებში
  • ყოველთვის იამაყეთ ბავშვებით და პატივი ეცით მათ.
თემები:
სასარგებლო რჩევები (500)

მთავარი თემები