გაშიშვლდი და შეხვდი შენს ნამდვილ „მეს“ – ისწავლე მედიტაცია დამოუკიდებლად

© Pixabay / mohamed_hassanმედიტაცია
მედიტაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
შენ ხარ ის, რაც ირეკლავს ფიქრებს, შეგრძნებებს და აზრებს და არა ანარეკლი. შენ ხარ და ეს ყოფნა არის ყველაზე ბუნებრივი და მარტივი...

მედიტაცია არის აბსოლუტური სიმშვიდის მდგომარეობა, როცა ფიქრების მიღმა ხარ და იმყოფები „ამ მომენტში“, „აქ და ახლა“.

მედიტაცია ისეთივე აუცილებელია გონებისთვის, როგორც სხეულისთვის აბაზანის მიღება – ერთ-ერთი საუკეთესო სულიერი პრაქტიკაა. ადამიანები მას ათასობით წლებია, რაც იყენებენ, რადგან ის მუშაობს.

არის თუა არა ეს ერთგვარი მისტიკა? არა მხოლოდ. როგორც წესი, გარკვეული რელიგიების მიმდევრები მათი რწმენის შესაბამისად მედიტირებენ, მაგრამ ამის გაკეთება ჩვეულებრივ ადამიანსაც შეუძლია. ამისათვის სულაც არ არის აუცილებელი მანტრის წაკითხვა ან მომღერალი თასის გამოყენება. მაგალითად, მედიტაციას Google-ის, Facebook-ის, Twitter-ისა და სხვა კომპანიების თანამშრომლებს ასწავლიან.

თუმცა მედიტაციის რამდენიმე პოპულარული პრაქტიკა არსებობს, და ყველა ყველასთვის არ არის.

როგორ და რატომ უნდა დავიწყოთ მედიტაცია

მოთავსდი კომფორტულად − ისე, რომ ზურგი გქონდეს სწორად. შეგიძლია სავარძელში ან სკამზე, ან თუნდაც ხალიჩაზე დაჯდე, თუ ლოტოსის პოზა გემარტივება, მთლად უკეთესი.

დახუჭე თვალები და უბრალოდ მშვიდი სუნთქვა დაიწყე. ეცადე სუნთქვაზე კონცენტრირდე. ცხვირით ჩაისუნთქე და პირით ამოისუნთქე. ძალდატანების გარეშე, ჩვეულებრივ რიტმში.

ამ პროცესში აუცილებლად შემოგეჭრება ფიქრები, გაგახსენდება, რომ მანქანა გასარეცხია, ან ხვალ შეხვედრისთვის პრეზენტაცია გაქვს დასასრულებელი... არა უშავს, ეს ნორმალურია. უბრალოდ ეცადე მშვიდად ფოკუსირდე ისევ სუნთქვაზე. მთელი მედიტაციის მანძილზე თქვენ აკვირდებით სუნთქვის ბუნებრივ რიტმს. არ ცდილობთ სუნთქვის კონტროლს. თავიდან შესაძლოა გაგიჭირდეს სუნთქვაზე კონცენტრირება. თუ ასე მოხდა, შეგიძლია სცადო Guided Meditation. ამისთვის ისევ YouTube გამოგადგება, ან რომელიმე უფასო აპლიკაცია. 

მედიტაცია ხელს უწყობს სიმშვიდისა და ბალანსის მოპოვებას, რაც დადებითად აისახება როგორც ფიზიკურ, ისე ემოციურ მდგომარეობაზე, საერთო ჯამში კი ადამიანის ჯანმრთელობაზე. 

აღსანიშნავია რომ მედიტაციის ბენეფიტები არ სრულდება მედიტაციის სესიის დასრულებისას. მედიტაცია ეხმარება ადამიანს სიმშვიდე შეინარჩუნოს მთელი დღის მანძილზე.  მედიტაცია არის სიმშვიდის მდგომარეობა. არსებობს მედიტაციისა და რელაქსაციის სხვადასხვა ტექნიკა, თუმცა ყოველი მათგანის მთავარი მიზანია შინაგანი წონასწორობის მოპოვება. 

მედიტაცია აქრობს სტრესს და არა მის გამომწვევ მიზეზებს. ცხოვრებისეულ პრობლემებზე მუშაობა ისევ დაგჭირდება. ისევე, როგორც შინაგან სამყაროზე ზრუნავ მედიტაციით, გარე სამყაროზე შრომა და ძალისხმევა კვლავ დაგჭირდება – მის გასაუმჯობესებლად.

მტირალი მამაკაცი - Sputnik საქართველო
იტირე – ანუ რა უნდა ქნა, როცა ყელში „ბურთი გეჩხირება“

ნამდვილ „მესთან“ შეხვედრა

ჩვენი ნამდვილი „მე“ ძალიან შორს არის იმ წარმოდგენისგან, რაც საკუთარ თავზე გვაქვს. ნამდვილი „მე“ უნდა ვეძებოთ ჩვენი არსების სიღრმეში. იქ, სადაც სიმშვიდე, სიცარიელე და უძრაობაა. ის ყოველთვის აქაა. ყველაფერი დანარჩენი – ფიქრები, შეგრძნებები, მოგონებები – მოდიან და მიდიან, ხოლო ის, რაც არის ჩვენი არსების გულში, ყოველთვის რჩება უცვლელი და მისი არსებობა სცდება დროსა და სივრცეს. ამიტომ იმისთვის, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ და მივუახლოვდეთ ჩვენს ბუნებრივ მდგომარეობას, ჩვენი ყველა იდენტობა, როლი თუ თვითშეფასება უნდა დავტოვოთ აქ, ამ ზღურბლთან. ცოტა ხნით სრულად უნდა გავიშიშვლოთ საკუთარი თავი. ზოგისთვის ეს შეგრძნება შესაძლოა უსიამოვნო იყოს, მაგრამ ნუ იღელვებ, როგორც კი ეს მედიტაცია დასრულდება, შენ შეძლებ ისევ შეიმოსო. და დაუბრუნდე ცხოვრებას უფრო გაცნობიერებული და ჰარმონიული საკუთარ თავსაც.

ახლა, ამ მომენტში გათავისუფლდი ყველაფრისგან, რასთანაც აიდენტიფიცირებ საკუთარ თავს. იქნება ეს პროფესია, მშობლის როლი თუ უბრალოდ კეთილი ადამიანის როლი, შენი შეხედულებები ცხოვრებაზე, შენი ცოდნა...

პრაქტიკოსი ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და ტრენერი ნანა ფაცაცია - Sputnik საქართველო
იდეალური ოჯახები არ არსებობს, ანუ რატომ დაინგრა ქორწინებები პანდემიის დროს

ცოტა ხნით ყველაფერი მოიშორე, ყველაფერი დატოვე ზღურბლთან და აივსე ამ სიცარიელით. დააკვირდი რამდენად მსუბუქად გრძნობ ახლა თავს. რამხელა სივრცეა შენში. სიცარიელის ნუ შეგეშინდება. შენ ხარ ცნობიერი და ნებისმიერ დროს შეგიძლია დაუბრუნდე პროვნებას, როცა ამის სურვილი გაგიჩნდება. თუმცა სანამ ეს მოხდება, დატკბი ამ სიმსუბუქით, ამ თავისუფლებით, რომელიც არის შენი ნამდვილი არსი, შენი ნამდვილი მე. დააკვირდი ამ სიცარიელეს, მაშინ, როცა შენ სრულიად ცარიელი ხარ ყველგვარი იდეების, შეფასებების, თუ მოგონებებისგან, შენ მაინც ხარ. როგორია ეს სიცარიელე? შენი ნამდვილი არსი ხელუხლებელია და ეს უმშვენიერესი აღმოჩენაა – ის, რომ შენ არ ხარ შენი ისტორია, შეგრძნებები, მოგონებები. ისინი უბრალოდ მოდიან, აირეკლებიან შენს ცნობიერებაში და უკვალოდ ქრებიან.

ახლა კი ყურადღება მივმართოთ იმისკენ, რაც უძრავია და ყოველთვის აქ არის. ის, რაც შეიმეცნებს და აირეკლავს თავის თავში ყველაფერს, თვითონ რჩება უცვლელი. შეიგრძენი ეს სიმშვიდე. ამ სივრცეში შესაძლოა გაიელვონ ფიქრებმა, ან შეგრძნებებმა, მაგრამ ეს ნორმალურია. დააფიქსირე აზრი, რომელიც თავში გიტრიალებს, მშვიდად შეხვდი ამ ფაქტს და შემდეგ ამ აზრს, როგორც პატიმარს, კარი გაუხსენი და „თავისუფლებაზე“ გაუშვი. ნუ ეცდები მათ შეჩერებას, უბრალოდ გააცნობიერე, რომ შენ ხარ ის, რაც ირეკლავს მათ და არა ანარეკლი. შენ ხარ და ეს ყოფნა არის ყველაზე ბუნებრივი და მარტივი.

სამების ბაღი თბილისელებისა და ქალაქის სტუმრების საყვარელ დასასვენებელ ადგილად იქცა - Sputnik საქართველო
უნდა ისწავლებოდეს თუ არა სკოლაში რელიგიის ისტორია, როგორც საგანი

როგორ გავიგოთ, რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ? ამას საწყის ეტაპზე ვერ მიხვდებით. რამდენიმე დღე შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ არაფერი გამოგდით, მაგრამ ეს ნორმალურია. მედიტაციის შედეგი რომ თვალსაჩინო იყოს, ამას დრო სჭირდება. თუ ყველაფერი სწორად გააკეთეთ, რამდენიმე კვირაში სხეულში სიმსუბუქეს იგრძნობთ, კონცენტრაციის უნარი კი მოგემატებათ.
მედიტაციის სარგებელი

- მედიტაცია ჩვენს ხასიათს უკეთესობისკენ ცვლის. ის უფრო კეთილ, მხიარულ, თანამგრძნობ, სიყვარულით სავსე და მშვიდობისმოყვარე ადამიანად გვაქცევს.

- მედიტაცია ხსნის დაძაბულობას, მღელვარებას, შიშს, მწუხარებას და სისხლის წნევას ასტაბილურებს. აუმჯობესებს კონცენტრაციას, ინტუიციას, მეხსიერებას, გონებრივ სიჯანსაღეს, ხასიათს და კრეატიულობის უნარს.

- მედიტაცია საშუალებას გვაძლევს დავინახოთ და აღვიქვათ უფრო სუფთად. რაც უფრო მეტად ვაკვირდებით ჩვენს გონებას, ის უფრო მშვიდი და ჩუმი ხდება. შესაბამისად, ყველაფერს უფრო წმინდად აღვიქვამთ.

- მედიტაცია ცნობიერების დონეს ზრდის. გვაცნობს საკუთარ თავს, ირგვლივ მყოფთ და მთლიანად სამყაროს.

ბავშვები მინდორში - Sputnik საქართველო
„მსხვერპლი“ და „მოძალადე“ ბავშვები – როგორ დავიცვათ შვილები

- მედიტაცია ხსნის გონებას. ის გვაძლევს სივრცეს, რომლითაც ჩვენს ფიქრებს ვშორდებით და ნაკლებად დამოკიდებული ვხდებით მათზე.

- მედიტაცია ჩვენს ელემენტებს მუხტავს, ჩვენს სულს და სხეულს შესვენების საშუალებას აძლევს.

- თუ მედიტაციით არ კავდები, შენი გონების მონა ხდები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გონება გემსახურება.

ვაქციოთ მედიტაცია დღიურ ჩვევად და ის ჩვენთვის იმუშავებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0