08:53 14 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0709
  • 100 RUB4.4397
  • USD3.4235
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
ექიმი გირჩევთ (102)
147 0 0

მაშტაბური სამეცნიერო კვლევებით დადგინდა, რომ დედამიწის მოსახლეობის მესამედს ცხვირით სუნთქვის პრობლემები აქვს

თბილისი, 31 მარტი — Sputnik. ბევრი ადამიანი წლების განმავლობაში იყენებს გაციების საწინააღმდეგო სპრეებს და არც კი იცის, რომ ამას სერიოზული შედეგები შეიძლება მოჰყვეს, აცხადებს ოტორინოლარინგოლოგი ოლეგ აბრამოვი.

მისი თქმით, ცხვირის ქრონიკული გაჭედილობა გავრცელებული პრობლემაა. მასშტაბურმა კვლელევებმა აჩვენა, რომ ცხვირით სუნთქვის პრობლემა პლანეტის მოსახლეობის 1/3–ს აქვს. მათი უმეტესობა ექიმთან ვიზიტს თავს არიდებს და თვითმკურნალობას მიმართავს — სისხლძარღვთა შემავიწროვებელ ურეცეპტო სპრეებს იყენებს, რაც შემდგომ შეჩვევას იწვევს.

ამის შესახებ პირდაპირ წერია პრეპარატების ინსტრუქციაში, რასაც, აბრამოვის თქმით, ადამიანთა დიდი ნაწილი ყურადღებას არ აქცევს. 

ინსტრუქციის თანახმად, გაჭედილობის საწინააღმდეგო სპრეებით მკურნალობის კურსი არ უნდა აღემატებოდეს 5–7 დღეს. უფრო ხანგრძლივად მათი გამოყენება შეჩვევას ავითარება და ადამიანს გამუდმებით ესაჭიროება „ცხვირის გამხსნელი“ საშუალება.

აბრამოვის თქმით, სისხლძარღვთა შემავიწროვებელი პრეპარატების მუდმივი მოხმარების შედეგები შეიძლება საკმაოდ სერიოზული იყოს. პირველ რიგში, ეს არის ლორწოვანა გარსის გამომუშავებისა და მისი ბუნებრივი ფუნქციების — ჰაერის დატენიანებისა და გათბობის უნარის დაქვეითება. ამის შედეგადაც ჩნდება სისხლჩაქცევები, ქერქის მსგავსი ნადები, პაციენტებს უვითარდებათ ცხვირში გამუდმებული სიმშრალის შეგრძნება, ყელის წვა და ხმის ჩახლეჩა.

ექიმი ხაზს უსვამს, რომ სპრეების ხშირი გამოყენებით ადამიანები, ისე რომ ვერც კი ხვდებიან, ხელს უწყობენ  ცხვირის ღრუში შეუქცევადი ცვლილებების განვითარებას.

თუმცა, მისი თქმით, პრობლემა, მთელი სერიოზულობის მიუხედავად, მაინც საკმაოდ იოლად შეიძლება მოგვარდეს — როგორც არაქირურგიული, ისე ქირურგიული გზებით.

იმისათვის, რომ ცხვირის სპრეებზე შეჩვევას თავი დააღწიოთ, საჭიროა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების კურსის ჩატარება, რომელსაც ექიმი ნიშნავს.

  • ოტორინოლარინგოლოგის განმარტებით, სწორად შერჩეული პრეპარატებით  მკურნალობის სამკვირიანი კურსი  80%-ით აქრობს შეჩვევას; ხოლო თუ ასეთს ტაქტიკას დადებითი დინამიკა არ მოჰყვა, მაშინ ქირურგიულ ოპერაციაზე უნდა იფიქროთ — ეს მოკლე და სწრაფი პროცედურაა, რომელსაც პრაქტიკულად 100%-იანი ეფექტი აქვს და ოპერაციის შემდეგ პაციენტები სრულად წყვეტენ სპრეების გამოყენებას. 

ამასთან სპეციალისტის თქმით, ხშირ შემთხვევაში პაციენტებს აშინებთ მკურნალობის კურსის დაწყება — იმდენად დიდია მათი შიში ცხვირის გაჭედვისა და გაძნელებული სუნთქვის მიმართ.

„მე მყოლია პაციენტები, რომლებიც, თუ სპრეი უთავდებოდათ, შუაღამეზე გარბოდნენ აფთიაქში, ან საცობში უპატრონოდ ტოვებდნენ მანქანებს. ისინი სახლიდან ნაბიჯსაც კი არ დგამდნენ „მხსნელი“ ფლაკონის გარეშე“, — ამბობს ექიმი.

ამიტომ, მისი აზრით, პაციენტებთან ფსიქოლოგიური მუშაობაცაა საჭირო, რათა გააცნობიერონ, რომ მალე დადგება მომენტი, როცა თავისუფლად სუნთქვაში აღარაფერი შეუშლით ხელს.

თემები:
ექიმი გირჩევთ (102)

მთავარი თემები