10:39 16 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
სასარგებლო რჩევები (445)
100 0 0

იმ ადამიანებს, ვისაც უკვე აწუხებს მაღალი არტერიული წნევა, ექიმი ნაკლები კარტოფილის მიღებას ურჩევს და მიზეზებსაც განმარტავს.

თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. ჰიპერტონიკებმა უნდა აკონტროლონ კარტოფილის მოხმარება — კვირაში ოთხ ულუფაზე მეტის მიღება მათთვის არასასურველია, ამბობს ცნობილი ბრიტანელი ექიმი–დიეტოლოგი სარა ბრუერი.

მაღალი არტერიული წნევა არტერიის კედლებზე სისხლის მუდმივი ინტენსიური ზემოქმედებით ხასიათდება. ეს ზეწოლა თანდათანობით ამკვრივებს არტერიებს და ავიწროებს მათ, რაც იმას ნიშნავს, რომ გულს უფრო მეტი მუშაობა უწევს სხეულში სისხლის გადასატუმბად. შედეგად – ადამიანი ბევრად მოწყვლადი ხდება გულის შეტევის მიმართ.

ბრუერის თქმით, ამ პრობლემის გამწვავება შეუძლია რაციონში დიდი რაოდენობით კარტოფილის მოხმარებას. ამიტომ იმ ადამიანებმა, რომლებსაც უკვე აქვთ მაღალი არტერიული წნევა, უმჯობესია ნაკლები კარტოფილი ჭამონ.

ექიმი ეყრდნობა ჰარვარდის სამედიცინო სკოლის კვლევას, რომელშიც სამი მსხვილი პროექტის მონაცემებია გაანალიზებული — 187 ათასზე მეტი ქალისა და მამაკაცის მონაწილეობით.

თუ მარჯვენა და მარცხენა ხელზე სხვადასხვა წნევა გეზომებათ: დასახელდა სახიფათო მაჩვენებელი>>

მეცნიერებმა ერთმანეთს შეადარეს იმ ადამიანების ორგანიზმის მუშაობის მაჩვენებლები, რომლებიც კვირაში რამდენიმე ულუფა სხვადასხვაგვარად მომზადებულ კარტოფილს მიირთმევდნენ, და იმ ადამიანებისა, რომლებიც მნიშვნელოვნად ნაკლებს — თვეში ერთ ულუფაზე ცოტას იღებდნენ. აღმოჩნდა, რომ მაღალი არტერიული წნევის რისკი კარტოფილის მოყვარულთა ჯგუფში 11%-ით მეტი იყო.

„კვირაში ოთხი ან მეტი ულუფა კარტოფილის ჭამა ჰიპერტენზიის მომატებულ რისკთანაა დაკავშირებული“, — ამბობს სარა ბრუერი.

დიეტოლოგმა შენიშნა, რომ სხვა ბოსტნეულთან შედარებით, კარტოფილი დაქუცმაცებისა და მოხარშვის შემდეგ უფრო მაღალ გლიკემიურ ინდექსს იძენს. ეს ნიშნავს, რომ მისმა მოხმარებამ შეიძლება სისხლში შაქრის დონის მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს.

ამასთან ექიმი გვახსენებს, რომ მაღალ არტერიულ წნევას ხშირად „ჩუმ მკვლელს“ უწოდებენ, რადგან მისი სახიფათო სიმპტომები მხოლოდ უკიდურესად სერიოზული ზრდის შემთხვევაში ვლინდება. საშიში ჰიპერტენზიის გავრცელებული ნიშნებია გულ-მკერდის არეში ბიძგები, შარდში სისხლის არსებობა და ძლიერი თავის ტკივილები.

თემები:
სასარგებლო რჩევები (445)

მთავარი თემები