09:01 28 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9982
  • 100 RUB4.3752
  • USD3.2969
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
სასარგებლო რჩევები (449)
266 0 0

ექსპერტების თქმით, გენეტიკური მიდრეკილების გარდა, არსებობს კიდევ რამდენიმე მიზეზი, რის გამოც თმა შეიძლება ნაადრევად გაჭაღარავდეს.

თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. ორგანიზმში ასაკობრივი ცვლილებების ერთ-ერთ ყველაზე აშკარა ნიშნად ჭაღარა თმა მიიჩნევა, თუმცა ეს პროცესი შეიძლება ადრეულ ასაკშიც დაიწყოს, ნათქვამია გამოცემა Milliet-ის პუბლიკაციაში, რომელშიც ნაადრევი გაჭაღარავების მიზეზები და ამ პროცესებთან ბრძოლის ოთხი გზაა დასახელებული.

როგორც მასალაშია ნათქვამი, ადრეულ ასაკში ჭაღარის გაჩენის ძირითადი მიზეზია ვიტამინ B12-ის დეფიციტი. გარდა ამისა, ამ ნივთიერების ნაკლებობამ შეიძლება თმის შეთხელება და ცვენაც გამოიწვიოს.

თმის პრობლემების გაჩენა შეუძლია ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებსაც. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამ ორგანოს არასაკმარისად კარგი მუშაობა გაჭაღარავებას, თმის მტვრევადობასა და ცხიმიანობას იწვევს.

ნაადრევი გაჭაღარავება ასევე შეიძლება განვითარდეს არასწორი კვების გამო. გამოცემა Milliet აკონკრეტებს, რომ თმის მდგომარეობაზე გავლენას ახდენს ფერიტინის, კალციუმის, D ვიტამინის, სპილენძის, თუთიისა და რკინის დეფიციტი.

შესაძლებელია თუ არა სტრესის გამო ერთ ღამეში გაჭაღარავება: ოქსფორდის კვლევა>>

სტატიაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ მუდმივი სტრესი და შფოთვა პიგმენტაციაზე პასუხისმგებელ ღეროვან უჯრედებზე ახდენს გავლენას, რამაც შეიძლება თმის გაჭაღარავება გამოიწვიოს.

გარდა ამისა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს გენეტიკური მიდრეკილებაც. ავტორები განმარტავენ, რომ ნაადრევი გაჭაღარავების ალბათობა იზრდება, თუ მსგავსი რამ უკვე ჰქონდა რომელიმე ნათესავს.

ამასთან, თმა შეიძლება გააჭაღარავოს მავნე ქიმიურმა პროდუქტებმაც.

სტატიის ავტორები ნაადრევ გაჭაღარავებასთან ბრძოლის ოთხ მეთოდს გვთავაზობენ:

  • ვიტამინ B12-ის დეფიციტის დასაძლევად რაციონში ჩართეთ კვერცხი, საქონლის ხორცი, თინუსი და ორაგული. ასევე სასურველია ყოველდღე კომბოსტოს, ნუშის, სტაფილოს წვენისა და ბროკოლის მიღება;
  • აუცილებელია მზის მავნე ზემოქმედებისაგან თმების დაცვა და გარეთ გასვლისას თავსაბურავის გამოყენება;
  • უარი თქვით თმის საშრობებისა და მაშების გამოყენებაზე და თმა ფართოკბილებიანი სავარცხლით ან ჯაგრისით დაივარცხნეთ;
  • გაიკეთეთ თავის მასაჟი ქოქოსის ზეთით.

 

თემები:
სასარგებლო რჩევები (449)

მთავარი თემები