მიანიჭეთ უპირატესობა კარაქსა და ერბოს: ექიმი მიზეზებს ასახელებს

© photo : Pixabay / rodeopixСливочное масло
Сливочное масло - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2021
გამოწერა
ექსპერტი განმარტავს, რომელი ცხიმები უნდა გამოიყენოთ პროდუქტის შესაწვავად და რომელი – სალათების შესანელებლად, რათა ორგანიზმს ზიანი არ მიაყენოთ.

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. დღეს საკვების მოსამზადებლად არაერთი სახეობის ცხიმები არსებობს, თუმცა ყველაზე უკეთესად მაინც ერბო მიიჩნევა, აცხადებს ექიმი–დიეტოლოგი და ნუტრიციოლოგი ინა კონონენკო. 

Растение дандури или - портулак - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2021
მუწუკებიდან იმპოტენციამდე: რაში გამოგვადგება დანდურის ნაყენი – რეცეპტები

მისი თქმით, ცხიმები ორ ჯგუფად იყოფა — გაჯერებულ და პოლიგაუჯერებელ ცხიმმჟავებად. პირველ ჯგუფში შედის: კარაქი, ერბო, ქოქოსის ზეთი, მეორეში — ყველა მცენარეული ზეთი. გარდა ამისა, ასევე არსებობს მონოგაუჯერებელი ცხიმმჟავები — ეს ზეითუნის ზეთია.

„გაჯერებული ცხიმები უფრო სტაბილურია, ხოლო პოლიგაუჯერებელი — დაჟანგვას ექვემდებარება. ეს არის პროცესი, რა დროსაც ჟანგბადისა და სინათლის გავლენით ზეთი დაჟანგვასა და თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას იწყებს. ისინი კი მავნებელია ორგანიზმისთვის, ვინაიდან ონკოლოგიური დაავადებების გამოწვევა შეუძლია“, — განმარტავს ექიმი.

სწორედ ამის გამო, კონონენკოს თქმით, ცხიმები თუნუქის ქილაში უნდა ინახებოდეს, რათა მზის სხივები არ მოხვდეს და სასარგებლო თვისებები არ დაკარგოს. იგივე ეხება მზესუმზირის ზეთსაც, ვინაიდან მასში დაჟანგვითი პროცესი გაძლიერებულად მიმდინარეობს.

ეთერზეთები - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2021
დასახელდა სუნები, რომლებიც თრგუნავს და აქრობს შიმშილის გრძნობას

„ამიტომ მზესუმზირის ზეთი ან საერთოდ უნდა ამოიღოთ რაციონიდან, ან დამზადებიდან მოკლე ხანში გამოიყენოთ“, — ამბობს სპეციალისტი.

ამიტომ კონონენკო გვირჩევს, ყოველთვის ყურადღებით დავაკვირდეთ მზესუმზირის ზეთის ეტიკეტზე მისი შენახვის ვადას და ავარჩიოთ ისეთი, რომელიც დიდი ხნის წინ არ არის დამზადებული.

ამასთან ექიმი განმარტავს, რომ მცენარეული ზეთები ჯობს მხოლოდ სალათების შესანელებლად გამოვიყენოთ. ამასთან, კარგი იქნება, თუ გამუდმებით შევცვლით სახეობებს.

„არსებობს ბევრი სასარგებლო ზეთი — მაგალითად, კაკლის ან ავოკადოსი. კაკლის ზეთები დამატებით ომეგა–9 ცხიმმჟავებსაც შეიცავს, რომლებიც არც ისე ხშირად გვხვდება რაციონში და რომელიც კიბოს დაავადებების პროფილაქტიკად მიიჩნევა“, — ამბობს ექიმი.

სპეციალისტის თქმით, პროდუქტის შესაწვავად საუკეთესოა კარაქი, ერბო ან ქოქოსის ზეთი, ვინაიდან ისინი ყველაზე მეტად მდგრადია ტემპერატურული ზემოქმედების მიმართ და წვის პროცესში თავისუფალ რადიკალებს არ გამოყოფს.

ფინჯანი ყავა - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2021
გაცივებული ყავის სმა სახიფათოა: ექიმი განმარტავს მიზეზსა და სახეობას

ამასთან კონონენკო აზუსტებს, რომ შეწვისას კარაქზე მეტად სასარგებლო ერბოა, ვინაიდან მასში უფრო მეტი ვიტამინი და მიკროელემენტია, და ცოტა რძის ცილა, კაზეინი — აუტოიმუნური და ანთებითი დაავადებების შესაძლო პროვოკატორი. გარდა ამისა, ერბოში ასევე ცოტაა ლაქტოზა. და ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან ძალიან ბევრ ადამიანს მისი აუტანლობა აქვს.

რაც შეეხება ქოქოსის ზეთს, ის ვირუსებისა და პათოგენური სოკოებისგან იცავს ორგანიზმს.

როგორც ექიმი გვაფრთხილებს, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ სალათების შესანელებელად მხოლოდ არარაფინირებული და პირველი ცივი დაწურვის ზეთი უნდა გამოვიყენოთ. ასეთი ზეთი მაქსიმალურად სასარგებლოა, ინარჩუნებს ვიტამინებსა და მიკროელემენტებს, ხოლო რაფინირებულ ზეთებში პრაქტიკულად არ შედის სასარგებლო ნივთიერებები.

ყველა ახალი ამბავი
0