ტკივილი მუხლებში: დასახელდა პრობლემის არაპათოლოგიური მიზეზები

© Pixabay / whitesessionმუხლის ტკივილი
მუხლის ტკივილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადამიანები, რომლებიც მუდმივად მოძრაობენ, მისდევენ სპორტს, აქვთ აქტიური სამუშაო, ერთ დღესაც შეიძლება ისეთ უსიამოვნო პრობლემას გადააწყდნენ, როგორიცაა მუხლების ტკივილი.

რატომ და რა მიზეზებით შეიძლება გაჩნდეს ეს პრობლემა, ამის შესახებ ფიტნეს-ინსტრუქტორები საუბრობენ. 

კიბეზე ფეხით სიარული - Sputnik საქართველო
ექიმის გარეშე: წუთ-ნახევრიანი ტესტი გულის ჯანმრთელობის შესამოწმებლად

სპეციალისტების თქმით, თუ ადამიანმა უკვე მიმართა ექიმს მსგავსი ჩივილებით, მაგრამ მას არანაირი პათოლოგია არ აღმოაჩნდა, მიზეზები შეიძლება შემდეგში ვეძებოთ:

დუნდულა კუნთების სისუსტე

ზოგჯერ დუნდულა კუნთები ვერ აკონტროლებენ ფეხის პოზიციას. ამან შეიძლება ზედმეტად დატვირთოს მყესები და მუხლის მდებარეობა შეცვალოს. ამ შემთხვევაში ადამიანი მუდმივ ტკივილს იგრძნობს.

პრობლემები ტერფებში

მუხლებში ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს ბრტყელტერფიანობით, ან ტერფის შიდა ან გარე მხარეს შებრუნებით. ამ შემთხვევაში მუხლი ეხმარება ტერფს და გარკვეულ დატვირთვას საკუთარ თავზე იღებს.

არასწორი ვარჯიში

თუ ხშირად ვარჯიშობთ, დააკვირდით, სწორად ასრულებთ თუ არა სავარჯიშოებს. საქმე ისაა, რომ ვარჯიშის დროს დაშვებულმა შეცდომებმა შეიძლება მუხლების დაზიანება გამოიწვიოს. გაითვალისწინეთ, რომ ვარჯიშის დროს არ შეიძლება მუხლების გადატვირთვა.

კუნთების დაჭიმვა

როცა ადამიანს რაიმე მიზეზით კუნთები ეჭიმება, ამან შეიძლება მუხლებზე ზედმეტი დატვირთვა გამოიწვიოს და ტკივილი გააჩინოს.

იმის გასაგებად, თუ რა არის მუხლების პრობლემის მიზეზი, უნდა დააკვირდეთ, უშუალოდ როდის ჩნდება ტკივილი.

ყველა ახალი ამბავი
0