07:01 07 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
ექიმი გირჩევთ (73)
8010

ექიმი გვასწავლის, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ პანდემიასთან დაკავშირებით პირბადის სავალდებულო ტარების გამო კბილები და პირის ღრუ არ დავიზიანოთ

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik.  სამედიცინო პირბადეების გამუდმებულ ტარებას შეუძლია ზიანი მიაყენოს კბილებს, აცხადებს სტომატოლოგი გენადი შარგოროდსკი.

„პირისა და ცხვირის დიდი ხნით დაფარვა პირველ რიგში სუნთქვაზე ახდენს გავლენას — გაიძულებთ უფრო ხშირად პირით ისუნთქოთ. ამით იზღუდება ტენის ნაკადი და ამას შეუძლია პირის სიმშრალე გამოიწვიოს, რაც ხელს შეუწყობს კარიესისა და ღრძილების დაავადების ჩამოყალიბებას“, — განმარტა ექიმმა.

გარდა ამისა, სპეციალისტი არ გამორიცხავს, რომ ამის გამო პირის ღრუში ცუდი სუნი, ლორწოვანაზე კი მუქი ლაქები და ნახეთქებიც კი გაჩნდეს, რაც ზიანს აყენებს ჯანმრთელობას.

„პირის ღრუში არსებულ მიკრობებს გარეთ გასვლის საშუალება ესპობა, ვინაიდან პირბადე თქვენ კი არ გიცავთ სხვებისგან, პირიქით, თქვენგან იცავს სხვებს. ამიტომ, გამომდინარე იქიდან, რომ ნიღბების ტარება ახლა სავალდებულოა, რამენაირად უნდა მოახერხოთ და პერიოდულად დაისვენოთ მათგან, რათა მთელ ამ პათოლოგიურ ორგანიზმებს პირის ღრუდან გამოსვლის საშუალება მიეცეს“, — ამბობს ექსპერტი.

ექიმი ურჩევს ყველას, ვისაც ხშირად და ხანგრძლივი დროის განმავლობაში უწევს პირბადის ტარება, უფრო ხშირად გამოიხეხონ კბილები და ამასთან, ხშირად ივლონ წყალი პირში. გარდა ამისა, პირის ღრუს დატენიანების კარგი საშუალებაა მეტი წყლის სმა და ასევე უშაქრო ლოლიპებიც (ყინულკარამელი), რაც ნერწვის გამოყოფას აუმჯობესებს.

მანამდე ორი პირბადის ტარების საფრთხეებზე, რასაც ზოგი ადამიანი მიმართავს, ისრაელის შამარ ასაფ ა-როფეს საავადმყოფოს ინფექციონისტმა გალინა ჰოლცმანმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არსებული სამეცნიერო მონაცემებით არანაირად არ არის გამართლებული და შეიძლება უარყოფითი გვერდითი მოვლენებიც კი გამოიწვიოს.

თემები:
ექიმი გირჩევთ (73)

მთავარი თემები