04:17 25 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9447
  • 100 RUB4.3629
  • USD3.3193
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
სასარგებლო რჩევები (361)
111 0 0

ექიმი ასახელებს შემოდგომის დეპრესიის რამდენიმე საყურადღებო მიზეზს და ასევე განმარტავს, როგორ შეიძლება მისი დაძლევა.

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. შემოდგომის დასაწყისში იმატებს დეპრესიული განწყობა, შფოთვა, აპათია, რის გამოც ადამიანები თავს ცუდად გრძნობენ, აცხადებს რადიო Sputnik-თან ინტერვიუში ექიმი–თერაპევტი ტატიანა რომანენკო და განმარტავს, როგორ უნდა ვებრძოლოთ სეზონურ დეპრესიას.

მისი თქმით, შემოდგომის აპათიას ბიორიტმების ბუნებრივი ცვლა იწვევს — დღე მოკლდება, ამინდი იცვლება და ადამიანს მუდმივად ეძინება.

ექიმი გირჩევთ – თუ აპათია დაგეუფლათ და სასიცოცხლო ტონუსი შეგიმცირდათ, პირველ რიგში მიზეზებში გაერკვეთ.

„თუ ორშაბათობით თავს ისევე გრძნობთ, როგორც პარასკევს გრძნობდით, მაშინ პირველ რიგში უნდა განსაზღვროთ, რასთან არის დაკავშირებული ასეთი გუნება-განწყობა – ეს ნაღველი უბრალოდ მზის ნაკლებობითაა გამოწვეული, სტრესით თუ ასეთ მდგომარეობას სხვა საპატიო მიზეზები აქვს“, — ამბობს ტატიანა რომანენკო.

ექიმის თქმით, არსებობს რამდენიმე სერიოზული მიზეზი, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სასიცოცხლო ტონუსის შემცირებაზე. მათ გამოსავლენად აუცილებელია ანალიზებისა და კვლევების ჩატარება, რათა დარწმუნდეთ, რომ ორგანიზმში არ გაქვთ არანაირი მიძინებული ან აქტიური ინფექცია.

აპათიის მეორე მიზეზად სპეციალისტი ორგანიზმში ვიტამინების ან მიკროელემენტების ნაკლებობას ასახელებს. მისი თქმით, ვიტამინი B12-ის ან B9-ის ნაკლებობის დროს შეიძლება განვითარდეს ანემია — ჟანგბადოვანი შიმშილი.

შემოდგომის სევდის მესამე მიზეზი შეიძლება იყოს ჰორმონები. ჰორმონალური დარღვევების გამო ხშირად შეიძლება სევდიანი განწყობა დაგეუფლოთ. იმისათვის, რომ დავადასტუროთ ან უარვყოთ ეს პრობლემა, საჭიროა ჰორმონალური კვლევების ჩატარება.

მაგრამ თუ ანალიზებმა გაჩვენათ, რომ ჯანმრთელი ხართ და თქვენს დეპრესიას ფიზიკური მიზეზები არ აქვს, ე.ი. მთელი საქმე ცხოვრების არასწორ წესშია. და ამ პრობლემის მოგვარება მარტივია.

„თუ ლაბორატორიულ მონაცემებში არ გხვდებათ სომატური პათოლოგიები ან ანომალიები, ე.ი. ცოტას მოძრაობთ და ამის გამო არც ძალა გაქვთ და გუნებაზეც არ ხართ“, — განმარტავს სპეციალისტი.

რომანენკო ამბობს, რომ მდგომარეობის გამოსასწორებლად საჭიროა არა დარბაზში წასვლა სავარჯიშოდ და სატრენაჟორო ბილიკზე საათობით სირბილი, არამედ ჰაერზე ფეხით მეტი სიარული — ვთქვათ, სამსახურში წასვლა–მოსვლა. სწორედ მეტი მოძრაობა აგიმაღლებთ სასიცოცხლო ტონუსსაც და თქვენი დეპრესიაც უკვალოდ გაქრება.

თემები:
სასარგებლო რჩევები (361)

მთავარი თემები