თუ დიდხანს სიცოცხლე გსურთ, გადადგით ეს ხუთი მარტივი ნაბიჯი

CC BY 2.0 / Wendy / Grannyდაბადების დღე
დაბადების დღე - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის კარდიოლოგთა ასოციაციის სპეციალისტები ასახელებენ იმ ხუთ ნაბიჯს, რომლებიც აუცილებელია ჯანმრთელობისა და დღეგრძელი სიცოცხლისათვის.

თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. წონის მცირედ შემცირებაც კი ხელს უშლის სხვადასხვა დაავადებების განვითარებას და ახანგრძლივებს სიცოცხლეს, იუწყება გამოცემა Express აშშ-ის კარდიოლოგთა ასოციაციის ექპერტებზე დაყრდნობით.

ვიტამინები თეფშზე - Sputnik საქართველო
წვავს ცხიმს: მეცნიერებმა დაადგინეს ვიტამინი, რომელიც წონის დაკლებას უწყობს ხელს

სპეციალისტების თქმით, იმისათვის, რომ წონა გააკონტროლოთ და ჯანმრთელობის პრობლემებს თავი აარიდოთ, ხუთი მარტივი ნაბიჯის შესრულებაა საჭირო.

ვნახოთ, რას გვირჩევენ ექსპერტები:

პირველ რიგში სმარტფონზე უნდა დააყენოთ სპეციალური პროგრამა, რათა მან თვალყური ადევნოს – რას ჭამთ ყოველდღე. კვებითი თავისებურებების კონტროლი თქვენი სუსტი მხარეების გააზრებასა და წონაში შედარებით მარტივად დაკლებაში დაგეხმარებთ.

მეორე ნაბიჯი: იმისათვის, რომ საკვების მცირე ულუფები მიიღოთ და ზედმეტი ჭამა თავიდან აიცილოთ, უნდა შეიძინოთ პატარა თეფშები და ასევე მცირე ზომის სხვა ჭურჭელი;

დიეტა - Sputnik საქართველო
მაძღრისად ჭამა არ გაგასუქებთ, თუ... მეცნიერებმა უსაფრთხო სიხშირე დაადგინეს

მესამე ნაბიჯი: იმისათვის, რომ რაციონს ყურადღებით დააკვირდეთ, უმჯობესია ჭამის დროს არ უყუროთ ტელევიზორს და არ იჯდეთ კომპიუტერთან;

მეოთხე ნაბიჯი: გახადეთ კვება უფრო ჯანსაღი და ჩართეთ რაციონში უცხიმო რძე, იოგურტი, ყველი, მეტი ხილი და ბოსტნეული;

მეხუთე ნაბიჯი: ფიზიკური დატვირთვა აუცილებელია წონის დასაკლებად. ვარჯიში შეიძლება ჩაითვალოს სასარგებლოდ და ეფექტურად, თუ ის ზრდის გულის კუნთის შეკუმშვების სიხშირეს. კვირაში მინიმუმ 150 წუთი აქტივობაა რეკომენდებული. ეს შეიძლება იყოს სწრაფი სიარული, ველოსიპედის ტარება, ცეკვა, ფეხით სეირნობა, გორგოლაჭებით სიარული, სირბილი თუ კლდეზე ცოცვა.

გარდა ამისა, სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ინტენსიური ვარჯიშისთვის შესანიშნავი არჩევანია საბრძოლო ხელოვნება.

ყველა ახალი ამბავი
0