როგორი ყურსასმენები იწვევს სიყრუეს და რატომ: ოტოლარინგოლოგები გვაფრთხილებენ

© Pixabay / StockSnapქუჩაში მიმავალი ახალგაზრდა ყურსასმენებით
ქუჩაში მიმავალი ახალგაზრდა ყურსასმენებით - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოტოლარინგოლოგები ასახელებენ ყურსასმენების სახეობას, რომელიც განსაკუთრებით საშიშია სმენისთვის და დროთა განმავლობაში დაყრუებას იწვევს.

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. ახლა ყოველ მეორეს აქვს მინიატურული გარნიტურა და საყვარელი მელოდიების თანხლებით მოძრაობს, მუშაობს, კითხულობს, ჭამს და თან დარწმუნებულია, რომ არაფერს უშავებს საკუთარ თავს.

მაგრამ, სპეციალისტების თქმით, ეს ასე ნამდვილად არ არის. სამედიცინო კვლევებით დადგინდა, რომ ყურსაცვამები უბრალოდ უარყოფითად კი არ მოქმედებს სმენის ორგანოებზე, არამედ ადამიანის დაყრუებასაც იწვევს.

იმისათვის, რომ ამ მოხერხებული გარნიტურით მიყენებულ ზიანს თავი ავარიდოთ და სმენა ახალგაზრდობაშივე არ დავკარგოთ, უნდა ვიცოდეთ მათი გამოყენების სწორი წესი.

ყურსაცვამებით მიყენებული ზიანი

უნდა ვიცოდეთ, რომ ყურის ნიჟარა ერთგვარი რეზონატორია. როგორც წესი, ბგერა ჯერ სწორედ მასში ხვდება, ძლიერდება და შემდეგ სასმენი არხების გავლით შიდა ყურს აღწევს.

ყურსაცვამების შემთხვევაში კი (განსაკუთრებით, თუ საუბარია საცობისმაგვარ გარნიტურაზე) ბგერა ჩვეულ გზას კი არ გადის, არამედ ყურის ნიჟარის გვერდის ავლით პირდაპირ სასმენ არხში ხვდება. შესაბამისად, ყურის ნიჟარა კი აღარ აძლიერებს ბგერას, არამედ მუსიკალური მოწყობილობის ხმის რეგულატორი.

ეს ნამდვილად არ გამოიწვევდა მნიშვნელოვან ზიანს, თუ მუსიკის ხმა მაღალი არ იქნება. სამწუხაროდ, უმრავლესობა ხმამაღალ მუსიკას ყურსაცვამებით დიდი ხნის განმავლობაში უსმენს, რასაც დროთა განმავლობაში სმენის დაკარგვა მოსდევს.

უფრო მეტიც: სმენა ხშირ შემთხვევაში მკვეთრად, სულ ორიოდე დღეში ქვეითდება.

როგორ შევინარჩუნოთ სმენა?

არსებობს უნივერსალური რეკომენდაციები, რაც სმენის შენარჩუნებაში ყურსაცვამებზე უარის თქმის გარეშეც დაგვეხმარება.

გახსოვდეთ, ბგერა მავნებელია:

  • თუ მუსიკის ფონზე საკუთარი ხმა არ გესმით;
  • თუ თქვენს ყურსაცვამებში აჟღერებული მელოდია თქვენ გვერდით მყოფებს ესმით.
იცოდეთ: ეს კრიტერიუმები პირდაპირ მიუთითებს, რომ მუსიკა გამანადგურებელ გავლენას ახდენს სმენით აპარატზე. შესაბამისად, აუცილებლად უნდა დაუწიოთ ხმას.

ოტოლარინგოლოგების რეკომენდაციით:

  • უსმინეთ მუსიკას ყურსაცვამებით დღეში მხოლოდ დაახლოებით ერთი საათი (რაც ნაკლები, მით უკეთესი);
  • მუსიკის ხმა არ უნდა ჭარბობდეს ხმის მაქსიმალური სიძლიერის 60%-ს;
  • ჯობს საყვარელ მელოდიებს ყურსაცვამების გარეშე, ასე ვთქვათ, ბუნებრივად მოუსმინოთ.

გახსოვდეთ: სმენის აღდგენას სერიოზული და ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება, თუ ეს საერთოდ შესაძლებელია.

ყველა ახალი ამბავი
0