17:22 24 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
სასარგებლო რჩევები (447)
15401

პანდემიის გამო დაწესებული საყოველთაო შეზღუდვები, როცა იქნება, გაუქმდება და ადამიანები ისევ დავიწყებთ ქუჩაში სიარულს.

ამისთვის კი ბევრს მოუწევს „თვითდინებაზე მიშვებული“ წონა გააკონტროლოს და შინ ჯდომისას აკრეფილი კილოგრამები მოიშოროს, რათა ძველებურად მომხიბლავი გახდეს.

სხვას რომ თავი დავანებოთ, საყვარელ სამოსში ხომ ისევ უნდა „ჩავეტიოთ“ რამენაირად?  

პოპულარულმა ფიტნეს-მოდელმა იულია უშაკოვამ თავისი ინსტაგრამ–გვერდის ხელმომწერებს წონაში სწრაფი კლების საიდუმლო გაუზიარა.

„უკვე იყიდეთ კაბა, რომლისთვისაც გახდომა გჭირდებათ? მე — კი. ინებეთ დღესასწაულების წინ ექსპრეს-გახდომის ჩემი წესები. მინუს ერთი ზომა გარანტირებული გექნებათ“, — წერს ფიტნეს–მოდელი.

წონაში სწრაფად დაკლების მისეული რეკომენდაციები ასე გამოიყურება:

  • დაკლების პროცედურის დაწყებამდე ორი კვირით ადრე რაციონიდან ვიღებ ყველსა და რძის პროდუქტებს, აგრეთვე ტკბილეულსა და ხილს, გარდა ვაშლისა და კივისა;
  • ამავე კვირაში ვარჯიშების რაოდენობას ხუთამდე ვზრდი, ყოველი ვარჯიშის შემდეგ კი ვამატებ 30-წუთიან კარდიოდატვირთვას;
  • ზუსტად ერთ კვირაში ვარჯიშების რაოდენობას 2-3-მდე ვამცირებ (ისე, რომ არ გამოიწვიოს ხანგრძლივი აღდგენა და მწვავე შიმშილი), ბევრს ვისვენებ, დღეში 2 ლიტრ წყალს ვსვამ;
  • დღეში მხოლოდ სამჯერ ვჭამ, თითოეული კვება დაახლოებით 500 კილოკალორიას ითვლის და ძირითადად ცხიმებისა და ცილებისგან შედგება;
  • ოთხი დღით ადრე ბოლო კვება უფრო წინ გადმომაქვს (დაძინებამდე 3-4 საათით ადრე მაინც).

გარდა ამისა, მოდელმა მიმდევრებს გაუზიარა ის რაციონი, რომელსაც დიეტის დროს იცავს.

საუზმე: 2 კვერცხისგან მომზადებული ტაფამწვარი, ავოკადოს პასტა, ორაგულის ნაჭერი, 1 კოვზი არაქისის კარაქი ყავასთან ერთად.

სადილი: ორთქლზე მომზადებული ინდაურის კოტლეტი ბოსტნეულის რაგუსთან ერთად, ლატე ქოქოსის რძით.

ვახშამი: გამომცხვარი ორაგული შამპინიონით, გრილზე მომზადებული სატაცური, მწვანე სალათა ბალზამით შეკმაზული, ნახევარი მწვანე ვაშლი, ჩაი.

თემები:
სასარგებლო რჩევები (447)

მთავარი თემები