07:56 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.2850
  • USD3.2537
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
ჯანმრთელობა და სილამაზე (50)
429 0 0

COVID-19 ძირითადად სასუნთქი გზების დაავადებად მიიჩნევა, რომელიც მძიმე მიმდინარეობის დროს აზიანებს ფილტვის ქსოვილებს.

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტები შემდგომ მონიტორინგს საჭიროებენ, ვინაიდან ვირუსი ადამიანის ორგანიზმში გარკვეულ კვალს მაინც ტოვებს. რა კვალს ტოვებს COVID-19 და რა გამოკვლევა უნდა ჩაიტაროს გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა, ამის შესახებ პულმონოლოგი ელენე შეროზია საუბრობს.

- რას იწვევს და რით განსხვავდება COVID-19-ის მიმდინარეობის დროს დაზიანება ჩვეულებრივი ფილტვის ანთების დაზიანებისგან?

- ვიცით, რომ სასუნთქი სისტემა ასრულებს ვენტილაცია-პერფუზიის ფუნქციას – ეს არის ჟანგბადით მდიდარი ჰაერის მიღება, გატარება სასუნთქი გზებით და გაზთა ცვლა მის დისტალურ ნაწილში, ანუ ალვეოლებში სისხლს და ალვეოლებს შორის. COVID-19-ის დროს ძირითადად ზიანდება სისხლძარღვების ენდოთელინი, ანუ შიდა გარსი, რომელიც იწვევს ამ გაზთა ცვლის დარღვევას. ანუ გაზთა ცვლას და ვენტილაციას შორის ხდება შეუსაბამობა, რაც იწვევს ფილტვის ნაწილის გამოთიშვას ვენტილაციიდან. ეს ვლინდება რადიოლოგიურად, განსაკუთრებით, კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე ე.წ. დაბურული მინის სურათის სახით, რომელიც შემდგომ თავის განვითარებას ჰპოვებს იმ პაციენტებში, სადაც, ვთქვათ, ბაქტერიული ინფექციების მეტი რისკია და იმ პაციენტებშიც, ვისაც სხვადასხვა ქრონიკული დაავადება აქვს. ეს არის მულტიფაქტორული რამ, ანუ რომელ პაციენტში როგორი მიმდინარეობით განვითარდება COVID-19. საბედნიეროდ, ჩვენ ვიცით, რომ ეს დაავადება დაავადებული პაციენტების 80%-ში პრაქტიკულად არის მსუბუქი მიმდინარეობის და სრულ გამოჯანმრთელებას ექვემდებარება. თუმცა არის 20%, სადაც არის შედარებით მძიმე და ძალიან მძიმე მიმდინარეობა. ამ დროს პაციენტები საჭიროებენ ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციას.

- რა ვითარდება პოსტ-კოვიდური მდგომარეობის დროს? რომელ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს ნარჩენი ცვლილებები?

- ამჟამად მიმდინარეობს ევროპის რესპირაციული საზოგადოების ვირტუალური კონგრესი, სადაც 7 სექტემბრის მონაცემით გამოქვეყნდა ძალიან საინტერესო კვლევა, სადაც დაიდო ვენის ყველაზე ცხელი წერტილიდან მიღებული პაციენტების მონაცემები. დაკვირვება მოხდა აპრილიდან ივნისის თვის ჩათვლით. გამოიკვლიეს ის პაციენტები, ვისაც ჰქონდა სტრუქტურული ცვლილელები, ანუ დაბურული მინის სურათი და შემდეგ უფრო რთული პაციენტები, რომლებიც იმყოფებოდნენ ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. აღმოჩნდა, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ, მას შემდეგ, რაც ვირუსი მთლიანად გაქრა, პაციენტებს დროთა განმავლობაში დაეწყოთ ფუნქციური ცვლილებები.

- რა იგულისხმება ფუნქციურ ცვლილებებში?

- ეს არის ხველა, ქოშინის მომატება, განსაკუთრებით, ფიზიკური აქტივობის დროს. შეფასდა მათი ფუნქციური პარამეტრები, რაც გულისხმობს გარეგანი სუნთქვის შეფასებას. თუმცა მხოლოდ გარეგანი სუნთქვის შეფასება, რომელიც ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ბიომეტრიით ისაზღვრება, არ გვაძლევს აქ მნიშვნელოვან ინფორმაციას – რამდენად ხდება დიფუზიის დარღვევა. ხდება უნარის დარღვევა, რომ მოხდეს გაზთა ცვლა. ამ უნარს აფასებს კვლევა, რომელსაც ჰქვია ფილტვის დიფუზიის განსაზღვრა კარბომონოქსიდთან. საბედნიეროდ, ამის საშუალება საქართველოშიც არის. ამ მონაცემებით დადგინდა ის, რომ პაციენტებს გამოჯანმრთელებისთანავე აქვთ დაქვეითება ამ მაჩვენებლის. პაციენტებს, რომლებსაც ჰქონდათ ამ მაჩვენებლის დაქვეითება, მიეცათ გულ-მკერდის კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღების რეკომენდაცია და ნახეს, რომ გარდა დაბურული მინის სურათისა, არის რეტიკული ცვლილებები, რაც ნიშნავს ფიბროზის ფაზას. თუმცა რეტიკული ცვლილებების არსებობა არ ნიშნავს მხოლოდ შეუქცევად ფიბროზს. შეიძლება განვითარდეს ფიბროზი, მოხდეს შეუქცევადი პროცესი, მაგრამ იმ შემთხვევაში, როცა ეს არის დაკავშირებული მართვით სუნთქვასთან. შესაძლოა ეს პროცესი დამთავრდეს, ანუ არ მოხდეს ფიბროზის პროგრესირება. მაგრამ რიგ პაციენტებში ხდება ფიბროზის პროგრესირება და მივყავართ მაფიბროზებელი პროცესისკენ. ეს ნიშნავს ფიბროზის პროცესის უკონტროლო მიმდინარეობას.

უფრო მარტივად რომ განგიმარტოთ, მაგალითად, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ გულის კუნთზე, ვიცით, რომ იქ არის გულის კუნთის უჯრედები. მას შემდეგ, რაც გულის კუნთში პატარა დაზიანების კერა გაჩნდება, ის უჯრედები თავისთავად არ აღიდგენს ქსოვილს, გულის კუნთში უჩვეულო ქსოვილი გაჩნდება. როდესაც ღვიძლზე ვლაპარაკობთ, ჩვენ გვაქვს ჰეპატოციტები – ღვიძლის უჯრედები. თუ იქ გაჩნდა სხვა, მაგალითად, შემაერთებელი ქსოვილი, ეს პრობლემაა და ასეთ შემთხვევაში ვლაპარაკობთ, რომ შეიძლება ღვიძლმა თავის საქმე კარგად ვეღარ გააკეთოს. იგივე ხდება ფილტვებშიც. მაგრამ არსებობს დაავადებები, სადაც ეს პროცესი უნდა არსებობდეს, რაც არის ბუნებრივი მდგომარეობა, მაგრამ არ მიდის ასე კონტროლირებულად ორგანიზმის მიერ და ყალიბდება უკონტროლო ფიბრობლასტების გამრავლება და უხეში ქსოვილის ჩამოყალიბება, რომელიც პროგრესირებს. თუმცა, საბედნიეროდ, აღმოჩნდა, რომ პოსტ-COVID ფილტვის დროს იქ, სადაც ფიბროზისკენ მიმავალი ცვლილებები ხდებოდა, დროთა განმავლობაში მოხდა უკუგანვითარება. ამიტომ ჩვენ ვაკვირდებოდით პაციენტებს და ვიყავით მოლოდინის რეჟიმში. აღმოჩნდა, რომ შემდგომი შეფასების დროს გაუმჯობესდა ფუნქცია და ამ ცვლილებების უკუგანვითარებაც მოხდა.

 

თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე (50)

მთავარი თემები