როგორ დავთრგუნოთ შიმშილის გრძნობა? პრაქტიკული და ეფექტური რჩევები

CC0 / Pixabay / მამაკაცი ჭამის პროცესში
მამაკაცი ჭამის პროცესში - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2021
გამოწერა
ამ მეთოდებიდან ერთ-ერთს ზოგი პანაცეადაც კი მიიჩნევს, ვინაიდან შესანიშნავად აქრობს შიმშილის შეგრძნებას. უბრალოდ, დაიზილეთ 2-3 წუთის განმავლობაში ეს ადგილი და დარწმუნდებით, რომ ჭამის სურვილი უკან იხევს.
ქალი ჰაეროვან კოცნას გზავნის - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2020
კაცები ირჩევენ ფუმფულა ქალებს: დასახელდა ძირითადი მიზეზები

თითოეული ჩვენგანი შეჯახებია მდგომარეობას, როცა თუნდაც კარგი დანაყრების შემდეგ მალევე ისევ ჩნდება ჭამის სურვილი. მაგრამ ხშირი და ბევრი ჭამა ორგანიზმისთვის მავნებელია. მაშ როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ჭამის სურვილი დავთრგუნოთ?

თურმე არსებობს ორგანიზმის მოტყუების ბევრი საშუალება, რაც „შიმშილის შეტევას“ გარკვეული დროით ხსნის და ადამიანს ჭამის სურვილს ავიწყებს.

ვნახოთ, რას გვირჩევენ სპეციალისტები:

  • წყალი — ორგანიზმის დროებით მოტყუების უმარტივესი და ხელმისაწვდომი საშუალებაა. ეს მეთოდი ხშირად ატყუებს ტვინს, ამ დროს შიმშილის შეგრძნება წყურვილში გადადის. ჭიქა წყლის დალევით თქვენ შეძლებთ დარწმუნდეთ, ნამდვილად გსურთ თუ არა ჭამა და მცირედ მოგიხსნით შიმშილის შეტევას;
  • სუნთქვითი პრაქტიკა — ასევე მიიჩნევა შიმშილის დათრგუნვის ეფექტურ საშუალებად. 20-ჯერ ღრმა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა და ჭამის სურვილი გაივლის;
  • აქტიურობა — როგორც ფიზიკური, ისე „საქმიანი“ – შესანიშნავად უმკლავდება ჭამის მოთხოვნილებას. როცა ტვინი „დაკავებულია“, ის არ „ფიქრობს“ შიმშილზე, ის კონცენტრირდება შესასრულებელ დავალებაზე. სწავლულებმა დაადგინეს, რომ შრომის ეფექტურობის ასამაღლებლად და კრეატიული აზროვნების სტიმულირებისთვის სასურველია იყოთ ცოტათი მშიერი;
  • აკუპუნქტურა — ზოგი ამ მეთოდს არასერიოზულად აღიქვამს, ზოგი კი პანაცეადაც კი მიიჩნევს. სინამდვილეში კი ეს კარგად ეხმარება ადამიანებს შიმშილის შეგრძნების დათრგუნვაში. 2-3 წუთის განმავლობაში დაიზილეთ ცხვირსა და ტუჩს შორის ჩაღრმავებული ადგილი და დარწმუნდებით, რომ შიმშილი უკან დაიხევს;
  • არომათერაპია — იცით, რომ არომატს, ერთი მხრივ, შეუძლია გააღვიძოს მხეცური მადა, მეორე მხრივ კი გააქროს ის? უბრალოდ, აუცილებელია არომატის სწორად შერჩევა. მაგალითად: შიმშილის შეგრძნებას თრგუნავს ყავის, წიწვებისა და ციტრუსის არომატი, რაც ადამიანს ენერგიითაც მუხტავს;
  • მჭიდრო სარტყელი — მჭიდროდ მოჭერილი ქამარი ამცირებს საკვების ჭარბად მიღების ალბათობას და საშუალებას იძლევა, „შეგნებულად“ გავაკონტროლოთ შიმშილის გრძნობა. ქალებმა მშვენივრად იციამ, რომ თუ სხეულზე მომდგარი კაბა აცვიათ, ბევრი არ უნდა მიირთვან;
  • ძილი — სრულყოფილი დასვენება საუკეთესო საშუალებაა არა მარტო დაღლილობასთან გასამკლავებლად, არამედ იმისთვისაც, რომ უდროოდ ჭამას გავექცეთ და მადა ვაკონტროლოთ. ბევრი დიეტოლოგის აზრით, ძილი ერთ-ერთი მთავარი ასპექტია ჭარბი წონის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ყველა ახალი ამბავი
0