როგორ ამოვიცნოთ „მიკროინსულტი“: ექიმი სამ სიმპტომს ასახელებს

© Pixabay / mohamed_hassanქალი პლანშეტზე გამოსახული ადამიანის თავის ტვინით
ქალი პლანშეტზე გამოსახული ადამიანის თავის ტვინით - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანგიონევროლოგმა ჩამოთვალა სიმპტომები, რომლებიც „მიკროინსულტებისთვისაა“ დამახასიათებელი და რომლებიც რამდენიმე დღის განმავლობაში შეიძლება გახსენებდეთ თავს.

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. ცნება „მიკროინსულტი“ ოფიციალურად არ არსებობს, ის საყოფაცხოვრებო დონეზე გამოიყენება, განმარტა ექიმ-ანგიონევროლოგმა ევგენი შიროკოვმა.

ქალი გულის აპლიკაციით ხელში - Sputnik საქართველო
როგორ შევამციროთ გულის დაავადების რისკები: ექიმი გვირჩევს
„არსებობს ტრანზიტორული (გარდამავალი) იშემიური შეტევები. ეს არის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოკლევადიანი დარღვევები (ხშირად რამდენიმე წუთის განმავლობაში) ნევროლოგიური სიმპტომებით“, — თქვა ექიმმა.

შიროკოვის თქმით, ასეთი სიმპტომებია:

  • მეტყველებისა და მხედველობის დაქვეითება;
  • ხელებისა და ფეხების სისუსტე ან დაბუჟება;
  • თავბრუსხვევა.

როგორც ექიმმა განმარტა, ეს სიმპტომები ისე მიმდინარეობს, რომ ტვინის დაზიანებას არ იწვევს.

ანგიონევროლოგის თქმით, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი „მიკროინსულტებისთვისაა“ დამახასიათებელი და რამდენიმე დღის განმავლობაში შეიძლება იყოს შენარჩუნებული.

ყველა ახალი ამბავი
0