თუ უძილობა გაწუხებთ: სწრაფად დაძინების მარტივი მეთოდი ფსიქოლოგიის პროფესორისგან

© Pixabay / Katniss12მაღვიძარა
მაღვიძარა - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2021
გამოწერა
დიპლომირებული ფსიქოლოგის თქმით, მან საკუთარ თავზე გამოსცადა პროფესორისგან ნასწავლი ეს მეთოდი და უძილობა მარტივად დაამარცხა

თბილისი. 17 თებერვალი — Sputnik. არსებობს ორიოდე წუთში დაძინების მარტივი გზა, რომელიც განსაკუთრებულ ძალისხმევას არ მოითხოვს, ირწმუნება სოციალურ ქსელ TikTok–ის მომხმარებელი ნიკით Psychologee.

მძინარე ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 22.01.2021
არც ისე სასარგებლო, მაგრამ ეფექტური: ექიმი სწრაფი ჩაძინების მარტივ მეთოდს ასახელებს

მისი თქმით, ეს მარტივი მეთოდი ფსიქოლოგიის პროფესორმა ასწავლა, რის შემდეგაც საკუთარ თავზე წარმატებით გამოსცადა და უძილობა დაამარცხა.

„დაიწყეთ გონებაში ისეთი საგნების ჩამოთვლა, რომლებიც ერთმანეთთან არანაირად არ არის დაკავშირებული. რაც მეტი შემთხვევითი ნივთი მოგივათ თავში, მით უკეთესი“, — აცხადებს იუზერი.

ვიდეო, რომელიც სამი დღის წინ განთავსდა Psychologee–ს აკაუნტზე, მყისიერად გახდა პოპულარული. ამ დროისათვის მას უკვე აქვს 650 ათასზე მეტი ნახვა.

როგორც იუზერის პროფილშია ნათქვამი, თავად ისიც დიპლომირებული ფსიქოლოგია.

ყველა ახალი ამბავი
0