22:41 22 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0064
  • 100 RUB4.4826
  • USD3.3010
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო და მეცნიერება (612)
193 0 0

სამეცნიერო კვლევის შედეგად გამოვლინდა ის სამი პროდუქტი, რომელიც ხელს უწყობს ადამიანს, შეინარჩუნოს გონებრივი უნარები გვიან ასაკშიც კი.

თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. საკვებმა, რომელსაც მივირთმევთ, შეიძლება უშუალო გავლენა იქონიოს ჩვენს გონებრივ სიმახვილეზე შედარებით გვიან ასაკში – ასეთია აიოვას უნივერსიტეტის (აშშ) მიერ ჩატარებული კვლევის ძირითადი დასკვნა, რომელიც Journal of Alzheimer's Disease-შია გამოქვეყნებული.

მკვლევართა გუნდმა გააანალიზა გაერთიანებული სამეფოს ბიობანკის რესურსზე დაცული 46-დან 77 წლამდე ასაკის 1787 ხანდაზმულის მონაცემები, რომელიც შეიცავს დეტალურ ინფორმაციას გენეტიკური და ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მონაცემთა ბაზა ხელმისაწვდომია მსოფლიოს ყველა დამტკიცებული მკვლევარისთვის, რომლებიც პლანეტის ყველაზე გავრცელებულ და სიცოცხლისათვის საშიშ დაავადებებზე მნიშვნელოვან კვლევას ატარებენ.

გარდა ძირითადი მონაცემებისა, კვლევის მონაწილეებმა უპასუხეს კითხვებს საკვებისა და ალკოჰოლის მიღების შესახებ. მათ განმარტეს, რა სიხშირით იღებდნენ ახალ ხილს, ჩირს, უმ ბოსტნეულსა და სალათებს, მომზადებულ ბოსტნეულს, ცხიმიან თევზს, უცხიმო თევზს, დამუშავებულ ხორცს, ფრინველის, საქონლის, ცხვრისა და ღორის ხორცს, ყველს, პურს, ბურღულეულს, ჩაისა და ყავას, ლუდსა და სიდრს, წითელ და თეთრ ღვინოს, შამპანურსა და ლიქიორს.

კვლევის სამი ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა ასეთი გამოდგა:

  • ყველი საუკეთესო პროდუქტია ასაკთან დაკავშირებული გონებრივი პრობლემებისგან დასაცავად ხანდაზმულ ასაკშიც კი;
  • ალკოჰოლის, განსაკუთრებით, წითელი ღვინის ყოველდღიური მიღება (მცირე დოზით) კავშირშია კოგნიტიური ფუნქციების გაუმჯობესებასთან;
  • ცხვრის ხორცის (მაგრამ არა სხვა წითელი ხორცის) ყოველკვირეული მოხმარება აუმჯობესებს გრძელვადიან გონებრივ უნარებს.

 

თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (612)

მთავარი თემები