01:56 28 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9982
  • 100 RUB4.3752
  • USD3.2969
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
სასარგებლო რჩევები (449)
394 0 0

ირკვევა, რომ წლის ცივ სეზონზე C ვიტამინის მარაგის შევსება საკვები პროდუქტებიდან გაცილებით უფრო ეფექტურია.

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. წლის ცივ სეზონზე ციტრუსები ხელს უწყობს C ვიტამინითა და ენერგიით მომარაგებას, მაგრამ ამან ზედმეტად არ უნდა გაგიტაცოთ, გვაფრთხილებს დიეტოლოგი ნატალია ნეფედოვა და რადიო Sputnik-თან ინტერვიუში მიზეზებს განმარტავს.

ექიმის თქმით, დილით ფორთოხალი ან ერთი ჭიქა ახლად გამოწურული ციტრუსის წვენი გამოგაფხიზლებთ და გაგამხნევებთ, თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ უმჯობესია წვენი წყლით გაზავდეს.

„მე ჩემს პაციენტებს ვურჩევ, დილით რომელიმე ციტრუსი მიირთვან. საქმე ისაა, რომ ადამიანის ორგანიზმი ღამით ტენიანობას კარგავს და მასთან ერთად — ელექტროლიტებსაც. ციტრუსებით კი ვივსებთ მის მარაგს და ამის გამო ვგრძნობთ თავს უფრო მხნედ. ეს შეიძლება იყოს წყალი ლიმნის ან ფორთოხლის წვენით. შეგიძლიათ მიირთვათ ფრეშიც, მაგრამ ის წყლით უნდა გააზავოთ. ასე ნაკლებ კალორიას, მეტ სითხეს და კარგი რაოდენობის ელექტროლიტებსაც მიიღებთ“, — განმარტა ნატალია ნეფედოვამ.

მისი თქმით, წლის ცივ სეზონზე, როცა რესპირატორულ-ვირუსული დაავადებები მძლავრობს, საჭირო არ არის C ვიტამინის აფთიაქებში შეძენა, რადგან მისი საკმარისი რაოდენობით მიღება საკვები პროდუქტებიდანაცაა შესაძლებელი. თანაც, ეს კიდევ უფრო ეფექტურია.

„მიკროელემენტები საკვებიდან უფრო კარგად შეიწოვება, ვიდრე დანამატებიდან. C ვიტამინს არა მარტო ფორთოხლიდან, მანდარინიდან თუ გრეიპფრუტიდან მიიღებთ, არამედ მას შეიცავს მწვანილიც, ბულგარული წიწაკაც და პომიდორიც“, — ამბობს ექიმი–დეიტოლოგი.

თუმცა სპეციალისტი გვაფრთხილებს, რომ ციტრუსისა და C ვიტამინის შემცველი სხვა საკვები პროდუქტების მიღებისას რაოდენობას უნდა დავაკვირდეთ, რათა ზედმეტი არ მოგვივიდეს. საქმე ისაა, რომ დიდი რაოდენობით C ვიტამინს უკვე აქვს არა ანტიოქსიდანტის, არამედ საპირისპირო ეფექტი — მოქმედებს როგორც დამჟანგველი. და ეს მაშინ, როცა ერთი ფორთოხალი 60-80 მილიგრამ C ვიტამინს შეიცავს, დღიური ნორმა კი სულ 75-90 მილიგრამია.

თემები:
სასარგებლო რჩევები (449)

მთავარი თემები