02:55 10 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6356
  • 100 RUB4.1811
  • USD3.0758
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
სასარგებლო რჩევები (262)
2699 0 0

აგვისტოში მაგნიტური ქარიშხლები უკვე თვის დასაწყისიდანაა მოსალოდნელი და შემდეგაც არაერთხელ გამეორდება.

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. მიმდინარე წლის აგვისტოში მოსალოდნელი მაგნიტური ქარიშხლები ნეგატიურად აისახება მეტეომგრძნობიარე ადამიანების ჯანმრთელობაზე. მათ გარდა, გეომაგნიტური გამოსხივების პერიოდში რისკის ქვეშ არიან ასევე ორსულები, ბავშვები და ხანდაზმულები.

ამინდის ცვლილების გამო ადამიანები უფრო და უფრო ხშირად გრძნობენ ნეგატიურ გავლენას, არასახარბიელო დღეებში ეწყებათ თავის ტკივილი და უძილობა. ამ პერიოდის განმავლობაში ჯანმრთელ ადამიანსაც კი აშკარა მიზეზების გარეშე შეიძლება გაუუარესდეს განწყობა.

მაგნიტური ქარიშხლების განრიგი აგვისტოში

პირველი მაგნიტური ქარიშხალი აგვისტოს პირველსავე დღესაა მოსალოდნელი, რაც სამი დღის განმავლობაში – 1-3 აგვისტოს გაგრძელდება.

შემდეგ შეტევები მოსალოდნელია 10, 13-14, 21-22 და 29 აგვისტოს.

გაითვალისწინეთ:

  • 1-3 აგვისტოს სუსტი მაგნიტური ქარიშხალი იქნება და ის უხერხულობას მხოლოდ ჰიპერტონიკებსა და გულის პრობლემების მქონე ადამიანებს შეუქმნის. დანარჩენები კი განწყობის ცვლასა და გადაღლილობას იგრძნობენ;
  • 10 აგვისტოს მეტეომგრძნობიარე ადამიანებს შესაძლოა აეწიოთ არტერიული წნევა;
  • 13-14 აგვისტოს ასევე სუსტი მაგნიტური დღეებია მოსალოდნელი, რაც ჯანმრთელობასა და ზოგად მდგომარეობაზე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს. შაკიკი და თავბრუსხვევა მხოლოდ გეომაგნიტური ველის ცვლილებებისადმი ზედმეტად მგრძნობიარე ადამიანებში შეგვხვდება;
  • 21-22 აგვისტოს სინოპტიკოსები ანომალიურ სიცხეს პროგნოზირებენ, რაც კიდევ მეტად დაამძიმებს გეომაგნიტური ქარიშხლის გავლენას. სპეციალისტების თქმით, ამ დღეებში გეომაგნიტურ რხევებს იგრძნობენ არა მარტო მეტეოდამოკიდებული ადამიანები, არამედ ისინიც, ვინც მანამდე განსაკუთრებული მგრძნობელობით არ გამოირჩეოდნენ. ამ დღეებში შესაძლოა დაგეწყოთ შაკიკი, ტაქიკარდია, სახსრების ტკივილი, განწყობის ცვლა და ძილის პრობლემები.
  • 29 აგვისტო — საშუალო სიმძლავრის მაგნიტური ქარიშხალი გაამწვავებს ფსიქიკურ მდგომარეობას და ქრონიკულ დაავადებებს, გამოიწვევს შაკიკს, ძილის პრობლემებს, ძალების გამოცლას.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მეტეოდამოკიდებული ადამიანები წინასწარ გრძნობენ ქარიშხლის დაწყებას. პიკამდე ერთი დღით ადრე უარესდება განწყობა, იწყება თავის ტკივილი, აღინიშნება არტერიული წნევის ნახტომისებრი ხასიათი.                                   

რაც შეეხება არასახარბიელო დღეებს, ეს მაგნიტური ქარიშხლების დაწყების წინა დღეებია: 9, 12, 20 და 28 აგვისტო.  

სპეციალისტების რჩევები

ჯანმრთელობაზე გეომაგნიტური გამოსხივების გავლენის თავიდან აცილების მიზნით ძალიან მნიშვნელოვანია სპეციალისტების რეკომენდაციების დაცვა:

  • ფიზიკური აქტივობის შემცირება;
  • მაგნიტური გამოსხივების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნოზოლოგიებით დაავადებულმა ადამიანმა აცეტილსალიცილის მჟავას (ასპირინი) 1 აბი უნდა მიიღოს. ეს პრეპარატი ამცირებს სისხლში თრომბების წარმოქმნის რისკს და აჯირჯვებს სისხლს;
  • რამდენიმე დღის განმავლობაში რაციონიდან გამორიცხეთ ყავა, ძლიერი ჩაი და სხვა სასმელები, რომლებიც ბევრ კოფეინს შეიცავს;
  • გულის ან ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებმა წინასწარ უნდა მოიმარაგონ წამლები;
  • ბევრი იარეთ ფეხით და ისეირნეთ სუფთა ჰაერზე;
  • თუ ხშირი დეპრესიისა და ემოციური დარღვევებისკენ ხართ მიდრეკილი, წინასწარ დაიწყეთ დამამშვიდებელი მედიკამენტების მიღება;
  • კატაბალახას, კუნელის, გვირილის, სალბის ან ასკილისგან მომზადებული ჩაი ნერვული სისტემის დამშვიდებაში დაგეხმარებათ, მოადუნებს სხეულს და ხელს შეუწყობს სხვადასხვა სისტემის მუშაობის ნორმალიზებას;
  • ძლიერი თავის ტკივილის დროს არ ღირს მედიკამენტებზე უარის თქმა. არაა საჭირო ძლიერი ტკივილის მოთმენა, უმჯობესია წამალი დაუყოვნებლივ მიიღოთ.
თემები:
სასარგებლო რჩევები (262)

მთავარი თემები