10:07 20 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7763
  • 100 RUB4.1332
  • USD3.2117
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
სასარგებლო რჩევები (319)
483 0 0

იცით, რომ პომიდვრისა და ყველის ერთად ჭამა, თურმე, რეკომენდებული არ არის, ვინაიდან ეს გარკვეულ პრობლემებს იწვევს?

თბილისი, 30 სექტემბერი ― Sputnik. საჭმლის მონელების პრობლემების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია საკვების სწორად შეთავსება, აცხადებს შეფ-მზარეული ვლადიმირ პავლოვი. 

რადიო Sputnik-თან საუბრისას მან განმარტა, თუ რომელი პროდუქტების მიღებაა სასურველი ცალ-ცალკე.

ცნობილი მზარეულის თქმით, ბევრმა ჩვეულმა პროდუქტმა ერთად გამოყენების შემთხვევაში შეიძლება კუჭში სიმძიმის შეგრძნება, გულძმარვა და სხვა უსიამოვნო შეგრძნებები გამოიწვიოს. ამიტომ ამგვარ კომბინაციებზე უარის თქმაა სასურველი.

„ყველაზე გავრცელებული კერძია ხორცი კარტოფილთან ერთად. მაგრამ სახამებლის შემცველი კარტოფილი არც ისე თავსებადია ხორცის ცხოველურ პროტეინთან, ამიტომ კუჭში დუღილის პროცესს იწვევს. ასევე არ არის სასურველი ხორცის შერწყმა ფქვილის პროდუქტებთან. როდესაც ხორცს ცომთან ერთად მიირთმევთ, ეს წონის მატებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. გარდა ამისა, ჩნდება სიმძიმის შეგრძნება, რადგან ცხოველური ცილებისა და ნელი ნახშირწყლების კომბინაცია რთულია და ორგანიზმი ძნელად ითვისებს“, ― ამბობს შეფ-მზარეული.

მისი განმარტებით, დისკომფორტს იწვევს ხორცეულისა და ხილის ერთდროული მიღებაც.  

„უმჯობესია ხილი ხორცის ჭამამდე 15-20 წუთით ადრე, ან ჭამიდან ორი-სამი საათის შემდეგ მიირთვათ. ცხელი კერძების მონელებას ბევრად მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ხილისა, რომელიც კუჭში დუღილს უკვე 15 წუთის შემდეგ იწყებს. საუკეთესო ტანდემია ხორცი და ბოსტნეული“, ― გვირჩევს პავლოვი.

ირკვევა, რომ ყველა პროდუქტს არ ეთავსება პომიდორიც.

„პომიდორთან ყველაზე პოპულარული კომბინაცია ყველია, მაგრამ ეს არც ისე სასარგებლოა. პომიდვრისა და ყველის „ალიანსი“ იწვევს მარილის მომატებულ დაგროვებას. პომიდორში არის გარკვეული მჟავა, ის რეაქციაში შედის კალციუმთან, რომლითაც მდიდარია ყველი, ამიტომ უმჯობესია მათი განცალკევება“, ― ამბობს გამოცდილი შეფ-მზარეული.  

პავლოვის თქმით, არც ისე კარგია კიტრისა და პომიდვრის კომბინაციაც, ვინაიდან მათი შერევისას გარკვეული ვიტამინები იშლება.

გახდებით სწრაფად და შესამჩნევად: ექიმი მარტივი პროდუქტის ფენომენს განმარტავს

ირკვევა, რომ პომიდორი ცუდად უთავსდება კარტოფილსაც.

„ეს კავშირი ცუდად მოქმედებს კუჭის მდგომარეობაზე ― ამ შემთხვევაში სახამებელი პომიდორს სასარგებლო თვისებებს ართმევს, ბოსტნეული კი უსარგებლო ტვირთად ხვდება თქვენს კუჭში“, ― აცხადებს ვლადიმირ პავლოვი.

შეფ-მზარეულმა ცალკე გამოყო ნესვი და აღნიშნა, რომ ეს „უნიკალური სეზონური პროდუქტია, რომლის შეთავსებაც საერთოდ არაფერთან არ შეიძლება“.

თემები:
სასარგებლო რჩევები (319)

მთავარი თემები