გინეკოლოგი: საკეისროს მოთხოვნილების ზრდა არის სულელური მოდა...

© Pixabay / xusenruორსული ქალი
ორსული ქალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წლებია არ წყდება დავა საკეისრო კვეთის ირგვლივ. ქალების ნაწილი ფიზიოლოგიურ მშობიარობას ანიჭებს უპირატესობას, ნაწილს კი მიაჩნია, რომ სულაც არ არის საჭირო გაიაროს გაუსაძლისი ტკივილი, როცა არსებობს საკეისრო კვეთა.

რას ფიქრობენ ექიმები, რეალურად რა ხდება ამ დროს, როდის არის საკეისრო კვეთა მიზანშეწონილი და რა გართულებები შეიძლება მოყვეს მას, ამის შესახებ ​მეან-გინეკოლოგი ზაზა სინაურიძე საუბრობს.

© photo: Ministry of Health & Social Affairs of Ajara / FBზაზა სინაურიძე
გინეკოლოგი: საკეისროს მოთხოვნილების ზრდა არის სულელური მოდა... - Sputnik საქართველო
ზაზა სინაურიძე

- საკეისრო კვეთის შესახებ სრულფასოვანი პასუხის გასაცემად, ალბათ, 3-4 დღე დამჭირდება, მაგრამ მარტივად რომ გითხრათ, მედიცინა არის რისკების შეწონვა. თუ საკეისრო კვეთის რისკი უფრო მაღალია, ვიდრე ფიზიოლოგიური მშობიარობის, როგორც დედისთვის, ასევე ბავშვისთვის, რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში საკეისროს არ ვნიშნავთ. თუ ბუნებრივი მშობიარობა უფრო მეტ რისკს შეიცავს, ვიდრე საკეისრო კვეთა, ამ შემთხვევაში ვნიშნავთ.

აქ არის ძაღლის თავი დამარხული. რისკების შეფასებისთვის თქვენ გჭირდებათ კვალიფიციური ექიმი. როდესაც დედას არ აქვს ფსიქოლოგიური მზაობა და შფოთავს, არც ეს არის რისკი. ბევრი კარგი სახელმძღვანელო არსებობს, რომლებიც ოჯახის წევრებს და ექიმებს ქალის მშობიარობის პროცესისთვის მომზადებაში ეხმარება. საკეისრო კვეთის მოთხოვნილების ზრდა მოდაა, ძალიან არასწორი და სულელური მოდა, იმიტომ, რომ ქალბატონებმა არ იციან რა რისკები შეიძლება მოჰყვეს საკეისრო კვეთას. ეს პროცესი ადვილი ჰგონიათ, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიებით საკეისროს გაკეთებას 15 წუთი სჭირდება. ამას ბევრი გართულება შეიძლება მოჰყვეს. სწორედ ამიტომ, ხაზს ვუსვამ, რომ რისკების შეფასებას სჭირდება კვალიფიციური ექიმი.

სიცოცხლის პირველი წუთებიდან - ნიღბით. მედდებს ახალშობილი ჩვილები უჭირავთ ხელში, ინდონეზია - Sputnik საქართველო
პირველი დღიდანვე პირბადით: ორსულობა და მშობიარობა COVID-19-ის პერიოდში - ფოტო

ორსულ ქალს თუ აქვს მიომა, ის არ საჭიროებს საკეისრო კვეთას. თუ საკეისრო კვეთა უნდა გაკეთდეს, უმჯობესია, ეს მოხდეს სპინალური ანუ რეგიონალური გაუტკივარებით და არა ზოგადი ანესთეზიით, იგივე ნარკოზით. ეს უკანასკნელი რამდენიმე ეტაპს მოიცავს: სუნთქვა უნდა გაჩერდეს, გადავიდეს ხელოვნურ სუნთქვაზე და შემდეგ სუნთქვა აღდგეს. ამ ყველაფერს 18-20 დასახელების პრეპარატი სჭირდება, რომელიც პლაცენტარულ ბარიერს გადალახავს.

თუ ქალბატონი საკუთარ თავზე უფრო ღელავს, ვიდრე პატარაზე, მაშინ შეიძლება, ამაზე წავიდეს. თუმცა დღეს მსოფლიოში პრაქტიკულად არ კეთდება ზოგადი ანესთეზია საკეისრო კვეთის დროს. რეგიონალური ანესთეზიისას ორგანიზმში შედის მხოლოდ ერთი პრეპარატი, ნოვოკაინი, რომელიც აბსოლუტურად უვნებელია, როგორც ქალისთვის, ასევე ბავშვისთვის.

მუშები მშენებლობაზე - Sputnik საქართველო
რა იცვლება შრომის კანონმდებლობაში, ანუ დეპუტატების ხედვა გარჯაზე

- ბოლო დროს მოდაში შემოვიდა წყალში მშობიარობაც. ამაზე რას იტყვით?

- სამი წლის წინ, როდესაც საქართველოში ეს მეთოდი გამოვიყენეთ, წყალში მხოლოდ უცხოელები მშობიარობდნენ. მე ამ მეთოდით არავინ მიმშობიარებია. ერთადერთი, რაც მეცნიერულ დონეზე შემიძლია გითხრათ, წყალში მშობიარობა არის სრულიად უსაფრთხო. წყალში თქვენც მსუბუქად ხართ, სტრესი გეხსნებათ. ბავშვისთვის, რომელიც 9 თვე იყო წყალში და ისევ წყალში გადადის, ეს პროცესი ნაკლებად სტრესულია. მშობიარეებს აღნიშნული მეთოდი ძალიან მოსწონთ.

ყველა ახალი ამბავი
0