12:12 25 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9447
  • 100 RUB4.3629
  • USD3.3193
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
სასარგებლო რჩევები (361)
129 0 0

მანამდე დიეტოლოგმა დაასახელა ბოსტნეული, რომელიც ჯანსაღი კვების საფუძვლად მიიჩნევა, თუმცა გარკვეულ პირობებში ისინი შეიძლება ორგანიზმის უბოროტეს მტრად იქცეს.

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. ჩვეულებრივი გასეირნება ცხიმების წვის ეფექტური საშუალებაა, თუ ამისთვის შესაფერის დროს შეარჩევთ, აცხადებს დიეტოლოგი ელენა სოლომატინა.

დიეტოლოგის თქმით, დანაყრების შემდეგ ადამიანებს წამოწოლისა და დაძინების სურვილი უჩნდებათ. მაგრამ თუ სურვილს აჰყვებით, გვერდებსა და სხვა ადგილებში ცხიმების ჩალაგებას თავიდან ვერ აირიდებთ. ამიტომ ჭამის დროს მიღებული ზედმეტი კალორიები ჩვეულებრივი სეირნობით უნდა დაწვათ.

„ჭამის შემდეგ ჯდომა არ შეიძლება. აუცილებლად უნდა გახვიდეთ გარეთ და შეეცადოთ დაწვათ მიღებული ენერგია. ამით კარგად ორთქლდება ალკოჰოლიც. ეს ყველაფერი ხდება იმის გამო, რომ მოძრაობა აჩქარებს მეტაბოლურ პროცესებს, ორგანიზმში სისხლის მიმოქცევას, ასტიმულირებს მრავალი ფერმენტის გამომუშავებას, საკვები უფრო სწრაფად მონელდება და ცხიმიც არც ისე აქტიურად ჩაგილაგდებათ სხეულში“, — ამბობს დიეტოლოგი.

სოლომატინას განმარტებით, ხანმოკლე და აუჩქარებელი სეირნობა ზედმეტად შეჭმულ ღვეზელს ბოლომდე ვერ „დაწვავს“, მაგრამ უხვი ტრაპეზის შემდეგ აქტიური ფიზიკური ვარჯიშიც სრულიად მიუღებელია. ასეთ დროს საკმარისია ისეთი დატვირთვა, რომელიც ნორმალურ ტემპში სიარულით მიიღება.

„თუ ჩვეულებრივად ზომიერად იკვებებით, ჭამთ ნორმალურ საკვებს და არ გაქვთ ქრონიკული დაავადებები, მაშინ სეირნობა ყოველთვის სასარგებლოა. ეს არ უნდა იყოს მძიმე ვარჯიშები სპორტდარბაზში. თუ კარგად და ნოყიერად დანაყრდით, არ შეიძლება რომელიმე აქტიური სახეობის ვარჯიშის მაშინვე დაწყება, აი, ნორმალური ტემპით სიარული კი არ გავნებთ“, — განმარტა ელენა სოლომატინამ.

მანამდე დიეტოლოგმა დაასახელა ბოსტნეული, რომელიც ჯანსაღი კვების საფუძვლად მიიჩნევა, თუმცა გარკევულ პირობებში ისინი შეიძლება ორგანიზმის უბოროტეს მტრად იქცეს.

თემები:
სასარგებლო რჩევები (361)

მთავარი თემები