14:21 17 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
სასარგებლო რჩევები (445)
282 0 0

ინფექციური კლინიკის სპეციალისტი საგულისხმო რეკომენდაციებს აძლევს იმ ადამიანებს, რომლებიც კოვიდ-დაავადებაზე შინ მკურნალობენ.

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. ადამიანებმა, რომლებიც COVID-19-ით არიან დაავადებული და სახლის პირობებში მკურნალობენ, დიდი რაოდენობით ვიტამინიზებული სასმელი უნდა სვან და ამასთან ხშირად უნდა იწვნენ მუცელზე, აცხადებს ინფექციონისტი მარია მიასნიკოვა.

მისი თქმით, უპირველესი და ყველაზე მნიშვნელოვანია ექიმის რეკომენდაციებისა და დანიშნულების ზუსტი დაცვა — სახლში დარჩენა და დანიშნული წამლების მიღება.

„ჩვენ ვიცით, რომ ტემპერატურის დასაწევად ორგანიზმმა სითხე უნდა ააორთქლოს. ახალი კორონავირუსული ინფექციის დროს სავალდებულოა დიდი რაოდენობით სითხის სმა. თუ ადამიანი ჩვეულებრივად დღეში დაახლოებით 2-2,5 ლიტრ სითხეს მოიხმარს, მაშინ მომატებული ტემპერატურისას საჭიროა მისი რაოდენობის გაზრდა და ვიტამინიზებული სასმელების დამატება. არ დაივიწყოთ C ვიტამინით მდიდარი ხილიც“, — გვირჩევს მიასნიკოვა.

გარდა ამისა, ექიმის თქმით, COVID-19-ზე მკურნალობის დროს უფრო მეტად მუცელზე წოლაა საჭირო, რადგან ეს ზრდის ჟანგბადით სისხლის გაჯერების მაჩვენებელს.

„როდესაც ადამიანი ზურგზე წევს, მისი ფილტვების სუნთქვის მოცულობა იკლებს. იდეალური მდგომარეობა — მუცელზე წოლაა. მოხერხებულად წოლისთვის შეგიძლიათ ერთი ბალიში მკერდქვეშ ამოიდოთ, მეორე კი მენჯის ქვეშ, ისე, რომ მუცელი ოდნავ ჩაიზნიქოს. ადამიანისთვის ასე წოლა უფრო კომფორტულია, ამ დროს ფილტვები სწორდება“, — განმარტა ინფექციონისტმა.

მიასნიკოვას თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ჭარბი წონის მქონე ადამიანებისთვის ძნელია მუცელზე წოლა, ამიტომ მათ გვერდზე წოლას ურჩევს.

„პრონ-პოზიციის დაცვა პროფილაქტიკა კი არ არის, არამედ სამკურნალო პროცედურაა, რომელიც სისხლში ჟანგბადის გაჯერების მაჩვენებელს ორი-სამი ერთეულით ზრდის“, — ამბობს ექიმი.

ამასთან, მისი თქმით, გამოჯანმრთელების დასაჩქარებლად აუცილებელია სუნთქვითი ვარჯიშებიც. თავიდან სუნთქვითი ვარჯიშები მინიმალური უნდა იყოს, მდგომარეობის სტაბილიზაციისა და გაუმჯობესების კვალდაკვალ კი ისინი შეიძლება გართულდეს. ვარჯიშების კომპლექსისთვის კონკრეტული რეკომენდაციები მკურნალმა ექიმმა უნდა გასცეს.

მიასნიკოვას თქმით, გამოჯანმრთელების ეტაპზე აუცილებელია სერიოზული ფიზიკური დატვირთვის გამორიცხვა — ამ დროს მეტი დასვენებაა საჭირო.

როგორც ექიმი აღნიშნავს, ჩამოთვლილი რეკომენდაციების გათვალისწინება არის „ის მინიმალური მოცემულობა, რითიც ადამიანი საკუთარ თავს დაეხმარება კოვიდზე შინ მკურნალობისას“.

 

თემები:
სასარგებლო რჩევები (445)

მთავარი თემები