03:58 25 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8292
  • 100 RUB4.2718
  • USD3.2897
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
ჯანმრთელობა და სილამაზე (52)
592 0 0

ალბათ არაერთხელ აღმოჩენილხართ ისეთ სიტუაციაში, როცა საუბრის დროს თანამოსაუბრის პირის ღრუდან უსიამოვნო სუნი გიგრძვნიათ. ეს ჰალიტოზია.

აღმოჩნდა, რომ ჰალიტოზი მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 50%-ზე მეტს სისტემატურად ან პერიოდულად მაინც აწუხებს. აღნიშნული პრობლემა დიდ დისკომფორტს უქმნის ადამიანს და ხშირიდაც ფსიქოლოგიურ პრობლემამდეც კი მივყავართ.

რა არის ჰალიტოზი

ჰალიტოზი ანუ პირის ღრუში უსიამოვნო სუნი დამოუკიდებელი დაავადებაა და უმეტეს შემთხვევაში მას სხვადასხვა დაავადება ან პრობლემა იწვევს. ზოგ შემთხვევაში ჰალიტოზს პირის ღრუს ჰიგიენის ნორმების დაუცველობა წარმოქმნის. როგორც წესი, ადამიანი საკუთარ პირის ღრუში უსიამოვნო სუნს თავად ვერ გრძნობს.

რა იწვევს ჰალიტოზს

ჰალიტოზის გამომწვევი  ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს, მიზეზთა ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. ჰალიტოზის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს პირის ღრუს ჰოგიენის არასაკმარისი დაცვა, (დღე-ღამის განმავლობაში ადამიანი, სულ ცოტა, 2-ჯერ მაინც უნდა იხეხავს კბილებს, რადგან საკვების ნარჩენების დაშლის შედეგად უსიამოვნო სუნი წარმოიქმნება) სტომატოლოგიური დაავადებები, კარიესი, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადება, ღრძილების ანთება და სხვა. ასევე, მოწევა და ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მოხმარება, შინაგანი ორგანოების სისტემური დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, კუჭ-ნაწლავის დაავადებები, თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობა, ონკოლოგიური დაავადებები, შიმშილი ან გარკვეული ტიპის დიეტა, სტრესი და ა.შ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ჰალიტოზი

არსებობს გარკვეული პროფილაქტიკური ზომები, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში თავიდან ავიცილებთ ჰალიტოზს.

· ყველაზე მნიშვნელოვანია, მკაცრად დაიცვათ პირის ღრუს ჰიგიენა. კბილები და ენის ზედაპირი დღეში, სულ ცოტა, 2-ჯერ მაინც გაიწმინდეთ. სასურველია, ეს პროცედურა ორ წუთს  გაგრძელდეს. კბილებს შორის სივრცე კი სტომატოლოგიური ძაფით გაიწმინდეთ.

· აუცილებლად ისაუზმეთ. შეზღუდეთ რაციონში კვერცხი, ხახვი, ნიორი, მწარე წიწაკა და ყველი.

· თქვენი საკვები რაციონი გაამდიდრეთ მცენარეული ზეთით და ყოველდღიურად მიიღეთ იოგურტი, რომელიც ლაქტობაცილებს შეიცავს.

· შეზღუდეთ ალკოჰოლური და გაზიანი სასმელის მიღება.

· თუ ხართ მწეველი, ეცადეთ შეწყვიტოთ სიგარეტის მოწევა.

· დალიეთ საკმარისი რაოდენობის წყალი,  მწვანე ჩაი.

· პირის ღრუდან უსიამოვნო სუნის გამძაფრების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს!

როგორ მოვიშოროთ არასასიამოვნო სუნი პირის ღრუდან

არსებობს სპეციალური სპრეები, რომელიც  სუნთქვის გასაჯანსაღებლად გამოიყენება, მათი შეძენა აფთიაქებში შეგიძლიათ. არსებობს ასევე აბებიც. თუ არ გსურთ მათი გამოყენება, არსებობს მარტივი გამოსავალიც, შეიძინეთ ტიკ-ტაკი.

აქვე შემოგთავაზებთ რამდენიმე ხალხურ მეთოდს, რომელიც დაგეხმარებათ პირის ღრუდან უსიამოვნო სუნის მოცილებაში. დაღეჭეთ ოხრახუში, პიტნა, ყავის ან ქინძის მარცვლები, ლიმონის კანი. ყოველდღიურად გამოივლეთ მარწყვის ფოთლების ნახარში. აიღეთ ნაძვის ხის 10 ცალი მწვანე გირჩი, დანაყეთ. ორი ჭიქა ძმარში მოადუღეთ და დილაობით გამოივლეთ პირში.

თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე (52)

მთავარი თემები