01:03 02 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9722
  • 100 RUB4.3634
  • USD3.3185
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
სასარგებლო რჩევები (368)
26001

ირკვევა, რომ დილის ფინჯანი ყავით დაწყება სახიფათოა ჯანმრთელობისთვის, მისი დესერტთან ერთად მირთმევა კი გაცხიმოვნებას არ იწვევს.

თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. დილის ყავით გატაცება შეიძლება არაჯანსაღი კვების ქცევითი გამოვლინება იყოს. როდისაა სასურველი ყავის დალევა და როდის — მავნებელი, ამის შესახებ ექიმი-ენდოკრინოლოგი ალექსეი კალინჩევი საუბრობს რადიო Sputnik-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, ბევრ ადამიანს უყვარს დღის დაწყება ფინჯანი ცხელი ყავით, მაგრამ მისი რეგულარული სმა უზმოზე დროთა განმავლობაში კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადებების – გასტრიტის, წყლულოვანი დაავადების, ქრონიკული პანკრეატიტის გამწვავებას იწვევს. საქმე ისაა, რომ ადამიანს ყავის უზმოზე დალევის შემდეგ უქრება ჯანმრთელი შიმშილის გრძნობა.

აი, ჭამის შემდეგ კი, კალინჩევის თქმით, ყავა შეგიძლიათ მიირთვათ როგორც გსურთ და რასთან ერთადაც გსურთ — თუნდაც დესერტით.

„რასაც უნდა შეუთავსოთ ყავა — რძეს, რძის შემცვლელებს, ტკბილეულს თუ ცხიმიან საკვებს, არაა პრინციპული. მნიშვნელოვანია ის, რომ მანამდე ნაჭამი იყოთ. იმის გამო, რომ ყავა დესერტთან ერთად მიირთვით, გაცხიმოვნება არ განვითარდება“, — ამბობს ექიმი.

ენდოკრინოლოგის განმარტებით, თუ ადამიანი ჯანმრთელია, ყავის დალევა შეუძლია როგორც დილით, ისე საღამოს და ღამითაც კი, ვინაიდან ყავა ყოველთვის მატონიზირებელი კი არ არის, არამედ ზოგჯერ საპირისპირო ეფექტსაც იძლევა. ასეთი ორმაგი ეფექტი გამოწვეულია მასში შემავალი ორი ალკალოიდით: ენერგიის მომცემი კოფეინითა და თეობრომიდით, რომელსაც დამამშვიდებელი და საძილე ეფექტი აქვს.

თემები:
სასარგებლო რჩევები (368)

მთავარი თემები