09:57 12 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6272
  • 100 RUB4.2244
  • USD3.0747
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო და მეცნიერება (458)
881 0 0

ცნობილი ნუტრიციოლოგის თქმით, დუკანის დიეტის დაცვა, სხვა პრობლემებთან ერთად, ზოგ შემთხვევაში ჰორმონალურ მოშლასაც იწვევს.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. პიერ დუკანის პოპულარული დიეტა გარკვეულ შემთხვევებში საზიანოა ჯანმრთელობისთვის და შეუძლია სერიოზული პრობლემები შექმნას, აცხადებს დიეტოლოგების ეროვნული საზოგადოების წევრი, ნუტრიციოლოგი ოლგა დეკერი.

როგორც ცნობილია, დუკანის სისტემის საფუძველი — დიდი რაოდენობით ცილების შემცველი საკვების მიღება და ცხიმებისა და ნახშირწლების მინიმუმამდე დაყვანაა. ამასთან, დიეტა ითვალისწინებს დიდი რაოდენობით წყლის სმასა და რაციონიდან შაქრის სრულად გამორიცხვას.

დეკერის თქმით, დუკანის დიეტას უკუჩვენება აქვს თირკმელებისა თუ ღვიძლის დაავადებების, ასევე ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, პოდაგრის, ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.  

„გადაჭარბებული ცილის გამო ორგანიზმში კეტონური სხეულები გამომუშავდება: ისინი თრგუნავს მადას და იწვევს დაღლილობის შეგრძნებას, წარმოქმნის უსიამოვნო სუნს პირის ღრუში და ასევე სხეულზე“, — განმარტავს ნუტრიციოლოგი.

მისი თქმით, მიკროელემენტებისა და ვიტამინების მკაფიოდ გამოხატული დეფიციტი პრობლემებს ქმნის არა მარტო გარეგნობის, არამედ ნერვული, გულ-სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელი სისტემების მიმართულებით.

  • „ამან კი შეიძლება ჰორმონალური მოშლა გამოიწვიოს“, — აფრთხილებს დუკანის დიეტის მოყვარულებს ექსპერტი.

გარდა ამისა, დეკერის თქმით, ცხიმების ნაკლებობამ შესაძლოა ადამიანს ნაღვლის ბუშტისა და გაუვალობის პრობლემაც შეუქმნას.

„ამგვარი დიეტის პირობებში ნელდება ნაწლავთა სისტემის მუშაობა და ხდება ორგანიზმის ინტოქსიკაცია“, — განმარტავს მედიკოსი.

სპეციფიკური შემთხვევა: სალა გახდომაში დაგეხმარებათ, თუ...>>

როგორც ნუტრიციოლოგი ამბობს, დუკანის დიეტას ასევე უკუჩვენება აქვს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გონებრივი სამუშაოთი არიან დაკავებული, ვინაიდან მათი ტვინი ამ დროს ნახშირწყლების მწვავე დეფიციტს განიცდის.

 

თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (458)

მთავარი თემები