08:23 14 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0709
  • 100 RUB4.4397
  • USD3.4235
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
ექიმი გირჩევთ (102)
180 0 0

ამერიკელი მედიკოსები ასახელებენ რამდენიმე სიმპტომს, რომლებიც ძალიან ჰგავს ნაკლებად სერიოზულ დაავადებას, თუმცა რეალურად ისინი თრომბის განვითარებაზე მეტყველებს.

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. თრომბის სიმპტომები, რაც დაუყოვნებელ სამედიცინო ჩარევას მოითხოვს, იოლად შეიძლება აგერიოთ რაღაც უფრო ნაკლებად სერიოზულში, მაგალითად, კუნთების დაჭიმვაში, წერს გამოცემა Express ორგანიზაცია National Blood Clot Alliance-ის სპეციალისტებზე დაყრდნობით. 


გამოცემა განმარტავს, რომ თრომბი ცილებისა და თრომბოციტების შეწებების შედეგად წარმოიქმნება უფრო ხშირად ფეხებისა და ხელების სისხლძარღვებში, თუმცა ასევე შეიძლება განვითარდეს გულის, ტვინისა და ფილტვების სისხლძარღვებშიც, რაც სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

სპეციალისტების თქმით, ღრმა ვენების თრომბოზი ხასიათდება ფეხის ან ხელის შეშუპებით. ამასთან მას შეიძლება ახლდეს ძლიერი ტკივილი ან დაბუჟება, რაც ძალიან ჰგავს კუნთის დაჭიმვას.

გარდა ამისა, როგორც ექიმები განმარტავენ, დაზიანებული უბნის გარშემო კანმა შეიძლება ფერი შეიცვალოს და მოლურჯო ან წითელი გახდეს. ამასთან ზოგ პაციენტს ასეთ დროს ხელები და ფეხები ჩვეულებრივზე უფრო თბილი აქვს.

„თუ აქედან რომელიმე სიმპტომი შენიშნეთ, შეძლებისდაგვარად სწრაფად მიმართეთ ექიმს, ვინაიდან შესაძლოა სასწრაფო მკურნალობა გჭირდებოდეთ“, — გვირჩევენ სპეციალისტები.

რაც შეეხება ფილტვებში განვითარებულ თრომბს, ანუ ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიას, მისი ყველაზე ხშირი სიმპტომია მოულოდნელი დისპნოე (სუნთქვის გაძნელება, რასაც თან სდევს ჰაერის უკმარისობის შეგრძნება), ზოგი პაციენტი ასევე განიცდის მწვავე ტკივილს მკერდის არეში, რომელიც კიდევ უფრო ძლიერდება სუნთქვისას.

გარდა ამისა, ფილტვებში თრომბის განვითარებაზე ასევე მიანიშნებს სისხლიანი ლორწო ხველებისას.  

ექიმები ხაზს უსვამენ, რომ თრომბის რისკის ყველაზე გავრცელებული რისკ-ფაქტორებია: ჭარბწონიანობა, მემკვიდრეობითი მიდრეკილება და ერთ მდგომარეობაში დიდი ხნის განმავლობაში ჯდომა.

თემები:
ექიმი გირჩევთ (102)

მთავარი თემები