00:16 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7603
  • 100 RUB4.2518
  • USD3.1886
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
ჯანმრთელობა და სილამაზე (48)
21910

ყველა მშობელს სურს მისი შვილი სრულფასოვნად იკვებებოდეს. „ცუდად მჭამელი ბავშვი“ თითქმის ყოველი მეორე ოჯახის პრობლემაა. უჭმელობის მიზეზი კი ძალიან ბევრია და გამოსავალიც სხვადასხვაგვარია.

ბევრი მშობლისთვის ასევე დიდ საფიქრალს წარმოადგენს, თუ მის შვილს კითხვა არ უყვარს. ათასი დაპირებით, ხშირად მუქარით ცდილობს ბავშვს წიგნი წააკითხოს. ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძეს ამასთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულება აქვს. მან მშობლებს საკუთარი მოსაზრება გაუზიარა და სასარგებლო რჩევებიც მისცა.

ნათია ფანჯიკიძე
ნათია ფანჯიკიძე

- დედა, რომელიც ნერვიულობს, რომ ბავშვმა საერთოდ არ ჭამა, ან არ ჭამა საკმარისი საჭმელი, იწყებს დაძალებს, რაც არის ფუნდამენტური შეცდომა.

ჭამა არის სიამოვნების მომგვრელი რამ, უცებ კი ამ სიამოვნების პროცესს შენ გადაუქცევ დისციპლინად. ეს კი უკვე მის ფსიქიკაში იწვევს ცვლილებას. უჭმელი ბავშვი ყოველთვის ძალადობის მსხვერპლია, ბავშვი თავის სარგოს აუცილებლად მიიღებს.

შემდეგი დიდი შეცდომა კითხვის დაძალებაა

თუ ადამიანს წიგნის კითხვა არ ვუქციეთ სიამოვნებად, ეს მისთვის გახდება სავალდებულო. თქვენი საყვარელი წიგნი ყოველთვის პასუხობს თქვენს რაღაც შეკითხვას. თუ თქვენ თქვენი თავი, გრძნობა, შეკითხვა ვერ აღმოაჩინეთ, თვითიდენტიფიკაცია ვერ გააკეთეთ, წიგნი არ მოგეწონებათ.

ერთ პატარა საყვარელ ბიჭს, რომელიც სულ ნაგვით გამოტენილი ჯიბეებით დადიოდა, ვეუბნებოდი, შენ ხარ ნამდვილი ტომ სოიერი–მეთქი. ბოლოს მკითხა, ვინ არის ეს ტომ სოიერი, რატომ ვარ ტომ სოიერიო. დიდი სიხარულით წაიკითხა ტომ სოიერი, რადგან იქ ეძებდა თავის თავს.

ასევე ერთი გოგონა, ისეთი ძლიერი და ღონიერი იყო, რომ ხელში მწევდა, იმას ვეუბნებოდი, ნამდვილი პეპი ხარ–მეთქი. ვცდილობდი, რომ მათ ეპოვნათ იმ წიგნში რაღაც მნიშვნელოვანი. მთავარია, არ მოხდეს დაძალება და მოხდეს დაინტერესება.

საქართველოში ბავშვების 99 პროცენტი ამბობს, რომ ვერ იტანს ფიზიკას. ეს ხომ პედაგოგის ბრალია. ამ დროს ეს არის საგანი, რომელიც ყველაფრის პასუხს გაძლევს. უცებ აღმოჩნდება, რომ არც ერთ ბავშვს ის არ აინტერესებს. მერე მშვენივრად ჩაუჯდებიან ხოლმე „დისქავერის“ გადაცემას და უყურებენ ასტროფიზიკაზე გადაცემას.

მე „შაყირით“ მაქვს ნასწავლი რაღაცეები, რაც არ მომწონდა. აი, რაც მომწონდა, ის უფრო დამავიწყდა და რაც „ღადაობით” ვისწავლე, ის უფრო მიყვარს. ანუ თუ ბავშვს რაღაც არ მოსწონს, ჯობს ასოციაციური კავშირი გავაბათ მხიარულებასთან.

თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე (48)

მთავარი თემები