ხშირი შარდვა შეიძლება სერიოზული დაავადების ნიშანი იყოს: ცნობილია ჩამონათვალი

CC0 / Pixabay / საპირფარეშო
საპირფარეშო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეციალისტების თქმით, შარდვის მაღალი სიხშირე შეიძლება სერიოზულ დაავადებაზე მიანიშნებდეს, რომელიც ოსტატურად ინიღბება ორგანიზმში და მხოლოდ ამ სიმპტომით იჩენს თავს.

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. ჯანმრთელი ადამიანისთვის დღეში 8-ჯერ მოშარდვაა ნორმალური, ხოლო თუ ის ბევრ წყალს სვამს, მაშინ შარდვის სიხშირე შეიძლება დღე-ღამეში 10-მდე გაიზარდოს, წერს პორტალი Healthline.

ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარი ლაბორატორიაში - Sputnik საქართველო
შინაური ლაბორატორია და ექიმების რეკომენდაციები: რაზე მეტყველებს შარდის ფერი

მედიკოსთა თქმით, თუ შარდვის სიხშირე ამაზე უფრო მაღალია, ეს შეიძლება პათოლოგიის ნიშანი იყოს, რომელიც ოსტატურად ინიღბება ორგანიზმში და მხოლოდ ამ სიმპტომით იჩენს თავს.

ექსპერტებმა დაასახელეს მიზეზები, რომლებიც შეიძლება ხშირი შარდვის მიღმა იმალებოდეს.

დიაბეტი — შარდის ბუშტის დაცლაზე გაზრდილი მოთხოვნილება შეიძლება პირველი და მეორე ტიპის დიაბეტის ადრეული ნიშანი იყოს. ამ დაავადების განვითარების დროს სისხლში გროვდება შაქარი, რაც აიძულებს თირკმლებს, ინტენსიურად გაფილტროს მისი ჭარბი რაოდენობა და შარდთან ერთად ზედმეტი გლუკოზა გამოდევნოს;

შარდგამომყოფი გზების ინფექცია — ჩნდება შარდგამომყოფი გზების ბაქტერიული დაზიანების შედეგად და გაღიზიანების გაზრდის გამო შეიძლება ხშირი შარდვა გამოიწვიოს;

ქვები თირკმლებში ან შარდის ბუშტში — ეს ქვები არის შარდში შემავალი მინერალური ნივთიერებებისა და ცილების კრისტალების დაგროვების შედეგი. ადამიანების უმეტესობისთვის ქვები მტანჯველ ტკივილთან ასოცირდება, თუმცა შარდის ბუშტში არსებულმა ქვებმა შეიძლება მტკივნეული შეგრძნებები არ გამოიწვიოს და მხოლოდ ხშირად მოშარდვა გაიძულოთ;

ინტერსტიციული ცისტიტი — ამ ქრონიკულ დარღვევას ახასიათებს ღამით გაღვიძება და შარდის მცირე ულუფებით გამოყოფის აუტანელი სურვილი;

პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია — სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პროსტატის გადიდება. ის ხანდაზმულ მამაკაცებში გაძლიერებული შარდვის ხშირი მიზეზია;

ფსიქოლოგიური პრობლემები — ადამიანები, რომლებიც მიდრეკილნი არიან შფოთვისა და ნევროზისკენ, ხშირად უჩივიან გადაჭარბებულ შარდვას. ჯერჯერობით ზუსტად არ არის ცნობილი, თუ რა არის ამის უშუალო მიზეზი.

სხვა ფაქტორები — სპეციალისტების თქმით, გარდა ძალიან ბევრი სითხის დალევისა, შარდის ბუშტის მუშაობას ასევე ასტიმულირებს ალკოჰოლი და კოფეინი.

ყველა ახალი ამბავი
0