მხედველობის აღდგენის იაპონური მეთოდი: სამწუთიანი სახალისო სავარჯიშოები

© Sputnik / STRINGERსათვალე
სათვალე - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2021
გამოწერა
იაპონელი ოფთალმოლოგი ირწმუნება, რომ ეს „ერთადერთი მეთოდია მსოფლიოში, რომლის ეფექტურობაც მეცნიერულადაა დადასტურებული“

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. მხედველობის გაუმჯობესება უბრალო ვარჯიშითაა შესაძლებელი, რომელიც დღეში სულ ორიოდე წუთს წაგართმევთ, აცხადებს იაპონელი ოფთალმოლოგი რუი ჰირამაცუ.

ოფთალმოლოგი სინჯავს პაციენტს - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2020
რომელ სერიოზულ დაავადებებს გვამცნობს თვალების ტკივილი: მიაქციეთ ყურადღება!

მისი თქმით, თანამედროვე მედიცინას აქვს შესაძლებლობა, რამდენიმე წუთიანი ოპერაციის შედეგად გამოგისწოროთ მხედელობა, თუმცა მხედველობის ორგანოში გარე ჩარევას სჯობს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მივმართოთ.

როგორც სპეციალისტი განმარტავს, თვალი საკმაოდ რთული და სრულყოფილი მექანიზმია, რომელსაც შეუძლია თვითაღდგენა, თუ საამისოდ შესაბამის ძალისხმევებს მივმართავთ.

ამისათვის რუი ჰირამაცუ საკმაოდ მარტივ და შეიძლება ითქვას, სახალისო ვარჯიშს გვთავაზობს. საუბარია გაბორის ვარჯიშების შესრულებაზე, რაც ორ სურათზე განსხვავებების პოვნას გულისხმობს.

ოფთალმოლოგი ირწმუნება, რომ თუ ამ ვარჯიშს დღის ნებისმიერ მონაკვეთში სამ წუთს მაინც დაუთმობთ, უკეთესობისკენ ცვლილებებს უკვე ორი კვირის შემდეგ იგრძნობთ, ხოლო 28 დღის შემდეგ აღმოაჩენთ, რომ მხედველობა შესამჩნევად გაგიუმჯობესდათ.

ჰირამაცუ ირწმუნება, რომ ეს ვარჯიშები ტვინის სტიმულაციით მხედველობის აღდგენას ემსახურება და „ერთადერთი მეთოდია მსოფლიოში, რომლის ეფექტურობაც მეცნიერულადაა დადასტურებული“.

გარდა ამისა, ოფთალმოლოგი მათ, ვინც დიდ დროს ატარებს კომპიუტერებთან, ურჩევს გააკეთონ „ვარჯიშები პერსპექტივაზე“. ესეც ძალიან მარტივი ვარჯიშია და მზერის შორიდან ახლოს რამდენჯერმე გადმოტანას გულისხმობს თითო ჯერზე ათჯერ. ამასთან, „შორი“ — ეს ორ მეტრზე მეტი მანძილია, ხოლო „ახლოს“ — დაახლოებით 30 სმ. ამ ვარჯიშის გაკეთება იმდენჯერ შეიძლება, რამდენჯერაც მოისურვებთ.

კიდევ ერთი რეკომენდაცია, რომელსაც იაპონელი სპეციალისტი თვალების გადაღლილობის მოსახსნელად გასცემს — ეს თერმოთერაპია, ანუ თვალების „დათბილვაა“. არსებობს ამის ორი გზა:

  • თერმოთერაპია თბილი პირსახოცით — მოათავსეთ ნოტიო პირსახოცი მიკროტალღურ ღუმელში 4 წამით, შემდეგ დაიფინეთ თვალებზე და დაელოდეთ, სანამ პირსახოცი არ გაცივდება;

რედაქციის შენიშვნა: თუ მიკროტალღური ღუმელი არ გაქვთ, სავარაუდოდ ამისთვის პირდაპირ თბილ წყალში დასველებული და კარგად გაწურული ტილოც გამოდგება.

  • თერმოთერაპია ხელებით — გაუსვით ხელები ერთმანეთს ათჯერ. როცა იგრძნობთ, რომ, ხელები გაგიხურდათ, დაილაგეთ დახუჭულ თვალებზე და ოდნავ დააჭირეთ ქუთუთოებს. გეჭიროთ ნახევარი წუთი.

დოქტორი ჰირამაცუ მხედველობის გასაუმჯობესებლად  ასევე გვირჩევს რაციონში ისპანახის შეტანას, რომელიც მდიდარია ლუთეინით. ეს პიგმენტი შესანიშნავი ანტიოქსიდანტია, რომელიც იოლად გროვდება თვალებში. ამიტომ, თუ ისპანახს ხშირად მიირთმევთ, ამით თავიდან აიცილებთ თვალებში ყვითელი ლაქების გაჩენასა და კატარაქტას.

ყველა ახალი ამბავი
0