01:48 01 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7560
  • 100 RUB4.0976
  • USD3.2059
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
სასარგებლო რჩევები (285)
25730

კინოლოგებმა დაასახელეს ის პროდუქტები, რომელთა მიცემაც კატეგორიულად იკრძალება ძაღლებისთვის, ნახეთ – რა იცით და რა არა ჩამოთვლილიდან.

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. რუსეთის კინოლოგიური ფედერაციის თანამშრომლებმა ძაღლების ჯანმრთელობისთვის ყველაზე საშიში საკვები დაასახელეს, იუწყება РИА Новости.

ექსპერტების თქმით, ძაღლის ყველა მფლობელმა იცის, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათი „საერთო მაგიდიდან“ კვება, ანუ იმ პროდუქტის მიცემა, რომელსაც ადამიანები უშიშრად მიირთმევენ. მიუხედავად ამისა, ხშირია შემთხვევები, როდესაც პატრონი ცხოველის მუდარით სავსე გამოხედვას ვერ უძლებს და წესს არღვევს.

„არავითარ შემთხვევაში არ გაუმასპინძლდეთ ძაღლს საღამოობით ხორცისა თუ ყველის ნაჭრით — თუნდაც მის თვალებში მთელი სამყაროს სევდა ისახებოდეს“, — გვაფრთხილებენ სპეციალისტები.

მათი თქმით, სწორი კვება ცხოველისთვისაც ისევე საჭირო და აუცილებელია, როგორც ადამიანისთვის და ამ მხრივ ისინი არ განსხვავდებიან.

აკრძალული პროდუქტების ჩამონათვალში ექსპერტებმა შეიტანეს კაკაო და შოკოლადი, რადგან ისინი შეიცავს თეობრომინს, რაც საშიშია ძაღლებისთვის. ჩაი, ყავა და რძე ასევე შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს თქვენი ცხოველისთვის. გარდა ამისა, ექსპერტები არ გირჩევენ ავოკადოთი და კაკლით ძაღლის გამასპინძლებას.

ცხოველისთვის დისკომფორტის შემქმნელია ხახვი და ნიორი – როგორც ცოცხალი, ისე დამუშავებული სახით.

ასევე არ ღირს ძაღლების ქლიავით, ატმით, გარგრით, ალუბლით და ბლით გამოკვება — მათი მომატებული მჟავიანობის გამო. მით უმეტეს, რომ კურკებმა შეიძლება ნაწლავები დაუზიანოს ცხოველს.

გარდა ამისა, აკრძალულია მარილიანი და ტკბილი საკვები. შაქარი ანადგურებს ძაღლის კბილის მინანქარს და იწვევს დიაბეტს, ხოლო მარილი აუწყლოებს ორგანიზმს, რაც განსაკუთრებით საშიშია ცხელ ამინდში.

რუსეთის კინოლოგიური ფედერაციის წარმომადგენლები ცხოველების პატრონებს მოუწოდებენ, რომ თავიანთი ბინადრები მხოლოდ მაღალი ხარისხის მშრალი საკვებითა და ნატურალურ საკვებზე ვიტამინებისა და მინერალების დამატებით კვებონ.

თემები:
სასარგებლო რჩევები (285)

მთავარი თემები