16:33 26 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4801
  • 100 RUB4.4615
  • USD3.1916
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
244 0 0

კორონავირუსის პანდემიის დროს ორგანიზაციებმა გადაწყვიტეს კამპანიის #დარჩისახლში ფარგლებში ონლაინ ლექციების სწავლება უფასო გამხდარიყო.

მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში განათლების მიღება მეტად ძვირი სიამოვნებაა. სიახლეებისა და განვითარების სურვილი ბევრს აქვს, მაგრამ, სამართლიანია თუ უსამართლო, სწავლა ფინანსებთან არის დაკავშირებული...

ეს პრობლემა ყველა ქვეყანაში მეტ-ნაკლებად არსებობს, თუმცა კორონავირუსის პანდემიის დროს ონლაინ სწავლება უფასო გახდა.

თუ ბევრი თავისუფალი დრო გაქვთ, ან დრო ცოტა გაქვთ, მაგრამ მაინც გინდათ, რომ რაიმე ახლის შესწავლას ან უკვე არსებული უნარის განვითარებას მოახმაროთ, ამისთვის ორგანიზაციებმა უკვე იზრუნეს. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხართ და რა საკითხი გაინტერესებთ, თქვენთვის ყოველთვის მოიძებნება შესაბამისი ონლაინ კურსი უფასოდ.

ეს წამყვანი უნივერსიტეტების წარმატებული პროფესორების ვირტუალური კლასებია, "24/7" რეჟიმში მომუშავე, რომლის მოსწავლეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები არიან.

Coursera

www.coursera.org 2012 წელს სტენფორდის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროფესორებმა დაარსეს. ბოლო მონაცემებით, „კურსერას“ 839 კურსს 114 საგანმანათლებლო დაწესებულებიდან 10 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

„კურსერას“ კურსები მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების წარმატებული ლექტორების ვიდეო-ლექციებისგან შედგება, რომელთა ხანგრძლივობა 4-6 კვირამდე მერყეობს. თითოეულ კურსს თავისი სილაბუსი, დავალებები, დამხმარე მასალა და სადისკუსიო ფორუმი აქვს. ისინი არა მხოლოდ ინგლისურ, არამედ ჩინურ, ესპანურ, ფრანგულ, რუსულ და სხვა ენებზეა ხელმისაწვდომი.

აქ შეგიძლიათ ნახოთ თქვენთვის სასურველი პროგრამები და ისწავლოთ როგორც ჰუმანიტარული საგნები, ისე მედიცინა, ბიოლოგია, მათემატიკა, ინფორმატიკა, ეკონომიკა და ბიზნესი.

"კურსერას" პარტნიორები არიან სტენფორდის, ბერკლის, ბრაუნის, ჯონს ჰოპკინსისა და სხვა მოწინავე უნივერსიტეტები. ყველა მსურველს სრულიად უფასოდ შეუძლია ნებისმიერი კურსის არჩევა, ამისთვის სასურველი უნდა ამოარჩიოს და ვებ-გვერდზე გაიაროს რეგისტრაცია. „კურსერა“ მსურველებს ასევე სპეციალობის სასერტიფიკატო კურსებსაც სთავაზობს, რომლებიც ფასიანია.

განათლების მიღების სანაცვლოდ არა ფულის, არამედ მხოლოდ დროის და შრომის ინვესტიცია უნდა განახორციელოთ. პანდემიის დროს სახლში დარჩენილებისთვის პიროვნული განვითარების ლექციები ერთ-ერთი საუკეთესო გზაა დროის გასაყვანად.

EDX

www.edx.org ერთ-ერთი ორგანიზაციაა, რომელიც ნებისმიერ მსურველს მასობრივ ონლაინ კურსებს სთავაზობს. Edx მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და ჰარვარდის უნივერსიტეტის მიერ 2012 წელს დაარსდა და, ბოლო მონაცემებით, მის 300-ზე მეტ კურსს 3 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

Edx-ის კურსები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების ლექტორების ვიდეო-ლექციებისგან შედგება, რომლებიც კვირების მიხედვით არის გაწერილი. დისკუსიის ფორუმის საშუალებით სტუდენტები პროფესორებს და ერთმანეთს ეკონტაქტებიან. სალექციო კურსები მრავალფეროვანია და თითქმის ყველა სფეროს მოიცავს. მათზე წვდომისთვის მსურველებმა ვებ-გვერდზე მხოლოდ რეგისტრაცია უნდა გაიარონ. კურსები, ინგლისური ენის გარდა, ჩინურად, ფრანგულად და ესპანურად არის.

Edx-ის კურსების მოსმენა სრულიად უფასოა, მაგრამ თუ კურსის დამთავრების შემდეგ ამის დამადასტურებელი დამოწმებული სერტიფიკატი გსურთ, მაშინ თანხის გადახდა მოგიწევთ.

Duolingo

თუ თქვენთვის სასურველი ლექციის გავლა, მაგალითად, რუსულ, ჩინურ, ფრანგულ ენაზე გსურთ და ამ ენას ვერ ფლობთ, ეს უკვე პრობლემა აღარ არის. არც "დუოლინგო" ჩამორჩა პანდემიის გამოწვევას და ის გთავაზობთ 18 სხვადასხვა ენის შესწავლას სრულიად უფასოდ. საიტზე რეგისტრაციისას ირჩევთ დღეში რამდენი წუთის გამოყოფა გსურთ მეცადინეობისთვის. ფოტოების და მარტივი ინტერფეისის საშუალებით მარტივად შეძლებთ კიდევ ერთ ენაზე ალაპარაკდეთ.

არ არის აუცილებელი ბევრი ფული გადაიხადოთ თქვენი უნარების გაუმჯობესებაში. ინტერნეტში მრავლად არის მაღალი ხარისხის ვებ-გვერდები, რომელთა გამოყენებით თქვენს უნარებს სრულიად უფასოდ გაიუმჯობესებთ.

განათლება კი ყოველთვის იქნება შეუფასებელი ქონება, რომელსაც შეუძლია ბევრი შესაძლებლობა მისცეს ნებისმიერ ადამიანს, ვისაც მისი გამოყენება სურს.

 

მთავარი თემები