16:14 20 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
სასარგებლო რჩევები (446)
35410

დამეთანხმებით, კორონავირუსის პანდემიამ ბავშვების და მოზარდების უმრავლესობისთვის ძალიან გაართულა ცხოვრება. სულ მალე ახალი წელი მოგვიკაკუნებს კარზე, დღესასწაული, რომელიც ყველა ბავშვისთვის საყვარელი და სასიხარულოა.

თუმცა წელს მოგვიწევს უჩვეულოდ შევხვდეთ 2021 წელს. ბევრი მშობლის საფიქრალია, როგორ მოიქცეს, რომ შვილებს საახალწლო განწყობა შეუქმნას, როგორ აქციოს შიდაიზოლაციის მოსაწყენი დღეები დღესასწაულად და არ მისცეს კორონავირუსს საშუალება, ბავშვებს შობა მოპაროს. ამის შესახებ მშობლებს სასარგებლო რჩევებს ფსიქოლოგი ანა ცირიკიძე უზიარებს.

ვარსკვლავები ხელისგულზე
© CC0 / Pixabay
ვარსკვლავები ხელისგულზე

- პანდემია ადამიანთა უმეტესობისთვის ნამდვილად უსიამოვნო ფაქტია. მთელს მსოფლიოს მოგვიწია ახალ ტალღაზე გადასვლა, ცხოვრების სტილის მკვეთრად ან რადიკალურად შეცვლა. ამ ყველაფერმა გავლენა იქონია ფინანსურ მდგომარეობაზეც და სამომავლო გეგმებზეც. ყველასთვის რთულია ეს პერიოდი, თუმცა კიდევ უფრო რთულია ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის.  ბავშვები არიან ძალიან ენერგიულები, ვითარდებიან თამაშებით, სოციალური ურთიერთობებით, სახლის გარეთ დამოუკიდებლობით ( ბაღი, სკოლა) გარემოსთან უშუალო კონტაქტით და ა.შ. ეს ყველაფერი კი შეზღუდა Covid-19-მა. ისინი ნაცვლად იმისა, რომ გარეთ ხარჯავდნენ ენერგიას და ურთიერთობდნენ თანატოლებთან, იყონ გარკვეულ რეჟიმში, არიან სახლში, კონტაქტი აქვთ მხოლოდ ოჯახის წევრებთან, ვერ ხარჯავენ ენერგიას საკმარისად, ვერ იღებენ საკმარის სუფთა ჰაერს, სოციალური კონტაქტის მოთხოვნილებებს და თავისთავად ამ ყველაფერს მივყავართ მათ სტრესამდე, რომელიც შეიძლება ბევრნაირად გამოვლინდეს.

საახალწლო ხელნაკეთი სუვენირი
საახალწლო ხელნაკეთი სუვენირი

- ახალი წელი ახლოვდება. ბავშვებს არ აქვთ მეგობრებთან შეხვედრის საშუალება, საახალწლო ღონისძიებებზე წასვლის შესაძლებლობა. როგორ ფიქრობთ, ხომ არ მოიპარავს შობას კორონავირუსი?

- ეს მსოფლიო მასშტაბის პრობლემაა. ბავშვებს უნდა ავუხსნათ, რომ წელს  ცოტა სხვანაირი ახალი წელი გვექნება. შეზღუდული გარკვეულ საკითხებში, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენს ოჯახში არ ხდება, ყველა ოჯახს ასე მოუწევს შეეგებოს 2021 წელს. უნდა ვუხსნათ, რომ ეს ყველაფერი ხდება ისევ ჩვენს საკეთილდღეოდ. ძალიან მნიშვნელოვანია ავუხნსათ ამ შეზღუდვებისა და წესების მიზანი.

- ამ დროს რამდენად დიდია მშობლების წვლილი, მისი ჩრთულობა?

- უდიდესია მშობლის როლი ამ დროს. ოჯახის წევრებზეა დამოკიდებული ბავშვი როგორ იგრძნობს თავს იზოლაციაში, ასეთი „მოკრძალებული“ ახალი წლის დროს.

კედლის ნაძვის ხე
კედლის ნაძვის ხე

- ბოლო პერიოდში ხშირად მესმის მშობლებისგან, რომ არ აქვთ განწყობა და ნაძვის ხის დადგმასაც არ აპირებენ. ეს განწყობა შვილებზეც მოახდენს გავლნას?

- უმთავრესი საკითხია მშობლების ზრუნვა თავიანთ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ბავშვებზე პირდაპირ გადადის მშობელთა ემოციები და განწყობები. ამიტომ, თუ გვინდა ჩვენი შვილი არ იყოს დეპრესიაში და ადვილად გადაიტანოს ეს პერიოდი, პირველ რიგში მშობლებმა თავიანთ თავზე უნდა იმუშაონ. ეს არ არის მარტივი, თუმცა ვფიქრობ, ყველა მშობლის მიზანი შვილების კეთილდღეობაა. რა დამოკიდებულებაც აქვს მშობელს ამ ვირუსზე, რა შიშებიც აწუხებს, რა განწყობაც აქვს ახალ წელთან დაკავშირებით და რა ემოციებს განიცდის, ყველაფერი გადადის შვილზე.

სანტა კლაუსი ირმებიან მარხილში მთვარის ფონზე
© CC0 / Pixabay
სანტა კლაუსი ირმებიან მარხილში მთვარის ფონზე

- როგორ უნდა მოახერხოს შობელმა, რომ მოერიოს სკუთარ ემოციებს, უარყოფით განწყობას შვილების გამო?

- მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ გარკვეული შიში, ნერვიულობა და დაძაბულობა ამ სიტუაციაში ბუნებრივი მოვლენაა. მეტ-ნაკლები სტრესი კარგიც კია ჩვენთვის, რადგან ის გვეხმარება გარკვეულ პრობლემებს თვალი გავუსწოროთ და ჩვენი ძალების მობლიზება მოვახდინოთ.

არ არის საჭირო მშობელმა მთელი დღის განმავლობაში დაგროვილ სიახლეებს, რასაც მედია საშუალებები გადმოსცემენ, თვალი ადევნოს. კარგი იქნება ერთი,ა ნ ორი სანდო წყაროს ამორჩევა და მათი ინფორმაციების გაცნობა დღეში ერთხელ. ხშირად მედია საშუალებები ბევრ ინფორმაციას დამახინჯებული სახით გვაწვდიან, რომლებიც თავისთავად ნეგატიურ გავლენას ახდენს ჩვენს ფსიქიკაზე და გვთრგუნავს.

თბილისის მთავარი ნაძვის ხე
თბილისის მერია
თბილისის მთავარი ნაძვის ხე

მნიშვნელოვანია ასევეა, არ შევიდეთ დისკუსიაში ისეთ ადამაინებთან, რომელთაც ჩვენთან შედარებით რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, ეს იქნება  გარკევულწილად წყლის ნაყვაც და არაფრის გამო ნერვების მოშლა.

და ასევე, ძალიან მნიშნელოვანია ყურადღება მივმართოთ სწორად. კერძოდ, ნაცვლად იმისა, რომ დიდი ინტერესით ვეცნობოდეთ ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვებს, უმჯობესი იქნება დავინტერესდეთ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობით.

გავიაზროთ იზოლაციის დადებითი მხარეები-ოჯახთან კონტაქტი, ახალი ინტერესების და ჰობების აღმოჩენა, საკუთარი თავისთვის მეტი დროის დათმობა, სამომავლო გეგმების აუჩქარებლად ჩამოყალიბება.

ნაძვის ხის საახალწლოდ მორთვის ტრადიცია 2 ათასი წლისაა
ნაძვის ხის საახალწლოდ მორთვის ტრადიცია 2 ათასი წლისაა

- რა უნდა გააკეთოს მშობელმა, როგორ მოიქცეს, რომ ბავშვს საახალწლო განწყობა შეუქმნას, როგორ გადააქციოს შიდაიზოლაცია დღესასწაულად? რამდენად კარგი ქნება ნაადრევი სამზადისი, ან ზოგადად როდის უნდა დაიწყონ მზადება?

- პირად მე, ნაძვის ხეს 25 დეკემბრის მერე ვდგამდი ხოლმე. ეს ტრადიცია წელს პირველად დავარღვიე და 2 დეკემბერს მოვრთეთ სახლი საახალწლოდ. ამ პროცესში ჩავრთე ჩემი შვილიც, რომელიც პროცესიდან დიდ სიამოვნებას იღებდა  და შედეგითაც ბედნიერია. უსმინეთ საახალწლო, დადებითი განწყობის მქონე სიმღერებს, იმღერეთ ერთად, იცეკვეთ, გააფორმეთ სახლი მაქსიმალურად  და დაგეგმეთ ძალიან ბევრი კარგი რამ 2021 წლისთვის. საახალწლოდ მორთული გარემო და სიმღერები, ასევე საახალწლო მცირედი საჩუქრებიც თავისთავად ამაღლებს განწყობას, ჰქმნის ოპტიმისტურ განწყობას და ამცირებს სტრესს.

 

თემები:
სასარგებლო რჩევები (446)

მთავარი თემები