08:52 23 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
სასარგებლო რჩევები (447)
555 0 0

კვლევებმა აჩვენა, რომ კიტრის მწნილის წვენი სინამდვილეში ძალიან სასარგებლოა და ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირებას ბევრად აუმჯობესებს.

მკვეთრი მჟავე გემოს მიუხედავად ამ სპეციფიკურ წვენს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებების ფართო სპექტრი აქვს — საჭმლის უკეთ მონელებიდან ჯანმრთელ გულამდე.

აი, რა უნდა იცოდეთ კიტრის მწნილის წვენისა და მისი გამოყენების შესახებ.

ამშვიდებს კუნთების სპაზმებს

კვლევებმა აჩვენა, რომ ფიზიკური ვარჯიშის შემდეგ კიტრის მწნილის წვენის დალევა ამცირებს კუნთების ტკივილს და სწრაფად ხსნის სპაზმებს.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მწნილის წვენში შემავალ ძმარს შეიძლება რაიმე კავშირი ჰქონდეს ტკივილის სწრაფად შემსუბუქებასთან, რადგან ის ხელს უწყობს კუნთების სპაზმების გამომწვევი ნერვული სიგნალების შეჩერებას.

ინარჩუნებს წყლის ბალანსს

კიტრის მწნილის წვენი ხელს უწყობს წყლის ბალანსის დიდი ხნით შენარჩუნებას. გარდა ამისა, ის შეიცავს სწრაფი დატენიანებისთვის აუცილებელ ორ მინერალურ ნივთიერებას: ნატრიუმსა და კალიუმს.

ნატრიუმი და კალიუმი ელექტროლიტებია, ანუ აქვთ ელექტრული მუხტი. ისინი აუცილებელია ორგანიზმის არაერთი ფუნქციისთვის, მათ შორის, ენერგიის გამომუშავებისა და კუნთების შეკუმშვისთვის. რაც უფრო მეტად ოფლიანობთ, მით მეტ ელექტროლიტს კარგავთ. ამიტომ კალიუმისა და ნატრიუმის შემცველი სასმელის მიღება ხელს უწყობს ელექტროლიტების დონის ბევრად სწრაფად აღდგენას.

აქრობს უსიამოვნო სუნს პირის ღრუში

ძმარი არ პასუხობს სუნთქვის ბუნებრივი გამაჯანსაღებლების ყველა მოთხოვნას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კიტრის მწნილის წვენის პირის ღრუში გამოვლებას შეუძლია სუნის გამომწვევი ბაქტერიების განადგურება — კამისა და ძმრის ანტიბაქტერიული თვისებების წყალობით.

ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობას

კიტრის მწნილის წვენი ხელს უწყობს ნაწლავების კარგ ფუნქციონირებას, ასტიმულირებს რა ნაწლავებში სასარგებლო ბაქტერიების ზრდასა და ჯანმრთელ ბალანსს. ეს ბაქტერიები ხელს უწყობს საკვების დაშლას და იცავს ნაწლავებს ინფექციებისგან.

თემები:
სასარგებლო რჩევები (447)

მთავარი თემები