მეცნიერებმა ყავის შესახებ მთავარი სტერეოტიპი გააქარწყლეს და საუკეთესო სახეობა დაასახელეს

© Pixabay / eliasfalla ყავა
ყავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე შვედმა მეცნიერებმა ოცწლიანი კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს, რომელთა მიხედვით, სწორი მეთოდით მომზადებული ყავა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს ამცირებს.

თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. დიეტოლოგებმა სტერეოტიპული უწოდეს შეხედულებას, რომ ყავა ორგანიზმისთვის მავნებელია და შეეცადნენ დაემსხვრიათ ეს მითი, იუწყება გამოცემა ABC.

ფინჯანი ყავა კაფეში - Sputnik საქართველო
სიცოცხლის ხანგრძლივობა ყავის მომზადების მეთოდზეა დამოკიდებული: ოცწლიანი კვლევის შედეგი

როგორც ნუტრიციოლოგმა კლაუდია ბრასესკომ განმარტა, ყავის ზომიერი მოხმარება დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე. კერძოდ, ეს სასმელი აუმჯობესებს ინსულინის მიმართ მგრძნობელობას, აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ჰიპერტენზიის მიმართ დამცავ ეფექტს, ამცირებს ღვიძლის ციროზისა და ზოგი ონკოლოგიური დაავადების, მაგალითად, ღვიძლისა და პროსტატის კიბოს განვითარების რისკს.

თუმცა, სპეციალისტის თქმით, მნიშვნელობა აქვს ყავის სახეობას, ვინაიდან სასმელის სასარგებლო თვისებები პირდაპირ ამაზეა დამოკიდებული.

გარდა ამისა, ყავის არჩევისას სასურველია ყურადღება მიექცეს მარცვლების მოხალვისა და დაფქვის ხარისხს.

„დაფქული ყავა, განსხვავებით მარცვლებისგან, შეიძლება „უცნობი წარმოშობის“ ინგრედიენტებს შეიცავდეს. თუმცა დაფქული ყავაც შეიძლება იყოს მაღალი ხარისხისა“, — ამბობს ბრასესკო.

ფინჯანი ყავა - Sputnik საქართველო
თურმე საქმე რა ყოფილა: მეცნიერები ყავის ორმაგ ეფექტს განმარტავენ

აღსანიშნავია, რომ ნუტრიციოლოგმა ყავის ყველაზე სასარგებლო სახეობად „არაბიკა“ დაასახელა.

როგორც სპეციალისტი ამბობს, რიგი ფაქტორების გათვალისწინებით, თითოეული ადამიანისთვის ყავის საჭირო რაოდენობა ინდივიდუალურად უნდა გამოითვალოს. ამ ფაქტორებს შორის ექიმმა დაასახელა კოფეინის მიმართ ამტანობა, ემოციური მდგომარეობა, ძილის ხარისხი და სტრესის არსებობა.

„ყველაზე ოპტიმალურად დღეში 100-400 მილიგრამი კოფეინი შეიძლება ჩაითვალოს. გასათვალისწინებელია, რომ ყავის გარდა კოფეინს შეიცავს ჩაი, ლატე ან ცხელი შოკოლადიც“, — განმარტა ექსპერტმა.    

სხვა ნუტრიციოლოგის აიტორ სანჩესის აზრით, ორგანიზმს ზიანს აყენებს არა თვით ყავა, არამედ ის, რასაც მას ვაყოლებთ: ფუნთუშები, შაქარი და ნამცხვრები.

მანამდე ყავის ირგვლივ ოცწლიანი კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს გეტებორგის უნივერსიტეტის (შვედეთი) მეცნიერებმა, რომელთა დასკვნითაც, ყავა ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს, თუ ის სწორი მეთოდით იქნება მომზადებული.

ყველა ახალი ამბავი
0