00:48 21 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7763
  • 100 RUB4.1332
  • USD3.2117
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
სასარგებლო რჩევები (322)
185 0 0

ცნობილმა პედიატრმა განმარტა, რატომაა ზოგი ძალიან პოპულარული ხალხური მეთოდი სრულიად უსარგებლო გაციების წინააღმდეგ.

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. გაციების სამკურნალოდ ან იმუნური სისტემის გასაძლიერებლად ხალხური მეთოდებისა და სამკურნალო საშუალებების უმეტესობა უსარგებლოა და, უფრო მეტიც, შეიძლება ზოგი მათგანი საშიშიც კი იყოს, აცხადებს რუსეთის პედიატრთა კავშირის წევრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ირინა დობრეცოვა.

„მაგალითად, მოხარშული კარტოფილით ინჰალაცია გაციებას არ განკურნავს, აი, ლორწოვანი გარსის დამწვრობა კი შეუძლია გამოიწვიოს. გარდა ამისა, ბავშვების ცხელ ქვაბთან მარტო დატოვება ძალიან სარისკოა“, — ამბობს ექიმი.  

დობრეცოვას განმარტებით, კიდევ ერთი უსარგებლო მეთოდი — ცხელ წყალში ფეხების დათბილვაა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ეს გრიპსა და ზემო სასუნთქი გზების რესპირატორულ ინფექციებს ვერ შველის, მაგრამ ამგვარი აბაზანები სტრესს ამსუბუქებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ წყალს არომატულ ზეთებს დავუმატებთ.

ვირუსული რესპირატორული დაავადებების პროფილაქტიკისთვის ასევე არაეფექტურია ასკორბინის მჟავა და ნივრის „ამულეტები“. C ვიტამინი, როგორც ხილის, ისე საკვები დანამატების სახით, არანაირად არ მოქმედებს ინფექციის მიმართ ორგანიზმის მგრძნობელობაზე.

დობრეცოვას თქმით, სეზონური გრიპისა და მწვავე რესპირატორული დაავადებებისგან საუკეთესო თავდაცვა — ხელების საპნით დაბანაა. ამასთან, უნდა მოერიდოთ სახეზე ხელებით შეხებასა და ხალხმრავალ ადგილებს.

თემები:
სასარგებლო რჩევები (322)

მთავარი თემები