06:32 04 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0107
  • 100 RUB4.4084
  • USD3.3119
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
ჯანმრთელობა და სილამაზე (69)
77120

სიგარეტის მოწევა რომ ჯანმრთელობას აზიანებს, ამაზე მთელი მსოფლიო თანხმდება, თუმცა ამ მავნე ჩვევაზე უარის თქმა არც ისე მარტივია.

ალბათ ყველა მწეველი ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაიფქრებულა იმაზე, თუ რატომ უნდა დაანებოს თავი მოწევას, თამბაქოს მოწევით გამოწვეულ უსიამოვნებებს ხომ ვერც ერთი მწეველი ვერ აუვლის გვერდს. შემოგთავაზებთ რამდენიმე მიზეზს, რის გამოც უარი უნდა თქვათ მოწევაზე:

ფული

დავიწყოთ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალით – ფულით. ვინც ყოველდღიურად მინიმუმ ერთ კოლოფ სიგარეტს ეწევა, იგი ამაში დაახლოებით 5 ლარს ხარჯავს. წელიწადში ეს გამოდის 1 825 ლარამდე. ამასთან არ დაგავიწყდეთ ასანთისა თუ სანთებელას ღირებულება.

ჯანმრთელობა

თქვენთვის ნამდვილად არ იქნება ახალი, თუ გეტყვით, რომ მოწევა მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. იგი ითვლება კიბოს წარმომშობად, შეიცავს მაღალტოქსიკურ ნივთიერებებს, აზიანებს ფილტვებს. ნიკოტინი წარმოადგენს ნერვის შხამს, რომელიც იწვევს სისხლძარღვების შევიწროებასა და მაღალ არტერიულ წნევას. დამტკიცებულია, რომ მწეველები უფრო ადვილად ცივდებიან და ძნელად გამოჯანმრთელდებიან, ვიდრე არამწეველები. ამის მიზეზი კი დასუსტებული იმუნიტეტია, რაც სიგარეტის მოწევით არის გამოწვეული.

შემცირებული პოტენცია

გავრცელებულია აზრი, რომ პოტენციასთან დაკავშირებული პრობლემები მხოლოდ ზრდასრულ და ასაკოვან მამაკაცებს აწუხებთ. თუმცა მინდა გითხრათ, რომ მამაკაცებში ხშირად პოტენცია იკლებს მავნე ჩვევების, მათ შორის მწეველობის გამოც. ამიტომ საჭიროა შეეცადოთ და მინიმუმამდე დაიყვანოთ, ან სულაც უარი თქვათ მოწევაზე.

კბილები იცვლის ფერს, ყვითლდება ფჩხილები

მოწევა გავლენას ახდენს კბილებზე, მის ფერზე. შესაბამისად, ჩვენი ღიმილიც ნაკლებად მომხიბლავი ხდება. უმეტეს შემთხვევაში მწეველ ადამიანს უყვითლდება ფრჩხილებიც. ამასთან ბრძოლა კი მხოლოდ ლაქით შეიძლება. ალბათ ფიქრობთ, რომ ეს შეიძლება ნებისმიერ არამწეველსაც დაემართოს, მაგრამ ისიც გაითვალისწინეთ, რომ მწეველებში ამის რისკი ბევრად უფრო მაღალია.

ტანსაცმელს თამბაქოს სუნი ასდის

მწეველი ადამიანი ნაკლებად გრძნობს, მაგრამ რაოდენ ძვირადღირებული სუნამოც არ უნდა გამოიყენოთ, ტანსაცმელს მაინც ასდის თამბაქოს სუნი. არამწეველი ადამიანები კი ამ სუნს განსაკუთრებულად ვერ ეგუებიან. თუ თქვენ როდესმე გიცდიათ მოწევისთვის თავის დანებება და გარკვეული თვეების განმავლობაში არ მოგიწევიათ სიგარეტი, სხვა მწეველთან ურთიერთობის დროს ამას ნამდვილად იგრძნობდით.

ჯანსაღი ცხოვრების წესი

და, ბოლოს, მოწევას თავი უნდა დაანებოთ, რათა იცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრებით, იცოცხლოთ დიდხანს, გაუუმჯობესოთ ჯანმრთელობა ირგვლივ მყოფთ, გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.

დაიმახსოვრეთ:

თამბაქო არის მცენარე, რომლის ფოთლებისგანაც მზადდება თამბაქოს პროდუქტები. დამუშავებული თამბაქო შეიცავს 2 550 ქიმიურ ნივთიერებას. მოწევის დროს მწეველი შეისუნთქავს დაახლოებით 4 000 ტოქსიკურ ნივთიერებას, რომელთაგანაც 43 კანცეროგენია. ქიმიური ნივთიერებები კი ორგანიზმზე ზემოქმედებენ მასში მოხვედრისთანავე.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე (69)

მთავარი თემები