ტყავის ჩანთები სახიფათოა ჯანმრთელობისთვის: რაზე გვაფრთხილებს ექსპერტი

© rawpixelტყავის ჩანთა
ტყავის ჩანთა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოლეკულური დიაგნოსტიკის ცენტრის ექსპერტმა ჩამოთვალა, რომელი საშიში დაავადებები შეიძლება შეგვხვდეს ტყავის ჩანთებიდან და საწირო რეკომენდაციებიც გასცა

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. ტყავის ჩანთებს შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს პატრონის ჯანმრთელობას, აცხადებს მოლეკულური დიაგნოსტიკის ცენტრის ექსპერტი მიხაილ ლებედევი რადიო Sputnik-თან ინტერვიუში.

ქალი და მამაკაცი კამათისას - Sputnik საქართველო
როგორ დავიცვათ თავი ენერგოვამპირებისგან: მარტივი რეკომენდაციები ცნობილი ფსიქოლოგისგან

მისი თქმით, ჩანთები, ქალის ხელჩანთა იქნება ეს თუ სხვა სახისა, აურაცხელი რაოდენობით მიკროორგანიზმის ბუდეა, ვინაიდან გამუდმებით ვეხებით მათ დაუბანელი ხელებით, ვდებთ მაგიდაზე, იატაკზე, მიწაზე და სხვა ისეთ ადგილებზე, რომელთა სისუფთავეც ეჭვს იწვევს. ამიტომაც არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ჩანთებზე (შიგნითაც და გარედანაც) უამრავი სახიფათი მიკრობი ხვდება, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც საშიშ დაავადებებს იწვევს.

ლებედევის განმარტებით, მიკროორგანიზმებს განსაკუთრებით „უყვართ“ ტყავის ჩანთები.

„ყველაზე ხშირად ჩანთებსა და მათში მდებარე ნივთებზე გვხვდება ნაწლავური ჩხირები, ოქროსფერი სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, ენტეროკოკი, ჰელმინტების კვერცხები, სხვადასხვა სოკოები, ტკიპა დემოდექსი. ყველა ეს მიკროორგანიზმი დაავადებების, მათ შორის, სახიფათო დაავადებების აღმძვრელია. ყველაზე იდეალურ პირობებს მათ გასამრავლებლად და გასავრცელებლად ქმნის ტყავის ჩანთები ღრუბლოვანი სტრუქტურით“, — განმარტავს მეცნიერი.

ამასთან ექსპერტმა ჩამოთვალა „ნივთები ქალის ხელჩანთიდან“, რომლებიც ყველაზე მეტად ბინძურდება მიკროორგანიზმებით. მისი თქმით, ესენია: ხელების კრემი, პომადა, ფრჩხილების  ქლიბი და წამწამების ტუში. გარდა ამისა, მიკრობების გავრცელების წყარო ასევე შეიძლება იყოს საფულემ გასაღები, მობილური ტელეფონი, სავარცხელი და სხვ.

რისკის მნიშვნელოვან ფატორად მიხაილ ლებედევი იმას ასახელებს, რომ ჩანთებს ძალიან იშვიათად წმენდენ და რეცხავენ.

მისი თქმით, ხელების რეგულარული დამუშავება ანტისეპტიკური სალფეტკებითა და გელებით, ასევე თავად ჩანთებისა და ნივთების გულდასმით გაწმენდა ანტისეპტიკური საშუალებებით, საიმედოდ დაგიცავთ საშიში მიკროორგანიზმების გავრცელებისგან.

ყველა ახალი ამბავი
0