დასახელდა დეზოდორანტების უსაფრთხო ალტერნატივა: ექიმების რეკომენდაცია

გამოწერა
ზოგი დერმატოლოგი დეზოდორანტების კარგ ალტერნატივად მიიჩნევს ინექციებს, რაც სრულად აჩერებს ოფლის გამოყოფას აქსილარულ ზონებში და არ არის მავნებელი ორგანიზმისთვის.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ზაფხულის მოახლოებასთან ერთად იმატებს დეზოდორანტებისა და ანტიპერსპირანტების გამოყენება, რომელთა ხშირ მოხმარებას მძიმე შედეგების გამოწვევა შეუძლია, აცხადებენ ექიმები. 

სპეციალისტები განმარტავენ, რომ აღნიშნული საშუალებების შემადგენლობაში ხშირად გვხვდება სახიფათო ნივთიერება ტყვია, რომელიც კარგი ანტესეპტიკი კი არის, მაგრამ ადამიანის კანზე იმდენად ნეგატიურად მოქმედებს, რომ მისი ეს პლუსი ბათილდება.

საღამოს გარბენი  - Sputnik საქართველო
ახასიათებს მხოლოდ საღამოობით სირბილს: რამდენიმე წესი მეტი ეფექტისა და სარგებლისთვის

ასევე დამღუპველად შეიძლება იმოქმედოს ჯანმრთელობაზე დეზოდორანტების შემადგენლობაში შემავალმა ტიტანმა, ციანიდმა და სხვა მძიმე ლითონებმა.

ექიმების თქმით, მძიმე ლითონებს შეუძლიათ დაგროვდნენ ორგანიზმში და ლიმფური კვანძებისა თუ სისხლძარღვების დაავადებები გამოიწვიონ, რასაც, შესაძლოა, ქირურგიული ჩარევაც კი დასჭირდეს.

გარდა ამისა, მედიკოსები განმარტავენ, რომ დეზოდორანტებისა და ანტიპერსპირანტების სახიფათო შემადგენლობა ხშირად იწვევს დერმატიტს.

აღსანიშნავია, რომ ზოგი დერმატოლოგი დეზოდორანტების კარგ ალტერნატივად მიიჩნევს ბოტულოტოქსინის ინექციებს, რაც სრულად აჩერებს ოფლის გამოყოფას აქსილარულ ზონებში და არ არის მავნებელი ორგანიზმისთვის, ვინაიდან მასზე სისტემურ ზემოქმედებას არ ახდენს.

„ბევრს ჰგონია, რომ ასეთი პროცედურის შემდეგ ადამიანს თერმორეგულაცია ერღვევა, მაგრამ ეს ასე არ არის... თუმცა პროცედურა ექვს თვეში ერთხელ მეტად არ უნდა ჩატარდეს“, — აცხადებს დერმატოლოგი, ტრიქოლოგი და კოსმეტოლოგი ტატიანა ეგოროვა.  

ექიმების რეკომენდაციით, ოფლიანობის წინააღმდეგ ჯობს გამოიყენოთ სპეციალური პასტები, რომლებშიც, როგორც წესი, ცარცი და თუთიის ოქსიდი შედის, ასევე საბავშვო პუდრა.

 

ყველა ახალი ამბავი
0