თუ ანდროიდის გაყიდვას აპირებთ: ქარხნულ პარამეტრებამდე „ჩამოყრა“ საკმარისი არ არის

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშისმარტფონი
სმარტფონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტი განმარტავს, როგორ უნდა წაშალოთ მონაცემები თქვენი ანდროიდ–მოწყობილობიდან, თუ მის გაყიდვას დააპირებთ.

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. ანდროიდ–მოწყობილობებიდან მონაცემების სრულად წასაშლელად გაჯეტის ქარხნული პარამეტრების კონფიგურაციებამდე განულება საკმარისი არ არის, განაცხადა Business Insider-ის ექსპერტმა დეივ ჯონსონმა.

სმარტფონის ცისფერი ეკრანი - Sputnik საქართველო
გაჯეტების ცისფერი ნათება შეუქცევად დარღვევებს იწვევს: ოფთალმოლოგი განმარტავს

მისი თქმით, საამისოდ კიდევ რამდენიმე დამატებითი ნაბიჯი უნდა გადაიდგას.

ექსპერტმა აღწერა მოქმედებების თანმიმდევრობა, რომლებიც ანდროიდებიდან თქვენი მონაცემების სრულად წაშლისთვისაა აუცილებელი, თუ მის გაყიდვას დააპირებთ.

ჯონსონის განმარტებით, თუ ამ ოპერაციული სისტემით მოწყობილობის გაყიდვას დააპირებთ, მისი პარამეტრები უპირველესად სწორედ ქარხნულ პარამეტრებამდე უნდა „ჩამოყაროთ“, შემდეგ კი უნდა წაშალოთ Google-ის ქარხნული დაცვა. საქმე ისაა, რომ სწორედ ეს დაცვა ბლოკავს გადატვირთვის ფუნქციას და გაჯეტში მონაცემებს მაინც ინახავს.

მის გამოსართავად საჭიროა შეხვიდეთ „პარამეტრებში“, შემდეგ ქვეპუნქტში „აკაუნტები და სარეზერვო კოპირება“, მერე „აკაუნტში“, ანუ მომხმარებლის ანგარიშში აირჩიოთ Google-ის აკაუნტი და წაშალოთ იგი.

წინააღმდეგ შემთხვევაში პირი, რომელსაც მიჰყიდით საკუთარ ანდროიდ–მოწყობილობას, შეძლებს ისარგებლოს თქვენი აკაუნტით.

ყველა ახალი ამბავი
0