10:25 26 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0147
  • 100 RUB4.3931
  • USD3.3043
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
სასარგებლო რჩევები (449)
95 0 0

იტალიელი სომელიე რამდენიმე ეფექტურ და გამოცდილ რჩევას აძლევს შამპანურისა და შუშხუნა ღვინოების მოყვარულებს.

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. სომელიე მარკო კასტელანელის თქმით, ალკოჰოლური სასმელებიდან შუშხუნა ღვინო ყველაზე მძიმე ნაბახუსევს იწვევს.

ორგანიზაცია Club Vino-ს თანადამფუძნებელმა აღნიშნა, რომ საქმე გაზის ბუშტუკებშია.

„პროსეკო (იტალიური შუშხუნა ღვინო – რედ.) და შამპანური ნახშირორჟანგს შეიცავს. ის კი გავლენას ახდენს ალკოჰოლის სისხლში გადასვლაზე, ეხმარება ორგანიზმს ალკოჰოლის უფრო სწრაფად შეწოვაში“, — განმარტა მან.

კასტელანელის თქმით, სისხლში მოხვედრისას ნახშირორჟანგი ნაწილობრივ გამოდევნის ჟანგბადს, რაც შუშხუნა ღვინოებით თრობას აჩქარებს. შედეგად – ნაბახუსევი განსაკუთრებით რთულად შეიგრძნობა, მეორე დღეს ადამიანს თავის მტანჯველი ტკივილი აწუხებს.

სომელიემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნაბახუსევი ადამიანს შეიძლება მაშინაც დაემართოს, თუ მხოლოდ ერთ ან ორ ჭიქა შუშხუნა ღვინოს დალევს.

კასტელანელი რამდენიმე რჩევას აძლევს შამპანურისა და შუშხუნა ღვინოების მოყვარულებს იმისთვის, რომ მძიმე ნაბახუსევი და თავის ტკივილი აირიდონ. მისი რეკომენდაციები ასე გამოიყურება:

  • არასდროს მიირთვათ შუშხუნა ღვინო მშიერ კუჭზე;
  • სვით ის ძალიან ნელა;
  • ყოველი ჭიქა შამპანურის შემდეგ დალიეთ ერთი ჭიქა წყალი;
  • ძილის წინ ასევე მიირთვით წყალი.

მანამდე ცნობილმა ექიმ-ნარკოლოგმა ალექსეი კაზანცევმა დაასახელა მეთოდი, როგორ აღვიდგინოთ ნაბახუსევზე ორგანიზმი სწრაფად. მან რამდენიმე მეთოდი, შესაფერისი საუზმე და ეფექტური პრეპარატები ჩამოთვალა.  

თემები:
სასარგებლო რჩევები (449)

მთავარი თემები