გეომაგნიტური ქარიშხლები აპრილში: ქვეყნდება პროგნოზი

© Pixabay / FotocitizenЗакат в горах и облака
Закат в горах и облака - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2021
გამოწერა
მზის რენტგენული ასტრონომიის ლაბორატორია 2021 წლის აპრილის გეომაგნიტური ქარიშხლების პროგნოზს აქვეყნებს

თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. როგორც ცნობილია, მაგნიტური ქარიშხლები არაერთ უსიამოვნებას აყენებს მეტეოდამოკიდებულ ადამიანებს. ეს პრაქტიკულად ყოველთვიური მოვლენაა, ვინაიდან მზეზე გამუდმებით ხდება სხვადასხვა ძალისა და ამპლიტუდის აფეთქებები.

ამ მხრივ გამონაკლისის არც მიმდინარე წლის აპრილია. ექსპერტები ამ თვეში რამდენიმე მაგნიტურ ქარიშხალსა და ასევე გეომაგნიტური რყევებს ელოდებიან.

აპრილის გეომაგნიტური ქარიშხლების პროგნოზი ასე გამოიყურება:

  • 8–10 აპრილი: ხანგრძლივი ქარიშხალი დედამიწას ზედიზედ სამი დღის განმავლობაში შეუტევს. პირველ დღეს ზემოქმედება ზომიერი იქნება, ხოლო 10 აპრილს პიკია მოსალოდნელი, რომელსაც სპეციალისტები G1დონედ აფასებენ.

ეს შეტევა გამოიწვევს თავის ტკივილებს, გაღიზიანებადობას, უძილობას და ჯანმრთელობის მდგომარეობის ზოგად გაუარესებას. თანაც ამას შეიგრძნობენ არა მარტო მეტეოდამოკიდებული ადამიანები, არამედ აბსოლუტურად ყველა.

  • 16–17 აპრილი: ესეც გაჭიანურებული ქარიშხალი იქნება, თუმცა სხვაგვარი რიგისა. სამე ისაა, რომ G1 დონის შეტევა პირველ დღესაა მოსალოდნელი, მეორე დღეს კი ქარიშხალი კლებაში წავა.

გარდა ამისა, მოსალოდნელია უმნიშვნელო მაგნიტური რყევებიც — 12 და 29 აპრილს.

ექიმები მაგნიტური ქარიშხლების გავლენის შესამსუბუქებლად შემდეგ რეკომენდაციებს გასცემენ:

  • დაწექით დასაძინებლად შეძლებისდაგვარად ადრე – ძილის დროს გამოყოფილი მელატონინი ეხმარება ორგანიზმს აღდგენაში და ასევე ნორმაში მოჰყავს სისხლის წნევა; გაღვიძებისას კი (განსაკუთრებით ჰიპერტონიკები) არ უნდა წამოდგეთ საწოლიდან მკვეთრად;
  • კარგია კონტრასტული შხაპის მიღება – ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას თქვენი ჯანმრთელობისთვის უკუჩვენება არ აქვს;
  • დღის განმავლობაში ერთხელ მაინც უნდა გაისეირნოთ ჰაერზე, ან, უკიდურეს შემთხვევაში, რამდენჯერმე გაანიავოთ ოთახი – სუფთა ჰაერი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე;
  • არ არის რეკომენდებული ალკოჰოლური სასმელებისა და ყავის მიღება, ასევე თამბაქოს მოწევა;
  • საუკეთესო მენიუ ასეთ დღეებში არის ხილი, ბოსტნეული, ფაფები, ქათმის მოხარშული ხორცი და თევზეული;
  • მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი და მატონიზირებელი პრეპარატები, რომლებიც ექიმის მიერ გაქვთ დანიშნული;
  • ნერვული აშლილობისას საუკეთესოა ნატურალური დამამშვიდებელი საშუალებების მიღება – კატაბალახას (ვალერიანი), ბარამბოსა თუ შავბალახას ნახარში ან ნაყენი;
  • კარგი იქნება, თუ სტრესს თავს აარიდებთ და სხვა დროისთვის გადადებთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას.
ყველა ახალი ამბავი
0