11:45 03 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9976
  • 100 RUB4.4557
  • USD3.3252
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
16301

კვლევამ, რომელშიც ათასზე მეტი კაცი მონაწილეობდა, დაადგინა, რომ მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებულებს უკვე ექვსი თვის შემდეგ შეუძლიათ მესამედით გაზარდონ რემისიის შანსი.

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებული ადამიანები, რომლებიც თორმეტი კვირის განმავლობაში იცავენ დაბალნახშირწყლოვან დიეტას, თითქმის მესამედით ზრდიან რემისიის ალბათობას, წერს Diabetes.co.uk ტეხასის A&M უნივერსიტეტის კვლევაზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, სამეცნიერო კვლევაში 1357-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ უმეტესობას 47-დან 67 წლამდე ასაკში ჭარბი წონა ან გაცხიმოვნება აწუხებდა. კვლევის მონაწილეებმა დაბალნახშირწყლოვანი დიეტა 12 კვირის განმავლობაში დაიცვეს. პაციენტებმა უარი თქვეს სახამებლის ნახშირწყლებზე, რომლებიც მაკარონსა და კარტოფილში შედის.

ექვსი თვის და შემდეგ ერთი წლის თავზე სპეციალისტებმა მათი მდგომარეობა ხელახლა შეაფასეს და დაადგინეს, რომ, სხვა დიეტების მიმდევრებთან შედარებით, მათ, ვინც დაბალნახშირწყლოვან დიეტას იცავს, ექვსი თვის შემდეგ დაავადების სიმპტომების შემსუბუქების ბევრად მეტი შანსი აქვთ.

სამეცნიერო ექსპერიმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ მომავალში კვლავ ჩაატარებენ არაერთ კველვას, რათა დიაბეტის რემისიაზე დაბალნახშირწყლოვანი დიეტის დადებით გავლენაში საბოლოოდ დარწმუნდნენ.

დაბალნახშირწლოვანი დიეტის შვიდი დღის მენიუს ერთ-ერთი ვარიანტი ასე გამოიყურება:

პირველი დღე

საუზმე: ომლეტი ორი კვერცხითა და რძით, ჩაი უშაქროდ;

სადილი: საქონლის ან ხბოს ხორცის ნაჭერი, ჩაშუშული ბადრიჯანი ქინძით;

სამხარი: ჭიქა უცხიმო იოგურტი დანამატების გარეშე, სალათის ფოთოლი;

ვახშამი: მთელმარცვლოვანი ფქვილისგან მომზადებული სპაგეტი ოდნავ მოუხარშავი ქათმის მკერდით.

მეორე დღე

საუზმე: მწვანე ფანტია წიწიბურა ყველით;

სადილი: ორთქლზე მომზადებული თეთრი თევზი, კიტრის, ხახვის, ბულგარული წიწაკისა და პომიდვრის სალათი;

სამხარი: უცხიმო კეფირი, მუჭა არაქისი მარილისა და გლაზურის გარეშე;

ვახშამი: უცხიმო ხაჭო, ფორთოხალი.

მესამე დღე

საუზმე: ხაჭოს ორცხობილა, ყავა;

სადილი: ყავისფერი ბრინჯი ქათმის მკერდით;

სამხარი: ჭიქა უცხიმო იოგურტი დანამატების გარეშე;

ვახშამი: მოთუშული მწვანე ლობიო, მოხარშული კვერცხი.

მეოთხე დღე

საუზმე: წიწიბურა რძით, ჩაი;

სადილი: ქათმის ბულიონი მწვანილითა და ხორცის ნაჭრით;

სამხარი: მუჭა გარგრის ჩირი;

ვახშამი: ყველთან ერთად გამომცხვარი ბადრიჯანი.

მეხუთე დღე

საუზმე: ხაჭოს ორცხობილა, ყავა;

სადილი: ძროხის ბულიონი, გამომცხვარი ბროკოლი, საქონლის ხორცის ნაჭერი;

სამხარი: პომიდვრის წვენი, ყველის ნაჭერი;

ვახშამი: ფორთოხალი, პეკინური ლობიოსა და მწვანილის სალათი.

მეექვსე დღე

საუზმე: მწვანე წიწიბურა რძით;

სადილი: ქათმის ბულიონი მწვანილითა და ხორცის ნაჭრით;

სამხარი: გამომცხვარი ბადრიჯანი;

ვახშამი: ჩაშუშული კომბოსტო პომიდვრით.

მეშვიდე დღე

საუზმე: ომლეტი ორი კვერცხითა და რძით, ჩაი უშაქროდ;

სადილი: მოხარშული წითელი თევზი ან თევზის ბულიონი, კიტრისა და პომიდვრის სალათი;

სამხარი: გრეიპფრუტი, 3 ცალი შავი ქლიავის ჩირი;

ვახშამი: უცხიმო კეფირი, ვაშლი.

მთავარი თემები