შავქლიავის საფრთხეები: ვის ეკრძალება კატეგორიულად

© photo: Pixabay / Couleurშავი ქლიავი
შავი ქლიავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირკვევა, რომ მარგებლობით განთქმულ ჩირს გარკვეული საფრთხეები ახლავს, და რომ არსებობს გარკვეული კატეგორია ადამიანებისა, რომლებსაც მისი მიღება ეკრძალებათ.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. შავქლიავი, ანუ ქლიავის სხვადასხვა ჯიშებისგან დამზადებული ქლიავის ჩირი შეიცავს А, В, Е და С ვიტამინებს, რის გამოც ის საკმაოდ სასარგებლო პროდუქტად მიიჩნევა, მაგრამ მისი ჭარბი მიღება შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს, აცხადებენ მედიკოსები. 

მარწყვი - Sputnik საქართველო
იკრძალება კატეგორიულად! ვისთვის არ შეიძლება მარწყვი

მათი თქმით, ქლიავის ჩირი სასარგებლოა კუჭის მოქმედებისთვის, არეგულირებს წნევას და აუმჯობესებს თმების, კანის, ფრჩხილებისა და პირის ღრუს მდგომარეობას — ებრძვის რა მიკრობების გამრავლებას. თუმცა მისი მიღებისას ზოგმა კატეგორიამ აუცილებლად უნდა დაიცვას ზომიერება, რათა გართულებები თავიდან აირიდოს.

მაგალითად, მედიკოსები შავქლიავის ჭამას არ ურჩევენ მათ, ვისაც ზედმეტი კილოგრამების დაკლება სურს ან უბრალოდ ზრუნავს საკუთარ აღნაგობაზე. ასეთებმა ან საერთოდ უარი უნდა თქვან, ან ძალიან შეზღუდული რაოდენობით მიიღონ ეს ჩირი. საქმე ისაა, რომ შავქლიავი ზედმეტად კალორიული პროდუქტია და ხელს უშლის გახდომას.

გარდა ამისა, შავქლიავი რაციონიდან უნდა გამორიცხონ შაქრიანი დიაბეტის, გულის დაავადებების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებმა. მას შეუძლია გააუარესოს ასეთების მდგომარეობა ან ახალი სიმპტომებიც კი წარმოშვას.

Бананы - Sputnik საქართველო
ექიმებმა დაადგინეს, ვის ეკრძალება ბანანის ჭამა კატეგორიულად

მედიკოსები კუჭ-ნაწლავის პრობლემების მქონეებს ურჩევენ, მიიღონ დღეში არაუმეტეს ხუთი ცალი ნაყოფისა, ხოლო თუ შეკრულობა აწუხებთ, დასაშვებია მეტი რაოდენობის ჩირის ჭამა.

შავქლიავი ასევე არ არის რეკომენდებული მეძუძური დედებისთვის, ვინაიდან ის ნეგატიურ გავლენას ახდენს პატარის მდგომარეობაზე. ბავშვს შეიძლება გაუჩნდეს ისეთი პრობლემები, როგორებიცაა კუჭის აშლილობა, პირღებინება ან მადის დაქვეითება.

ეს პროდუქტები განწყობა-ხასიათს აფუჭებს: ქვეყნდება ჩამონათვალი>>

სპეციალისტების თქმით, შავქლიავის შეძენისას ყურადღება უნდა მიექცეს მის გარეგნულ სახეს: ხარისხიანი ჩირი უნდა იყოს შავი და ამასთან მსუბუქად, უმნიშვნელოდ უნდა პრიალებდეს. უნდა იყოს „ხორციანი“, ცოტა რბილი და ამასთან მკვრივი. თუ მას ყავისფერი გადაჰკრავს, იცოდეთ, რომ ის არასწორადაა დამუშავებული და სასარგებლო თვისებები უკვე დაკარგული აქვს, ანუ მასში აღარ შედის ჩვეული ვიტამინები და მინერალური ნივთიერებები.

ყველა ახალი ამბავი
0