01:08 09 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6356
  • 100 RUB4.1811
  • USD3.0758
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
33120

მოჩვენებები – ეს ფანტასტიკა არაა. ისინი არსებობენ, მაგრამ არავინ იცის ზუსტად, როგორია მათი მისია და მიზანი.

ადამიანების უმრავლესობას მოჩვენებები მხოლოდ სირთულეებსა და დისკომფორტს უქმნიან, ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად დარწმუნება იმაში, რომ ეს ნამდვილად მოჩვენებაა და შემდეგ მისგან გათავისუფლება

მოჩვენებების გამოძახება განზრახაც შეიძლება, მაგალითად, სპირიტუალური სეანსების მიშვეობით, მაგრამ ყველაზე ხშირად ისინი სახლში თავისთავად ჩნდებიან – მოჩვენებები შეიძლება იყვნენ გარდაცვლილი ადამიანების სულები, რომლებიც ამ შენობაში ცხოვრობდნენ, ან, უბრალოდ, გზაკვალარეული სულები. ექსპერტები გვირჩევენ, მოჩვენებები განზრახ არ გამოვიძახოთ – ეს ძალზე საშიშია.

როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენ გვერდით მოჩვენება იმყოფება – ამაზე ექსპერტები საუბრობენ

მუდმივად გეჩვენებათ, რომ გვერდით ვიღაცაა

მიუხედავად იმისა, რომ მოჩვენება უხორცო არსებაა, ადამიანი ყოველთვის გრძნობს, რომ გვერდით ვიღაც იმყოფება. ასე ხდება, მაგალითად, როდესაც ადამიანს ღამით ვიღაცის დაჟინებული მზერა აღვიძებს. ასეთი ვითარება იშვიათობა არაა.

ასეთი შეგრძნება ფხიზლად ყოფნისაც შეიძლება გაუჩნდეს ადამიანს, როდესაც სახლში მარტოა. მას ეჩვენება, რომ ვიღაც თვალს ადევნებს. მუდმივი დისკომფორტი – ეს აშკარა ნიშანია იმისა, რომ სახლში ვიღაც ან რაღაც ზედმეტია.

ირლანდიის სკოლაში სათვალთვალო კამერებმა მოჩვენება დააფიქსირა - ვიდეოკადრები>>

ინტუიცია

ამ ნიშნის პირველთან გაერთიანება შეიძლება, მაგრამ ზოგიერთი ექსპერტი აღნიშნავს, რომ ადამიანის ინტუიცია – ეს ძალიან მძლავრი კომპასია, რომელიც აშკარად მიგვანიშნებს, რომ რაღაც ისე არ არის. ხანდახან ხდება, რომ იგრძნობა უცხო მზერა, მაგრამ ის არ აღიქმება, როგორც საფრთხე. ასეთ შემთხვევაში ეს, შესაძლოა, უბრალოდ წარმოსახვის თამაში იყოს.

მაგრამ ხანდახან შიშის მძლავრ მოზღვავებას სულ რაღაც წამიერი გაფაჩუნება იწვევს. როგორც იმქვეყნიური არსებებისა და მოჩვენებების შესწავლის სფეროს ექსერტები აღნიშნავენ, თუ გგონიათ, რომ გვერდით მოჩვენებაა, დიდი ალბათობით, ეს ასეც არის.

ცხოველები ადგილს ვერ პოულობენ

ეს ერთ–ერთი ძირითადი ნიშანია იმისა, რომ სახლში მოჩვენებაა, რომელიც ცდილობს, თავი ძალიან არ გამოამჟღავნოს. როგორც ცნობილია ცხოველები ბევრად ფაქიზად აღიქვამენ ყველაფერს, რაც ირგვლივ ხდება. ეს განსაკუთრებით კატებს ეხება. თუ კატა კედლებს აწყდება, მუდმივად სიცარიელეს უყურებს, თითქოს შენობაში ვიღაც უხილავია, ეს ასეცაა. ძაღლები ასეთ დროს კედლებს უყეფენ ან უხილავი საფრთხისგან დამალვას ცდილობენ, წკმუტუნებენ და ყმუიან უმიზეზოდ.

ყველა ცხოველს აქვს ხანდახან „შემოტევა“, როდესაც მათ თამაში და სირბილი უნდათ. ეს ნორმალურია და აუცილებელი არაა, რამე პარანორმალურ მოვლენას უკავშირდებოდეს. ის ცხოველები, რომლებიც მტრული ან ზედმეტი არსების ყოფნას გრძნობენ, უჩვეულოდ მუდმივად იქცევიან, თან, ერთსა და იმავე დროს, ერთსა და იმავე ადგილას. მოჩვენებების აქტიურობა ციკლურია, ამიტომ ცხოველებიც უცნაურად ასევე განსაზღვრული პერიოდულობით იქცევიან.

პილოტი ქალის მოჩვენება ხომალდში: Mirror-ი თვითმხილველის ვიდეოკადრებს ავრცელებს>>

პოლტერგესტის არსებობის ყველაზე აშკარა ნიშნები

აქ იგულისხმება სახლის ბინადრებზე ან საგნებზე ფიზიკური ზემოქმედება. მაგალითად, ადამიანები ხშირად აღნიშნავენ, რომ ღამით სახლში თავისით იხსნება ონკანი აბაზანაში ან სამზარეულოში.ზოგი ამბობს, რომ ირთვება ნათურა, ვარდება თეფშები, გასაღები, აქეთ–იქით იყრება ფეხსაცმელი, იღვრება წყალი და ა.შ. ეს ცხადად მიუთითებს, რომ სახლში მტრული არსება – მოჩვენებაა.

ისეც ხდება, რომ ადამიანები პოლტერგეისტის შეხებას გრძნობენ, რაც განსაკუთრებულ შიშს იწვევს. ეს უფრო ხშირად ღამით ხდება და განსაკუთრებით საშიშია, თუ ადამიანი მარტო ცხოვრობს. ასევე, შეიძლება გვესმოდეს მოჩვენების ფეხის ხმა, იატაკის ჭრიალი, ლაპარაკის ხმა. ძალიან იშვიათად ესაძლებელია მოჩვენების დანახვაც.

ცუდი სიზმრები

მოჩვენებებს შეუძლიათ ხილვებისა და სიზმრების პროვოცირება, რომლებიც დღიდან დღემდე მეორდება. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა, მაგრამ ერთნაირად უსიამოვნო სიზმრები. უმეტეს შემთხვევებში ასეთი კოშმარები ღამის 12–დან დილის 4 საათამდე პერიოდში ესიზმრება ადამიანებს.

ამის გამო ადამიანი გამოუძინებელია, უჭირს ნორმალური ცხოვრება, იღლება, ხშირად ავადმყოფობს. ასევე, იკარგება მოტივაცია, იღბალი, მას ყველაფერი, რომ იტყვიან, ხელიდან ეცლება.

ხანდახან იმ ადგილას, სადაც მოჩვენება დგას, სიცივე იგრძნობა. მაგალითად, თუ სამზარეულოი ხართ და ვახშმობთ, გვერდით კი რაღაც უცნაური მოხდა, ყურადღება მიაქციეთ ტემპერატურას. თუ შენობაში აგრილდა და ნიავმა წამოუბერა, ეს შეიძლება მოჩვენება იყოს.

რატომ არ უნდა უამბოთ სხვებს სიზმრები: საფრთხეები და რჩევები>>

და ბოლოს, 21–ე საუკუნეში მოჩვენების გამოვლენის ყველაზე საუკეთესო საშუალებაა მისი გადაღება – მობილური ტელეფონით, კომპიუტერით. რა თქმა უნდა, შეიძლება დახმარების თხოვნაც, მაგრამ ფრთხილად იყავით, რომ ფსიქიატრიულ კლინიკაში არ ამოყოთ თავი.

მოჩვენებებისგან გათავისუფლება შეიძლება ნაკურთხი წყლით, სანთლით, ხშირად აკურთხეთ სახლი და გაათავისუფლეთ ის უარყოფითი ენერგეტიკისგან.

მთავარი თემები