თუ სითბოშიც გცივათ: რა საშიშ დაავადებაზე მეტყველებს მცივანობა – ექიმის განმარტება

CC0 / Pixabay / თბილად შეფუთნული ადამიანი
თბილად შეფუთნული ადამიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თერაპევტი განმარტავს, როდის შეიძლება მცივანობა საშიში დაავადების ნიშანი იყოს და როდის – ორგანიზმის თავისებურება.

თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. როდესაც ადამიანი ძალიან თბილ სამოსშიც კი იყინება, საჭიროა თუ არა ექიმის კონსულტაცია? ამ კითხვას რადიო Sputnik-თან ინტერვიუში თერაპევტმა ფილიპ კუზმენკომ უპასუხა.

ჯანსაღი სხეული - Sputnik საქართველო
გაკაჟდით სწორად და უვნებლად: უფასო მეთოდი ძლიერი იმუნიტეტისთვის

ექიმის თქმით, სიცივისადმი მომატებული მგრძნობელობა ხშირი შემთხვევაა. ასეთ დროს, როგორც წესი, საუბარი არ არის ხოლმე რაიმე სახის დაავადებაზე, თუმცა არსებობს გამონაკლისიც — ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის დარღვევა.

როგორც თერაპევტი განმარტავს, ამ დაავადების დროს ადამიანს შეიძლება სითბოშიც კი ნამდვილად ეუფლებოდეს გაყინვის შეგრძნება, მაგრამ მთავარი საზრუნავი სიცივე არ არის.

„თუ ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქციაზე ვსაუბრობთ, მაშინ თავს იჩენს არაერთი სიმპტომი, რომელთაგან უმთავრესი საშინელი მოთენთილობა და ძილიანობაა. თუ ადამიანი ასეთმა სიმპტომებმა შეაწუხა, ეს ექიმთან ვიზიტის მიზეზი უნდა გახდეს... თუ პათოლოგია არსებობს, მაშინ ფარისებრ ჯირკვალს ვმკურნალობთ და არა ყინვას“, — ამბობს ექიმი.

კუზმენკო განმარტავს, რომ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების გამოსავლენად არსებობს შესაბამისი ტესტი. და თუ მან პათოლოგიის არსებობა არ დაადასტურა, მაშინ სიცივის მიმართ მომატებული მგრძნობელობა სამედიცინო შემთხვევა არ იქნება.

  • „ეს არ არის დაავადება, ეს არის ორგანიზმის თავისებურება. თუ ადამიანი იყინება, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ორგანიზმი ისეა მოწყობილი, რომ სიცივეს, დაბალ ტემპერატურას ცუდად იტანს“, — ამბობს თერაპევტი.

მისი თქმით, თუ მცივანობა ადამიანისთვის აუტანელია, მაშინ მას შეუძლია გაკაჟება სცადოს. შეიძლება ამან ასპროცენტიანი ეფექტი არ მისცეს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, გაკაჟების პროცესში უფრო ადვილად გაუძლებს სიცივეს.

სპეციალისტი ამბობს, რომ მცივანობის პრობლემის მოსაგვარებლად, დათბილვისა და ცხელი სასმელების მიღების გარდა, სხვა საშუალება არ არსებობს — წამლები და სამედიცინო აღჭურვილობა ამას ვერ გამოასწორებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0