09:04 05 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6190
  • 100 RUB4.1656
  • USD3.0729
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
ჯანმრთელობა და სილამაზე (27)
358220

სწრაფი და ეფექტური გახდომის მსურველთაგან ბევრს სმენია ცნობილი იაპონური დიეტის შესახებ. ამბობენ, რომ ეს სასწაულებრივი მეთოდი ადამიანს რამდენიმე კვირის განმავლობაში  8 კილოგრამის „დაგდებაში“ ეხმარება.

ნამდვილად ვერ გეტყვით, მართლაც დგება თუ არა ასეთი შედეგი, მაგრამ გამომდინარე თავად იაპონელების დამოკიდებულებიდან ჯანმრთელობის მიმართ, ვფიქრობთ, მათი დიეტა მინიმუმ სასარგებლო მაინც იქნება. 

რა არის იაპონური დიეტა?

ეს არის საკმაოდ მკაცრი დიეტა, რომელიც მთლიანად გამორიცხავს მთელ რიგ პროდუქტებს. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, ასეთი დიეტის დაცვა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლიათ, თუ უკუჩვენებები არ გაქვთ. მაგალითად: გულ-სისხლძარღვთა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, დიაბეტი და სხვა. ასევე მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ დღეში მინიმუმ  3-4 ჭიქა წყალი უნდა დალიოთ.

რა დაიშვება

იაპონური დიეტის დროს შეიძლება შემდეგი პროდუქტების მიღება: კვერცხი, თევზი, ბოსტნეული ნებისმიერი სახით, მცენარეული ზეთი, კეფირი, საქონლის ხორცი, ჩაი და ყავა შაქრის გარეშე. აუცილებელია დღის განმავლობაში 4-6-ჯერ მცირე ულუფებით კვება.  ბოლო კვება დაძინებას 2 საათით უნდა უსწრებდეს წინ.

რა იკრძალება

კატეგორიულად იკრძალება ორი კვირის განმავლობაში ისეთი პროდუქტების გამოყენება, როგორიცაა ტკბილეული, მარილი, ალკოჰოლური სასმელები, ფქვილის პროდუქტები. 

იაპონური დილის დიეტა: გახდომის სწრაფი, ეფექტური და სულ უფრო პოპულარული მეთოდი

მენიუს მაგალითი

იმისათვის, რომ ნებადართული პროდუქტებისგან შესაძლებელი კერძების მომზადება გაგიადვილდეთ, გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს. 

დიეტის დარღვევის გარეშე შეგიძლიათ მიირთვათ:

  • კვერცხი პაშოტი (ე.წ. „გლაზუნია“), მოხარშული კვერცხი, ომლეტი;
  • მოხარშული ან გამომცხვარი თევზი. ნებადართულია თევზის კონსერვებიც, ოღონდ არა მარილიანი; 
  • სალათები, ბოსტნეულის  სმუზი კეფირითა და მწვანილეულით;
  • მულტიქვაბში (ე.წ. მულტივარკა) ან ჰაერღუმელში მომზადებული საქონლის ხორცი;
  • სხვადასხვა სახის სუპები — როგორც ხორცით, ისე მის გარეშე.

აღსანიშნავია, რომ ნებადართულია ჩაისა და ყავის მიღება — ოღონდ ეს რეკომენდებულია დღის პირველ ნახევარში და, რა თქმა უნდა შაქრის გარეშე.

ამასთან, დარ დაგავიწყდეთ, რომ წყალი შეძლებისდაგვარად ხშირ-ხშირად უნდა სვათ, რაც ხელს შეუწყობს ზედმეტი კილოგრამების სწრაფად დაკარგვას, შეშუპების ალაგმვასა და ორგანიზმისთვის ტონუსის შენარჩუნებას.

თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე (27)

მთავარი თემები