როგორ შევარჩიოთ მწიფე და გემრიელი ნესვი: მარტივი რჩევები

CC0 / pixabay / ნესვი
ნესვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნესვი ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით მდიდარი ხილია, თაფლივით ტკბილი გემოთი და არაჩვეულებრივი არომატით. მაგრამ თუ მისი არჩევა არ იცით, მისი ჭამით ვერანაირ სიამოვნებას ვერ მიიღებთ.

ქვემოთ რამდენიმე რჩევას შემოგთავაზებთ, თუ როგორ უნდა აარჩიოთ არა მარტო მწიფე და გემრიელი, არამედ ჯანსაღი ნესვიც.

გარეგნული მხარე

მწიფე ნესვის ქერქი კაშკაშა ყვითელი უნდა იყოს (თუ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ ჯიშთან, მწვანე ნესვთან არ გვაქვს საქმე) და, ამასთან, ყუნწიც კარგად მშრალი უნდა ჰქონდეს.

ნესვი - Sputnik საქართველო
ნესვი – კალორიულობა, შემადგენლობა, სასარგებლო და საზიანო თვისებები

დაათვალიერეთ ნესვი ყველა მხრიდან, რომ რაიმე ლაქა თუ ნახეთქი არ ჰქონდეს. თუ ქერქი დაზიანებულია, მასში იოლად მოხვდება ჭუჭყი და ბაქტერიები, რაც კუჭ-ნაწლავის პრობლემას გამოიწვევს მისი ჭამის შემთხვევაში.

არომატი

მწიფე ნესვს მკვეთრად გამოხატული არომატი უნდა ჰქონდეს – იმდენად მკვეთრი, რომ შორიდანვე უნდა იგრძნობოდეს. თუმცა ზოგ ჯიშს თაფლოვან-ვანილოვანი არომატი მხოლოდ ყუნწის სიახლოვეს უფიქსირდება და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის მკვახე იქნება.

თუ ნესვს საერთოდ არ აქვს არომატი ან ბალახის მსუბუქი სუნი უდის, ე.ი. ის ჯერ კიდევ არ არის დამწიფებული და მისი ყიდვა არ ღირს.

შეეხეთ ხელით

ნესვის ქერქი უნდა იყოს მკვრივი (არც გაქვავებული და არც, პირიქით, რბილი). თუ ქერქი თითის დაჭერით იზნიქება, ე.ი. ნესვი გადამწიფებულია. გამორიცხული არაა, ასეთი ხილი ძალიანაც ტკბილი და არომატული იყოს, მაგრამ შესაძლოა მისი ჭამა მაინც არ გესიამოვნოთ „კისელივით“ გულის გამო.

აწონეთ

თუ რამდენიმე დაახლოებით ერთი ზომის ნესვი მოგეწონათ, აწონეთ ისინი. მათ შორის ყველაზე მწიფე ასევე ყველაზე მძიმეც იქნება.

ხილის კოქტეილი - Sputnik საქართველო
საზაფხულო დესერტი დიაბეტით დაავადებულებისთვის – ნესვის მუსი

არ იყიდოთ ნესვი გზის პირზე

ნესვი კარგად ისრუტავს გარემო სუნებსა და მავნე ნივთიერებებს. ამიტომ იმ ხილის ყიდვა, რომელიც საავტომობილო გზის პირზე აქვთ გამოტანილი და თანაც პირდაპირ მიწაზე უდევთ, რეკომენდებული არ არის.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ მიუხედავად უამრავი სასარგებლო თვისებისა, გარკვეულ შემთხვევებში ნესვს ზიანის მოყენებაც შეუძლია.

მაგალითად, მისი მიღება არ შეიძლება:

  • რძის პროდუქტებთან და ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად, რადგან იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის აშლილობას;
  • მეძუძური დედებისთვის, რადგან ბავშვს შეიძლება საჭმლის მონელებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნას;
  • შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის, რადგან ნესვი დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციური დაავადებების დროს;
  • გასტრიტისა და წყლულოვანი დაავადებების დროს.
     
ყველა ახალი ამბავი
0