21:41 22 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.1869
  • USD3.2274
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
ჯანმრთელობა და სილამაზე (61)
67730

ხშირად გვესმის, რომ ასაკის მატებასთან ერთად მეხსიერების მდგომარეობა უარესდება. არსებობს რამდენიმე რეკომენდაცია, რომელთა გათვალისწინების შედეგად ტვინის, განსაკუთრებით, მეხსიერების ფუნქციონირება უმჯობესდება.

ფიზიკური ვარჯიში, საკმარისი დროით ძილი, ჯანსაღი კვება – ამ ყველაფრის გათვალისწინებით ადამიანი ხანგრძლივად ინარჩუნებს ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას. შემოგთავაზებთ რამდენიმე პროდუქტს, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს.

ნიგვზის ლებნები უღლით
ნიგვზის ლებნები უღლით

ნიგოზი

მისი საშუალებით უამრავ დაავადებას მკურნალობენ. კაკლის შემადგენლობაში შედის ფლავინოიდები, გლიკოზიდები, C ვიტამინი, კაროტინი, ეთერზეთები, ორგანული მჟავები და სხვ. კაკლის გული მდიდარია E ვიტამინით, მაგნიუმით და კალიუმით. ასევე მასში შედის რკინა, სპილენძი, კობალტი, თუთია და ვიტამინი B6.

ნიგოზი ტვინის გამართულ მუშაობას უწყობს ხელს. მასში შემავალი ომეგა-3 და ცხიმოვანი მჟავები ტვინის უჯრედების ფორმირებაში არიან ჩართულნი. დღეში ნიგვზის 1-2 ლებანიც კი საკმარისია თქვენი ჯანმრთელობისთვის და ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

ნუში
© CC0 / Pixabay
ნუში

ნუში

დაუყონებლივ უნდა შეიტანოთ ნუში თქვენს რაციონში, ვინაიდან მისი მიღება დადებითად იმოქმედებს თქვენს მეხსიერებაზე, გონებრივ შესაძლებლობებზე. ნუში აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, შეიცავს ისეთ ვიტამინებს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ხორცის შემცველობაში შედიან.

ის მდიდარია მცენარეული ცხიმებით, E ვიტამინით, რომელთა გარეშეც ადამიანის ორგანიზმი უენერგიო და ძალიან გამოფიტული იქნება. ნუში ასევე მდიდარია პროტეინებით, სპილენძით და B2 ვიტამინით. ამ კონცენტრაციის წყალობით ნუშს ენერგიის წყაროს უწოდებენ.

არაქისი
არაქისი

მიწის თხილი

მიწის თხილის 40-60% მცენარეული ცხიმია, 20-37% – ცილა. ის შეიცავს უნიკალურ ამინომჟავებს, ვიტამინებს – A, D, E, В1, В2, РР, Е, ბიოტინს, ფოლიუმის მჟავას, მცენარეულ ზეთებსა და სხვა მიკროელემენტებს.

არაქისს ტვინის საკვებს უწოდებენ, რადგან მასში შედის ვიტამინი B3, რომელიც ტვინს მუშაობაში ეხმარება და ასევე კარგია მეხსიერების გასაუმჯობესებლად.

ამ ყველაფრის მიუხედავად უნდა გავითვალისწინოთ, რომ მიწის თხილი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ალერგენია. გარდა ამისა, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ის ნამდვილად ხარისხიანია და სწორედ ამის მერე დავიწყოთ მისი მიღება.

შემწვარი თევზის კერძი
© CC0 / Pixabay
შემწვარი თევზის კერძი

თევზი

იმისთვის, რომ მეხსიერება კარგ ფორმაში იყოს, ხშირად მიირთვით თევზი, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ომეგა-3-ს. ის ხელს უწყობს ტვინის უჯრედებს შორის სიგნალების მიწოდებას.

თევზი შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს და მინერალურ ნივთიერებებს. შეეცადეთ მიიღოთ ორი ულუფა თევზი კვირის განმავლობაში, რომლიდანაც ერთი ულუფა იქნება ცხიმიანი თევზი.

ლურჯი მოცვი
© CC BY-SA 2.5 / Wikipedia / Vaccinium uliginosum
ლურჯი მოცვი

კენკრა

ყველა კენკრა შეიცავს ანთიოცინებს, რომელიც ტვინის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. თუ თქვენ კვირის განმავლობაში საშუალოდ მიიღებთ ერთ ან მეტ ულუფა კენკრას, შემეცნებითი დაბერების პროცესი 2,5-ჯერ უფრო ნელა წარიმართება.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

 

თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე (61)

მთავარი თემები